19 მარტივი ფსიქოლოგიური მაგალითი, რომლებიც ნამდვილად მოქმედებს

1506
19 მარტივი ფსიქოლოგიური მაგალითი, რომლებიც ნამდვილად მოქმედებს
19 მარტივი ფსიქოლოგიური მაგალითი, რომლებიც ნამდვილად მოქმედებს

ბევრი ფსიქოლოგიური ხრიკი და NLP-მაგალითი არსებობს, რომლებზეც არაერთი წიგნი დაწერილა და ლექცია წაუკითხავთ. უმეტესობა ნამდვილად ეხმარება პროფესიონალებს ადამიანების შეუმჩნევლად მანიპულირებაში ან სხვისი ზეგავლენის თავიდან აცილებაში. მაგრამ რომელ ხრიკებს იყენებენ ჩვეულებრივი ადამიანები ყველაზე ხშირად?

გთავაზობთ მაგალითებს, რომელთაც ადამიანები ყველაზე ხშირად იყენებენ.

არასდროს უთხრათ მამაკაცებს :ა, შენ არ შეგიძლია, რომ“ – ასე ის კითხვას თეორიულად აღიქვამს. მაგ., არ ღირს კითხვის ასე დასმა „არ შეგიძლია რომ მეზობელს დაუძახო?“ რადგან პასუხი „დიახ“ ნიშნავს „დიახ, თეორიულად ამის გაკეთება შემიძლია“. უმჯობესია მსგავსი თხოვნის ასეთი ფორმულირება „დაუძახე მეზობელს, გთხოვ“.

თუ გსურთ, ვინმემ თავი უხერხულად და არა კომფურტულად აგრძნობინოთ, საუბრის დროს პერიოდულად შუბლის ცენტრში შეხედეთ.

თუ თანამოსაუბრე კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს ან რაღაცას ბოლომდე არ ამბობს, უბრალოდ პაუზა გააკეთეთ, ამასთან ადამიანის თვალებში ყურება გააგრძელეთ. ის საუბრის დროს თავს უხერხულად იგრძნობს და ლაპარაკს გააგრძელებს. შესაძლოა, უფრო დეტალურად მოყვეს ის, რაც საჭიროა ან გეტყვით სიმართლეს (თუ იტყუება), რადგან ჩათვლის რომ თქვენი სიჩუმე და მზერა იმის ნიშანია, რომ უკვე ყველაფერს მიხვდით.

თუ ვინმესთან ურთიერთობის დალაგება გსურთ (მაგ. ოფისში), უბრალოდ ამ ადამიანს მიმართეთ თხოვნით რამე გიამბობთ, ან აგიხსნათ, მაშინაც კი თუ პასუხი უკვე იცით. ეს მის თქვენდამი ურთიერთობას უკეთესობისკენ შეცვლის.

კითხვის დასმის დროს თავი შეუმჩნევლად დააქნიეთ. სავარაუდოდ, ასე დადებით პასუხს მიიღებთ. ფრთხილად იყავით: ასეთ მეთოდს ყველაზე ხშირად კვების სფეროში მომუშავე თანამშრომლები იყენებენ, რომ კლიენტებმა უფრო ბევრი შეუკვეთონ ან უფრო ძვირადღირებული კერძი შეარჩიონ.

თუ ადამიანს რამე საქმეზე ყურადღება აქვს გამახვილებული, შეგიძლიათ ხელი გაუწოდოთ და ის მოგცემთ იმას, რაც ხელში აქვს. შესაძლოა, ამის შესახებ ვერც გაიხსენოს. მეთოდი საპირისპიროდაც მოქმედებს: მას შეგიძლიათ რამე მისცეთ და მისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩება.

საკმარისია თანამოსაუბრეს ძალდატანების გარეშე უთხრათ ის, რაც მის ძალებში არ შედის და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საწინააღმდეგო დაგიმტკიცოთ.

თუ საუბრის დროს პერიოდულად შეუმჩნევლად თავს დააქნევთ. თანამოსაუბრე უფრო მეტად მგრძნობიარე იქნება თქვენი სიტყვების მიმართ ისე, რომ ვერც გაიაზრებს რატომ მოხდა ასე.

