11 იაფი საშუალება აფთიაქიდან, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკას არაფრით ჩამოუვარდება

0
28772
11 იაფი საშუალება აფთიაქიდან, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკას არაფრით ჩამოუვარდება
11 იაფი საშუალება აფთიაქიდან, რომლებიც ძვირადღირებულ კოსმეტიკას არაფრით ჩამოუვარდება

წესი „რაც უფრო ძვირია, მით უკეთესი“ ყოველთვის მუშაობს. მაგ., როცა ძვირადღირებულ კოსმეტიკას ვყიდულობთ, ფულს ვიხდით არა მხოლოდ ინგრედიენტში, რომელიც მის შემადგენლობაში შედის, არამედ ბრენდშიც. კანის მოვლის ღირებული საშუალებები მსგავსი მოქმედი ნივთირებებით შეგიძლიათ ჩვეულებრივ აფთიაქშიც იპოვოთ. ეფექტი ზოგიერთ ძვირადღირებულ კრემზე ბევრად უკეთესია.

დღეს გთავაზობთ სახის და სხეულის მოვლის სააფთიაქო საშუალებებს.

ბადიაგა

ბადიაგა – ღრუბელა, რომელიც ჩვეულებრივ სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება. მას აქტიური შეშუპების საწინააღმდეგო და მოსადუნებელი თვისებები აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ მას ლიმფური დრენაჟის ეფექტი აქვს. მიკროსკოპული ნემსები, რომლებისგანაც ღრუბელი შედგება, პილინგის როლში გამოდის.

უნიკალური მოქმედების გამო, ბადიაგა კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ნაწიბურებთან ბრძოლის, პიგმენტური ლაქის გასაღიავებლად და ფორების გასაწმენდად. ფხვნილის სახით ბადიაგის გამოყენების დროს სიფრთხილე გმართებთ, რადგან ის კანისთვის შეიძლება აგრესიულ იყოს. ამ პრეპარატზე ორგანიზმის რეაქციის გასაგებად, უმჯობესია ბადიაგი პირველად გელის სახით გამოიყენოთ.

სალიცილის მჟავა

სალიცილის მჟავა – ბევრი კოსმეტიკური საშუალების ტრადიციული კომპონენტია, რომლის მოქმედებაც მიმართულია კანის მოსავლელად, გასაწმენდად და დასატენიანებლად.

ამის გარდა, სალიცილის მჟავას ექსფოლიანტის ეფექტი აქვს. გარქოვანებული კანის ფენის მოშორებით და ეპიდერმისის ზედა ფენის დარბილებით, ის თმის ზრდას ხელს უშლის. ასევე უკვე გაზრდილს კანის ზედაპირამდე ამცირებს – ამისთვის საჭიროა კანი სალიცილის მჟავით დაიმუშაოთ. პროცედურის ჩატარება ეპილაციამდე ერთი კვირით ადრე არის რეკომენდებული.

სალიცილი-თუთიის პასტა

სალიცილი-თუთიის პასტა – აკნესთან ბრძოლის დროს შეუცვლელი საშუალებაა. მთავარი კომპონენტი აქ თუთიის ოქსიდია. ის ანთების მოსახსნელად, აკნესთან ბრძოლის დროს გამოიყენება, ასევე მზის სხივებისგან ბუნებრივი დამცველის როლში გამოდის. სწორედ ამიტომ თუთია კოსმეტიკური საშუალებებში, ბავშვების კოსმეტიკაშიც კი ფართოდ გამოიყენება.

სახლის პირობებში თუთიის პასტა უმჯობესია გამოიყენოთ ასე: სიწითლის პირველი გამოჩენისთანავე მალამო ამ ადგილას წაისვით. უკვე მზა ანთებაზეც მოქმედებს. მალამოს მთავარი დადებითი მხარეა (დაბალი ფასის გარდა) – მისი ტექსტურა და თეთრი ფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მაკიაჟის ქვეშ წაისვათ, ასე არათანაბარ და შეწითლებულ კანს შენიღბავს.

ქლორექსიდინი

ცნობილი ანტიბაქტერიული საშუალება, ქლორექსიდინი შეგიძლიათ არა მხოლოდ ჭრილობის დასამუშავებლად და სადეზენფიქციოდ გამოიყენოთ, არამედ დეზოდორანტის სახით, რადგან ქლორექსიდინი ბევრი მსგავსი საშუალების მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს. არ არის ბაქტერია, არ არის სუნი.

შხაპის მიღების შემდეგ ბამბის დისკი ქლორექსიდინით დაასველეთ და იღლიებში წაისვით. პრეპარატი ფეხის სუნის მოსაშორებლად გამოგადგებათ.

