მჯდომარე აბაზანის 7 რეცეპტი, რის გამოც თქვენი სხეული მადლობას გეტყვით

4341
მჯდომარე აბაზანის 7 რეცეპტი, რის გამოც თქვენი სხეული მადლობას გეტყვით
მჯდომარე აბაზანის 7 რეცეპტი, რის გამოც თქვენი სხეული მადლობას გეტყვით

მჯდომარე (წელის) აბაზანა ჩვეულებრივს ჰგავს, უბრალოდ თბილ წყალში მხოლოდ თეძოებს და დუნდულებს ვათავსებთ. მისი გაკეთება ჩვეულებრივ აბაზანაში ან დიდ თასში შეიძლება. ასეთი წყლის პროცედურები სამკურნალო მიზნით ხდება – დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად, სხეულის ქვედა ნაწილის ანთების ან დაზიანების დროს. მჯდომარე აბაზანა რეკომენდებულია ექიმების მიერ და იშვიათ აქვს გვერდითი მოვლენები.

მარტივი მჯდომარე აბაზანა მარილით

მარილი შესანიშნავი ანტიბაქტერიული და შემახორცებელი საშუალებაა. მარილიან მჯდომარე აბაზანას ბევრი დაავადების დროს იყენებენ: ბუასილით დაწყებული კანის ქავილით დამთავრებული. მათი მომზადება ძალიან მარტივია: თქვენ დაგჭირდებათ ¼ ჭიქა მარილი და მაქსიმალურად ცხელი წყალი, რომლის ატანასაც შეძლებთ. აბაზანა მინიმუმ 30 წუთით მიიღეთ და ცხელი წყალი დაამატეთ, როცა წყალი გაგრილდება.

მნიშვნელობა არ აქვს, სპეციალურ მოწყობილობებს გამოიყენებთ თუ არა. ასეთი წყლის პროცედურა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ბევრ პრობლემას სახლიდან გაუსვლელად გაუმკლავდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ აბაზანაში მინიმუმ 15 წუთი უნდა დარჩეთ, ტკივილის და დისკომფორტის შესამცირებლად 5 ან 10 წუთი საკმარისი იქნება.

საკვები სოდა

მჯდომარე აბაზანა შეგიძლიათ სოდით გააკეთოთ. ეს რეცეპტი ინფექციებთან ბრძოლის დროს რეკომენდებულია, რადგან სოდას ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

აბაზანის მოსამზადებლად თქვენ 4-5 ს/კ საკვები სოდა და თბილი წყალი დაგჭირდებათ. სოდის ბოლომდე გახსნას დაელოდეთ და აბაზანით ისიამოვნეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის 20 წუთი მაინც გაჩერდით, სანამ წყალი არ გაგრილდება.

მჯდომარე აბაზანა მცენარეული ბალახებით

ამ მცენარეული ბალახების აბაზანის რეცეპტი სასარგებლოა ქალებისთვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დედები გახდნენ. თქვენ დაგჭირდებათ: 1 ჭიქა (255 გრ) მსხვილი ზღვის მარილი, 60 გრ ლავანდა, 60 გრ ჰემამელისი (შეგიძლიათ ნებისმიერი ეთეროვანი ზეთით ჩაანაცვლოთ), 60 გრ მრავალძარღვა, 60 გრ ათასფურცელა, 60 გრ კალენდულა, 60 გრ გვირილა.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მცირე ზომის ქაღალდის ან ქსოვილის პაკეტში მოათავსეთ. ძალიან ცხელ წყალში ჩადგით და დაელოდეთ სანამ მარილი გაიხსნება. როცა ტემპერატურა თქვენთვის კომფორტული გახდება, შეგიძლიათ აბაზანა მიიღოთ.

მჯდომარე აბაზანა ზეთებით

ამ აბაზანებს არა მხოლოდ სამკურნალო ეფექტი აქვთ, არამედ მდიდარი არომათერაპიის წყალობით კარგად დაისვენებთ. ასევე სქესობრივი დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს.

ამისთვის დაგჭირდებათ: ½ ჭიქა ინგლისური მარილი, 2 ს/კ საკვები სოდა, 2 ს/კ ჰემამელისი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 8-8 წვეთი ლავანდას და გვირილას ზეთი. და რა თქმა უნდა, წყალი.

მარილი და სოდა აურიეთ, ყველა დანარჩენი ინგრედიენტი დაუმატეთ.  კარგად აურიეთ და წყალში ჩაუშვით. აბაზანა 15-20 წუთით მიიღეთ.

მჯდომარე აბაზანა ლურჯი მოცვით

ლურჯი მოცვის ფოთლების აბაზანა შარდსასქესო გზების ინფექციას და ბუასილს კურნავს. გარდა ამისა, დიარეას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს დაგეხმარებათ. აიღეთ 2 ჩ/კ მშრალი ლურჯი მოცვის ფოთლები, 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ და აადუღეთ. ახლა ნაყენი აბაზანაში გადაასხით. აბაზანა ზუსტად 20 წუთით მიიღეთ.

მჯდომარე აბაზანა ჰემამალისით

ჰემამალისი, ცნობილი როგორც „ეშმაკის კაკალი“, ამცირებს ტკივილს, ქავილს და სისხლდენას, რომელიც ბუასილს თან ახლავს. ეს აბაზანა ორი მეთოდით კეთდება: თბილ წყალში 10 გრ ჰემამალისის ფოთლებში ჩადევით ან ¼ ჭიქა ინგლისური მარილი ჰემამალისის ექსტრაქთან ერთად.

მჯდომარე აბაზანა ვაშლის ძმრით

აბაზანა ვაშლის ძმრით – ნატურალური ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ბევრი დაავადების დროს დაგეხმარებათ. უბრალოდ ½ ჭიქა ორგანული ვაშლის ძმარი თბილ მარილიან წყალში ჩაუშვით. აბაზანაში მინიმუმ 15-20 წუთით მოდუნდით.

წყლის პროცედურას შეგიძლიათ წიგნის კითხვა ან საყვარელი მუსიკის მოსმენა დაუმატოთ. ასევე მჯდომარე აბაზანა ბევრად უფრო სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ სულისთვის.

დაწერეთ კომენტარებით, თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო.