რას ამბობს თმის მდგომარეობა თქვენს ჯანმრთელობაზე

2969
რას ამბობს თმის მდგომარეობა თქვენს ჯანმრთელობაზე
რას ამბობს თმის მდგომარეობა თქვენს ჯანმრთელობაზე

ყველა მივეჩვიეთ, რომ თმის ხარისხი და გარეგნული მხარე მხოლოდ გარე ფაქტორებზე არის დამოკიდებული. დეტალური ანალიზით გამოვლინდა, რომ სხვა ნიშნებთან ერთად, თმა შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზე მნიშვნელოვან სიგნალს იძლევა.

დღეს გავაანალიზეთ და ერთად შევკრიბეთ ყველა გავრცელებული პრობლემა, რომლებიც თმასთან კავშირში არის. ასევე გავიგეთ, თუ რომელი პრობლემაა მსუბუქი და რომელი რთული.

მშრალი და უსიცოცხლო თმა

პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომაც თმა ჯანსაღ ბზინვარებას კარგავს და უსიცოცხლ ხდება – არასწორი მოვლა, ხშირი შეღებვა და თმის ხელსაწყოების გამოყენებაა.

ასევე თმა მშრალი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება, როცა ორგანიზმს ვიტამინები და მიკროელემენტები აკლია. ამ ნიშანმა შეიძლება მიუთითოს სელენის, ფოსფორის და გოგირდის ნაკლებობა. ამის გამოსარკვევად ყურდღება ღრძილებს და კარიესის განვითარებას მიაქციეთ: თუ აქტიურ და უსიამოვნო ცვლილებას შეამჩნევთ, დიაგნოზი ზუსტია და დროა ექიმს მიმართოთ.

ქერტლი

ქერტლი თავის მხრივ უსაფრთხოა, მაგრამ არაესთეტიკური და უსიამოვნო ქავილის გამომწვევია. მისი გაჩენის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. შესაძლოა თმის ბევრ საშუალებას იყენებთ. ასევე ქერტლი დიეტებით გართობამ გამოწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაციონიდან სრულად ან ნაწილობრივ ცხიმები და ნახშირწყლები ამოღებულია.

სხვა მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან იმუნოდეფიციტის პრობლემები. ე.წ. ყვითელი ქერტლი კი დერმატოლოგიური პათოლოგიის – სებორეული დერმატიტის მანიშნებელია, რომლის განკურნებაც ბევრად რთულია, ვიდრე მშრალი ქერტლის. ამ შემთხვევაში ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის გამოყენება საკმარისი არაა და აუცილებელია ტრიქოლოგს უფრო ღრმა გამოკვლევისთვის ეწვიოთ.

თხელი და მტვრევადი თმა

თხელი და მტვრევადი თმა არასწორი კვების შედეგია, უფრო ზუსტად პროტეინების ნაკლებობის. ცილა ისეთ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ვერც ერთი სხვა ელემენტი ვერ შეასრულებს. ის სხეულის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. როცა ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის, კანის ხარისხის, ფრჩხილების და თმის სიძლიერე იტანჯება. ზედმეტი არ იქნება თუ ხილის და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მიღებას დაიწყებთ.

თუმცა შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელიც იყოს. მაგ., მტვრევადი თმა იცენკო-კუშინის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ სხვა სიმპტომების არსებობასაც მიაქციეთ ყურადღება: ქრონიკული უძილობა, მაღალი წნევა და ზურგის აუხსნელი ტკივილი.

თმის ცვენა და გამელოტება

ითვლება, რომ დღეში 100 ღერი თმის დაკარგვა არის ნორმა, ცხოვრების ზოგიერთი პერიოდის გარდა, როცა თმის უფრო ინტენსიურად ცვენა (ორსულობა და მენოპაუზის პერიოდი) ბუნებრივია. ყველაზე მარტივი მეთოდი შეამოწმოთ ყველაფერი ნორმაში არის თუ არა – თითები თმის ძირებში შეუშვით და ბოლოებისკენ ჩამოუსვით. იდეალურ მდგომარეობაში ხელში 1-2 ღერი შეგრჩებათ ან საერთოდ არაფერი, ნორმა არის 3-5 ღერი, თუ უფრო მეტია – დროა დაფიქრდეთ და ტრიქოლოგს ეწვიოთ.

თმის აქტიური ცვენა შეიძლება ენდოკრინოლოგიური სისტემის ცვლილებასთან, იმუნიტეტის შემცირებასთან ან შაქრიან დიაბეტთან იყოს დაკავშირებული. პანიკაში არ ჩავარდეთ. შესაძლოა ეს მხოლოდ ვიტამინების ნაკლებობასთან, სეზონთან ან სტრესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ დამამშვიდებელ ბალახებს დალევთ, ასევე რთულ ვარცხნილობებზე უარს იტყვით.

ცხიმიანი თმა

ცხიმიანი თმა ხშირად არასწორი კვებით არის გამოწვეული. პრობლემის გადასაჭრელად სასურველია ხორცის, ცხიმიანი და შემწვარი კერძები შეამციროთ, ასევე ტკბილეულობა, ალკოჰოლი და ყავის ხშირი მოხმარება შეზღუდოთ. ცხიმის ჯირკვლების მუშაობის ნორმაში მოყვანა ჩაის ხის ზეთის დახმარებით არის შესაძლებელი: რამდენიმე წვეთი შამპუნს დაუმატეთ და პრობლემა მოგვარებულია.

თუ საკვების შეზღუდვა და სწორი მოვლა არ გშველით, ეს შეიძლება შინაგანი ორგანოების დარღვევის, ჰორმონალური ცვლილების ან ღვიძლის პრობლემის სიგნალი იყოს. ასეთ სიტუაციაში დროა სპეციალისტს მიმართოთ.

ნაადრევი ჭაღარა

საერთოდ, თმის გაჭაღარავება გენეტიკაზე არის დამოკიდებული, ასევე ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პროგრამის გავლენის შედეგი შეიძლება იყოს. ასაკთან ერთად მელანოციტების რაოდენობა, რომელიც პიგმენტის გამომუშავებაზე არის პასუხისმგებელი, მცირდება. საშუალოდ, ქალებს თმა უკვე 30-40 წლის ასაკში უჭაღარავდებათ, მაგრამ არასტანდარტული შემთხვევებიც გვხვდება, როცა თმა უკვე ახალგაზრდებს უჭაღარავდებათ.

ნაადრევი ჭაღარა ხშირად ძლიერი სტრესი გავლენის, ხანგრძლივი დაღლილობა და წარუმატებელი დიეტაც (ნაკლები პროტეინით) შეიძლება იყოს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი მეცნიერების აზრით, მელანინის განადგურების მექანიზმს ააქტიურებს, რაც ბუნებრივია თმის განაცრისფერებას იწვევს.

თავის კანის ქავილი

თუ ამ სიმპტომს თან ახლავს თავზე გამონაყარი და სხვა სახის კანის გაღიზიანება – ეს განგაშის სიგნალია, რომელიც დერმატოლოგთან ვიზიტს საჭიროებს. რადგან როგორც ფსორიაზის ასევე ეგზემას ნიშანი შეიძლება იყოს.

თუ სხვა არანაირი დამატებითი სიმპტომი არ ახლავს, შეიძლება ნერვული სისტემის დარღვევის, სტრესის ან ნერვული წიკის მაიშნებელი იყოს. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში დამამშვიდებელი ბალახები, ასევე B1 და B6 ვიტამინები დალიეთ. შემდეგ კი კონსულტაცია ნევროლოგთან გაიარეთ.

მშრალი თმა და გაყოფილი ბოლოები

თუ გამოვრიცხავთ აშკარა ფაქტორებს, როგორებიც არის ქიმიური დახვევა და ფენის ხშირი გამოყენება, მშრალი თმა ცილების (სამშენებელო მასალა, როგორც ზემოთ აღინიშნა) და რკინისა და სპილენძის(არასაკმარისი ჟანგბადი) დეფიციტის მანიშნებელია.

ეს პრობლემა დიეტაზე მყოფ ადამიანებს ხშირად აწუხებთ, ეს კი თავის მხრივ ენდოკრინული სისტემის დაავადებას იწვევს. სწორად იკვებეთ, პერიოდულად წითელი თევზი და სტაფილო მიირთვით, რომ ვიტამინები აღადგინოთ. ასევე ფორთოხლის წვენი დალიეთ რომ რკინის მარაგი შეივსოთ. საკმარისი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება არ დაგავიწყდეთ.

გაყოფილი ბოლოები  ხშირად ქიმიური და მექანიკური ზეგავლენით არის გამოწვეული. თუმცა გაყოფილი ბოლოების ტიპები უფრო ბევრია, ვიდრე ვფიქრობთ. მკურნალობის მეთოდიც სწორედ ამაზე არის დამოკიდებული.

ყველაზე გავრცელებული არის 3 სახეობა:

Y-გაყოფილი – ყველაზე ფართოდ გავრცელებული. ამ შემთხვევაში თმის შემოკლება საჭირო არაა. ვიტამინების ზეთის და დამატენიანებელი ნიღბების დახმარებით თმის კვების გაძლიერებით სიტუაციას გამოასწორებთ.

სანთელი – გარეგნული კუტიკულის დაზიანება უფრო შესამჩნევია, ხოლო ბოლოები ჯერ კიდევ არაა გაყოფილი. აქ თმის შეჭრა აუცილებელია, მაგრამ შემდეგ პრობლემის განმეორების თავიდან ასაცილებლად ეთერზეთები გამოიყენეთ, ასევე შხაპის დროს მინერალური ფილტრი გამოიყენეთ, რომელიც თმას ქლორის და აგრესიული მინერავებისგან დაიცავს.

ბუმბული – თმა შესამჩნევად დაზიანებული და დასუსტებულია, რასაც სიგრძის მრავალფენა გაყოფა ახლავს. გარეგნულად ამის დანახვა ჩალის ეფექტით შეიძლება, როცა თმა ზედმეტად ჰაეროვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – შეწყვიტეთ თმის გაღიავება და შეღებვა, ასევე ფენი ნაკლებად გამოიყენეთ. დამატებითი ზომების სახით შეგიძლიათ სპეციალური მოვლის პროდუქტები გამოიყენოთ.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს მონაცემები გაცნობით ხასიათს ატარებს და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად მისი გამოყენება არ შეიძლება. ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს შესაბამის სპეციალისტს დროულად მიმართავთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.