აპილაკი

დედა ფუტკრის რძეზე დაფუძნებული ეს მალამო ტრადიციულად კანის ქავილის და პაციენტებში ნაოფლარის დროს გამოიყენება.  ძირითადი ნივთიერების მოქმედება მრავალფეროვანია: მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ანტიასაკობრივი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. დედა ფუტკრის რძე – ახალგაზრდა და ჯანმრთელი კანის გასაღებს წარმოადგენს, რადგან შეიცავს კოლაგენს – რომელიც მომავალი თაობის ფუტკრებისთვის უჯრედების საშენს წარმოადგენს. ნაოჭების გაჩენის მთავარი მიზეზი სწორედ – კანის საკუთარი კოლაგენის დაკარგვა წარმოადგენს.

წაისვით პირდაპირ კანზე ნიღბის სახით, გამოიყენეთ ლოსიონის ან ნებისმიერი ნიღბის ინგრედიენტის სახით. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ეს მაინც ფუტკრის პროდუქტია, თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, უმჯობესია მის გამოყენებაზე უარი თქვათ.

ლამინარია

ზღვის კომბოსტოა, წყალმცენარე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცელულიტის საწინააღმდეგოდ კანის ეს ნაწილი ლამინარიით უნდა დაიმუშაოთ. ასეთი პროცედურა კანის ტონუსს ამაღლებს და ორგანიზმის საერთო გამაძლიერებელი ეფექტი აქვს. ასეთი თერაპია შეგიძლიათ სახლში თავად მოიწყოთ.

სააფთიაქო ლამინარიის გამოყენების დროს უმჯობესია მარლა ან საკვები ცელოფანი გამოიყენოთ, ზემოდან კი თბილი ქსოვილი შემოიხვიოთ.

ლიპოური მჟავა

ამ ხსნარის მთავარი ინგრედიენტია ლიპოური მჟავა (ალფა-ლიპოური მჟავას სინონიმი), თავად მედიკამენტი ანტიოქსიდანტების ჯგუფს მიეკუთვნება. ტრადიციულად მას საავადმყოფოებში ორგანიზმის მოწამვლის დროს იყენებენ.

კოსმეტოლოგები ამ საშუალებას მისი უნიკალური თვისების გამო იყენებენ: მას კოლაგენის ბოჭკოებზე შაქრის დაგროვების თავიდან აცილება შეუძლია, რაც ნაოჭების ფორმირებას ანელებს.

გამოიყენეთ სახლის პირობებში შრატის სახით საღამოს, კრემის ქვეშ 2-3 კვირის განმავლობაში.

არნიკა

ამ ჰომეოპათიური მალამოს მოქმედება ჰემატომას და სისხლჩაქცევის სწრაფად მოშორებისკენ არის მიმართული. კოსმეტოლოგიაში მას კანის მოვლის, თმის შამპუნის და კონდიციონერის აქტიურ ინგრედიენტად იყენებენ. მალამო სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს და შეშუპების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

ასპირინი

ასპრინს სისხლის გათხელების თვისება აქვს, კოსმეტოლოგიაში მჟავის ამ თვისებას ეპიდერმისის ზედა ფენებში სისხლის მიმოქცევის გასაზრდელად იყენებენ, შესაბამისად, კანის კვება უმჯობესდება, ასევე ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით ივსება.

ასპირინის ნიღბის ბევრი რეცეპტი არსებობს. ყველაზე მარტივია: 1 დაფშვნილი ასპირინის აბი 1 ჩ/კ არაჟანს აურიოთ, გაწმენდილ სახეზე წაისვათ, 15 წუთში კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ. ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენეთ ასპირინი დანამატების გარეშე.

ჰილაკ ფორტე

დისბაქტერიოზის სამკურნალო საშუალებამ კოსმეტოლოგიაში თავისი ადგილი იპოვა. მის შემადგენლობაში არის მიკროორგანიზმები, რომლებიც რძის მჟავას აწარმოებს, ლაქტობაქტერია და ცხიმოვანი მჟავა, რომლებიც ლორწოვანი გარსის რეგენერაციას ხელს უწყობს.

კოსმეტოლოგიაში რძის მჟავას პილინგის სახით იყენებენ, შედეგად კი კანი უფრო თეთრი და განათებული ხდება. მისი გამოყენება მგრძნობიარე კანზეც შეიძლება, მათაც ვისაც პილინგის სხვა სახეობაზე ალერგია აქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალკე ან ნიღბებში.

ენტეროგელი

ტრადიციულად მას ორგანიზმის ინტოქსიკაციის შედეგებთან ბრძოლის დროს იყენებენ. ფოროვანი სტრუქტურის გამო, პრეპარატს ადსორბციული თვისება აქვს, არასრული მეტაბოლიზმის პროდუქტებს იწოვს.

სახლის პირობებში, შეგიძლიათ ხილული უძილობის წინააღმდეგ გამოიყენოთ. სახეზე დაღლილობის კვალის გარეშე რომ გაიღვიძოთ, ძილის წინ თვალის ქვეშ ენტეროგელის თხელი ფენა წაისვით.

კოსმეტიკური მიზნით თქვენ რომელ სააფთიაქო საშუალებებს იყენებთ?

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი