ცუდი ჯანმრთელობის 13 ანომალური ნიშანი, რომელთა „გამოსწორება“ ჯერ კიდევ შეიძლება

49007
ცუდი ჯანმრთელობის 13 ანომალური ნიშანი, რომელთა „გამოსწორება“ ჯერ კიდევ შეიძლება
ცუდი ჯანმრთელობის 13 ანომალური ნიშანი, რომელთა „გამოსწორება“ ჯერ კიდევ შეიძლება

ჩვენი ორგანიზმი სერიოზული დაავადების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე „განგაშის სიგნალს“ გვიგზავნის. მხოლოდ მათი გამოცნობა გვჭირდება. უეცარი ხველების გამო ნერვიულობა ღირს თუ არა? ქრონიკულ თავის ტკივილს უნდა ვუმკურნალოთ თუ არა?
ზოგჯერ სხეულის ერთ ნაწილში სიმპტომები სხეულის მეორე ნაწილში დაავადების მანიშნებელია. მათი აღმოჩენის უნარი და ნიშნების სწორად განსაზღვრა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აი 13 უჩვეულო ნიშანი, რომელიც დაავადებებზე მიუთითებს.

1.ყინულის ჭამის სურვილი


თუ თქვენ მუდმივად ყინულის ან ნაყინის ჭამის სურვილი გიჩნდებათ, თქვენ ორგანიზმს სავარაუდოდ რკინა აკლია. ყინულის ღეჭვა ხშირად რკინა დეფიციტურ ანემიასთან არის დაკავშირებული, ასევე ის ემოციურ დარღვევაზე საუბრობს, ისეთზე როგორიც არის სტრესი ან აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი.

2.თითების სიგრძე


თუ თქვენი უსახელო თითის სიგრძე საჩვენებელზე გრძელია, ეს ოსტეოართროზის პოტენციურად მაღალ რისკს ნიშნავს. ერთი გამოკვლევის მიხედვით, კაცები, რომელთაც უსახელო თითი 2,5-ჯერ უფრო გრძელი ჰქონდათ ოსტეოართროზით იტანჯებოდნენ, ვიდრე ქალები რომელთაც მსგავსი მახასიათებლები ჰქონდათ. კაცებშიც და ქალებში მუხლის სახსრების ოსტეოართროზის რისკი მაღალი აქვთ.

3.ფეხის შეშუპება


თუ თქვენ ფეხის შეშუპება დაგეწყოთ, ეს შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით იყოს გამოწვეული. ე.წ. პერიფერიული შეშუპება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს მარილების დაგროვება, ცელულიტი, გულის უკმარისობა, ორსულობა, ვენური უკმარისობა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტები.

4.მუდმივი ქავილი


თუ მუდმივად სხეული გექავებათ, ეს შეიძლება ალერგიის ან კანის დაავადების მიზეზი იყოს. ქავილი შეიძლება შინაგანი დაავადებებით მაგ., ღვიძლით იყოს გამოწვეული. ეცადეთ მტკივნეული ადგილი არ მოიქავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებთ.
თუ ქავილი არ ქრება ორი კვირის განმავლობაში, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

5.შავი განავალი


შავი განავალი შინაგან სისხლდენაზე მიუთითებს, რომელიც სავარაუდოდ კუჭის წყლულით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ეს შეიძლება რკინის ან ლურჯი, მწვანე ან შავი ფერის საკვების მიღებით იყოს გამოწვეული. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის დარღვევა. თუ შავ განავალს ახლავს ტკივილი, ღებინება და დიარეა, ანუ თქვენ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არაა. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

6.კოგნიტური ფუნქციების დარღვევა


თუ თქვენ ფიქრები დაბინდული გაქვთ და კონცენტრაცია გიჭირთ, მიზეზი ორგანიზმში გადაჭარბებული ცხიმი შეიძლება იყოს. ცხიმოვანი მჟავები ტვინში აღწევს და იწვევს ანთებას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს საღ აზროვნებაზე. გადაჭარბებული წონა და ცხიმოვანი დაგროვება ტვინის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

7.შფოთვა


დრო და დრო შფოთვა შეიძლება სტრესის შედეგი იყოს, მაგრამ ქრონიკული შფოთვა ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებს. შფოთვის რთული ფორმას, რომელსაც თან ახლავს გულის რევა და თავბრუს ხვევა – უკვე ნერვიულობის საბაბია. შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა არის დარღვეული ან საერთოდ სიმსივნეა.