თუ საერთო ჯამში ყველაფერი გაკმაყოფილებთ, მაგრამ უფრო მეტის მიღების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ იმედგაცრუებული სახე მიიღოთ. მაგ., ამან შეიძლება იმოქმედოს მაღალი ფასის ან დაბალი ხელფასის დროს.

მომენტი, როდესაც მაღვიძარა რეკავს, მყისიერად უნდა წამოდგეთ, მუშტი შეკრათ და იყვიროთ დიახ – თითქოსდა ფეხბურთელი ხართ, რომელმაც გოლი გაიტანა. ეს უცნაურია, მაგრამ თქვენ მხნეობას იგრძნობთ და ლოგინიდან ადვილად ადგებით.

თუ მუდმივად განიცდით, დახურეთ თუ არა კარები და გამორთეთ თუ არა უთო, უბრალოდ ამ ქმედების შესრულების დროს აბსურდული ფრაზა წარმოთქვით. მაგ.,თქვენ ამბობთ მწვანე კურდღელი და გამორთეთ უთო, „სასტიკი კიბორჩხალა“ – და დახურეთ კარები. შემდეგში როცა დაფიქრდებით დახურეთ თუ არა კარები, თქვენ გაგახსენდებათ ეს სულელური ფრაზა და დამშვიდდებით.

თუ ადამიანი დიდ კამათში ან სკანდალში თქვენ გახვევას ცდილობს, უბრალოდ რაიმე სასიამოვნო უთხარით. ეს მას საშინლად გააბრაზებს.

თუ გუნდში მუშაობთ და ძალიან ზარმაცი წევრი გყავთ, არ მისცეთ საქმე შემდეგი ფორმულირებით „ეს გააკეთე“. ფრაზა ასე შეცვალეთ „ამით დაიწყე“. ასე ფსიქოლოგიურად მას ეჩვენება რომ საქმე ცოტაა, რადგან რაღაც მცირედით დაწყება არის საჭირო. ხოლო, როცა ამას გააკეთებს, გამოიყენეთ ფრაზა „კარგია, გააგრძელე“. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში დავალებას წარმატებით გაართმევს თავს, რადგან მას მოეჩვენება რომ ცოტა საქმე არის დარჩენილი.

საჯარო გამოსვლის დროს ბოთლი წყალი ყოველთვის გქონდეთ. თუ იგრძნობთ, რომ ტექსტი დაგავიწყდათ, უბრალოდ წყალი დალიეთ და ვერავინ შეამჩნევს, რომ პაუზა დავიწყებული ტექსტის გამო მოხდა.

თუ მეტროში ადამიანი მოგაჩერდათ, მის ფეხსაცმელს დახედეთ. არ დანებდეთ. მერწმუნეთ, მას ეს ჭკუიდან გადაიყვანს.

თუ ყოველ ჯერზე ნაცნობის დანახვის დროს ნერვიულობას იწყებთ, ბოლოს და ბოლოს ის ადამიანიც თქვენი ნახვის ნერვიულობას დაიწყებს.

თუ ადამიანის მიმართ პრეტენზია გაქვთ, მაგრამ პირდაპირ მისი დადანაშაულება არ გსურთ, ირიბ საუბარზე გადადით. მაგ. ფრაზა „თქვენ ფანჯარა არ დახურეთ“ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ფრაზით „ფანჯარა ღია დარჩა“.

თუ ცუდად გეძინათ, საკუთარ თავს მკაცრად უთხარით „მე კარგად მეძინა“. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული ხართ, ეს 100%-ით იმუშავებს.

ადამაინები ყველაზე ხშირად იმახსოვრებენ იმას, რაც დღის დასაწყისში და ბოლოს მოხდა. ყველაფერი, რაც შუალედში ხდება, მალე დავიწყებას ეცემა. სწორედ ამიტომ გასაუბრება ძალიან ადრე ან ძალიან გვიან დანიშნეთ, რომ დამსაქმებელს დაამახსოვრდეთ და სხვა კანდიდატებს შორის დავიწყებას არ მიეცეთ.

თქვენ რომელიმე საიდუმლო ფსიქოლოგიურ ხრიკს მიმართავთ?