ზოდიაქოს ნიშნები: როგორ გამოხატავენ სიმპათიას და სიყვარულს

5694
ზოდიაქოს ნიშნები: როგორ გამოხატავენ სიმპათიას და სიყვარულს
ზოდიაქოს ნიშნები: როგორ გამოხატავენ სიმპათიას და სიყვარულს

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სიმპათიას სხვადასხვანაირად გამოხატავს. ამასთან ყოველ მომდევნო ადამიანთან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წინა შემთხვევაში. მოდით ვნახოთ, როგორ გამოხატავენ ისინი ამ ნაზ გრძნობას. არ გაგიკვირდეთ, თუ სიყვარულის გამოხატვის მეთოდები განსხვავებული იქნება.

ვერძი – ის თავის სიმპათიას თქვენი გამოწვევით გამოხატავს. ის კონკურენციას შემოგთავაზებთ, ერთი ერთზე კალათბურთის თამაშს ან მაგიდის თამაშს. ვერძი ძალიან ენერგიულია, ამიტომ მასთან კონკურენცია – ვნების ობიექტთან კავშირის დამყარების მეთოდია, ამასთან ცხადი ფლირტის გამოყენების გარეშე.

კურო – გრძნობას ნაზი შეხებით გამოხატავს. შეიძლება ბევრი დროს გავიდეს იმისთვის, რომ კუროს გრძნობებში გამოტყდომა მოუნდეს. მან შეიძლება შემოგთავაზოთ მასაჟი ან ძლიერად ჩაგეხუტოთ, თუ გრძნობს რომ თქვენ მხარდაჭერა გჭირდებათ.

ტყუპები – ყველაზე მოლაპარაკე ზოდიაქოს ნიშანი. ისინი მიგახვედრებენ, თუ მათთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, დაიწყებს ბევრ ლაპარაკს მაშინაც კი ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ტყუპები აფასებენ, როცა მათ უსმენენ და დიალოგის შენარჩუნებას ცდილობენ. ასევე უყვართ თქვენი გაჯავრება, მაგრამ არა გასაბრაზებლად.

კირჩხიბი – თავის ზრუნვას სხვადასხვა მეთოდით გამოხატავს. ისინი თქვენს განცდებს მოისმენენ, თქვენზე იზრუნებენ თუ ავად იქნებით და დაიმახსოვრებს ყველაფერს, რაც თქვენ მოგწონთ. კირჩხიბი თავს იმდენად განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ, რომ სრულიად ცხადი იქნება, რომ მას თქვენ მიმართ გრძნობა აქვს.

ლომი – თავის სიყვარულს გაზრდილი ყურადღებით გამოხატავს. თუ რესტორნიდან რომელიმე კერძი მოგწონთ, ლომი აუცილებლად მას ვახშმისთვის შეუკვეთავს. ლომი ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და თქვენ გვერდით იქნება, როცა ეს დაგჭირდებათ.

ქალწული – თავის სიყვარულს გამოხატავს იმით, რომ ცდილობს მოგცეთ ყველაფერი რაც გჭირდებათ. თუ რაიმე შეძენა ან ნივთის შეკეთება გინდათ, ქალწული ყოველთვის დაგეხმარებათ.

სასწორი – სასწორი რომანტიკულ ჟესტებს გააკეთებს, ყვავილებს გიყიდით, ვახშამს მოგიმზადებთ, ალერსიან შეტყობინებებს გამოგიგზავნით. თუ სასწორი სულელურ, მაგრა საყვარელ ზედმეტ სახელს შეგარქვებთ ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ მისთვის ბევრს ნიშნავხართ.

მორიელი – მორიელი ხშირად ორაზროვნად საუბრობს. თქვენ ვერ გამოიცნობთ, მოსწონხართ თუ არა, თუ უბრალოდ მეგობრები ხართ და მეტი არაფერი. თუ მორიელთან გაქვთ ურთიერთობა, ის ყოველთვის შეეცდება შეგეხოთ, თქვენი ხელი დაიჭიროს და მაგრად მოუჭიროს.

მშვილდოსანი – მისი მხრიდან დიდი სიმპათიის გამოხატულება არის თუ საერთო მოგზაურობას შემოგთავაზებთ. ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ ურთიერთობა, ამიტომ პირადად მოგწერენ და ხშირად დაგირეკავთ, რომ გაჩვენოთ თუ რამდენად ენატრებით.

თხის რქა – როგორც წესი, ის ყველაზე თავშეკავებული და ცივია, ამიტომ სიყვარულის გამოვლენის ერთადერთი გზა ყურადღება და ზრუნვაა. ისინი თქვენს საყვარელ კერძს სადილისთვის შეუკვეთავენ, თქვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტის ბილეთებს იყიდიან. როგორც კი იგრძნობენ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, ისინი მოდუნდებიან და უფრო ალერსიანები გახდებიან.

მერწყული – შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს, რომ გაიგოს მისთვის ბევრს ნიშნავხართ. ის, როგორც წესი, ცოტათი სარკასტულია და მისი საუბარი შეიძლება შეურაცხყოფილად მოგეჩვენოთ. მაგრამ მერწმუნეთ, სინამდვილეში მათ ამის გაკეთება არ სურთ.

თევზები – ისინი ძალიან ნაზები არიან. ყოველთვის ჩაგეხურებიან, გაკოცებენ და შესაქებ სიტყვებს არ დაიშურებენ. არ გაგიკვირდეთ, თუ თევზი სიმღერას ან ლექსს დაწერს. ისინი ყოველთვის მხარს დაგიჭერებ, იქნებიან კეთილისმსურველები და საჩუქრებით აგავსებენ.