8.ხვრინვა


ხვრინვა ძილში აპნოეს ნიშანია, რაც ჰაერის გადაკეტვაზე მიუთითებს. ეს შეიძლება ჰიპერტენზიით ან გულის უკმარისობით იყოს გამოწვეული. ხვრინვის მთავარი მიზეზია ჭარბი წონა, მოწევა ან ჭარბი ქოლესტერინი.

9.გაზრდილი დაღლილობის შეგრძნება


თუ თქვენ მუდმივად დაღლილი ხართ, შეიძლება ორგანიზმი ჭარბ ტოქსინებს ვერ უმკლავდება, როგორიცაა ალკოჰოლი, ნიკოტინი ან საკვების მავნე ნივთიერებები. ყველაფერი ეს ფარისებრ ჯირკვალზე დატვირთვას წარმოადგენს,რაც ჭარბ დაღლილობას იწვევს.
გარდა ამისა, ქრონიკული დაღლილობა შეიძლება სერიოზული დაავადებების – ანემია, დეპრესია, ალერგია ან სიმსივნის მიზეზი იყოს. ყველაზე ხშირად საქმე არასწორ კვებასა და მავნე ჩვევებშია.

10.ცხიმოვანი ნაკეცი მუცელზე


ზედმეტი წონა და გაცხიმოვნება ყოველთვის ცუდ ჯანმრთელობაზე მიუთითებს. თუ თქვენ ცხიმოვანი ნაკეცი სწორედ რომ მუცელთან გაქვთ და არა თეძოებზე, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკზე მიუთითებს. ქალებში ეს პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი იყოს, რომელიც ხშირად დიაბეტში გადადის. ჭარბი ნაკეცი რომ მოიშოროთ, საკმარისია დღეში ნახევარი საათი ზომიერ ვარჯიშს დაუთმოთ.

11.ნაადრევი ჭაღარა


ზოგჯერ ნაადრევი ჭაღარა გენეტიკურია. მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დარღვევას ან ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტზე მიუთითებდეს. ასაკთან ერთად, მელანინის წარმოება, რომელიც თმის ფერზე არის პასუხისმგებელი – ბუნებრივია მცირდება. ვიტილოგის აუტოიმუნური დაავადება ასევე აზიანებს პიგმენტს ან მელანოციტებს, რომლებიც კანზე თეთრ ლაქებს იწვევენ. თუ შესაბამისი მემკვიდრეობა არ გაქვთ, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

12.ზრდის შეჩერება


ასაკთან ერთად ყველა ოდნავ პატარავდება, მაგრამ თუ ეს ძალიან სწრაფად ხდება მიზეზია ძვლების სიმჭიდროვე შეიძლება იყოს. ეს ძვლის მოტეხვის გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ჩვეულებრივ ასაკთან ერთად ზრდა მალთა შორის დისკის შემცირებით არის გამოწვეული, რასაც ხერხემლის მოღუნება მოჰყვება. ძვლების დაბალი სიმკვრივე – ოსტეოპოროზის წინამორბედია, განსაკუთრებით ქალებში. პროფილაქტიკის მიზნით კალციუმი მიიღეთ.

13.ცივი ხელები და ფეხები


თუ ზაფხულშიც კი კიდურები ცივი გაქვთ, ეს შეიძლება დარღვევის მანიშნებელი იყოს – გაყინვა, ანემია, დიაბეტი, ვასკონსტრიქცია (რეინოს დაავადება). სავარაუდოდ, ეს რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. რკინა დანამატის სახით მიიღეთ, რომ ბალანსი აღდგეს.
თქვენ სხეულის სიგნალებს ყურადღებას აქცევთ?