როგორ აღიქვამენ ერთსა და იმავე პრობლემას ქალები და კაცები. როგორც ჩანს, ნამდვილად სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ.

1925
როგორ აღიქვამენ ერთსა და იმავე პრობლემას ქალები და კაცები. როგორც ჩანს, ნამდვილად სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ.
როგორ აღიქვამენ ერთსა და იმავე პრობლემას ქალები და კაცები. როგორც ჩანს, ნამდვილად სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ.

ფსიქოლოგები აღიარებენ, რომ ქალებს და მამაკაცებს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ყოველდღიური მეცნიერების პროფესორი დებორა ტანენიმ წიგნიც კი გამოუშვა სახელწოდებით you just don’t understand (თქვენ უბრალოდ არ გესმით), სადაც დეტალურად აღწერს, თუ რით განსხვავდება ქალისა და კაცის მიერ ერთი და იმავე პრობლემის აღქმა. მაგ., სანამ ერთი პრობლემას აზვიადებს და გმირულად ებრძვის, მეორე პრობლემას თანდათანობით უმკლავდება, მაგრამ საკუთარი ემოციის წინაშე უსურია. ხვდებით, ვინ ვინ არის?

ჩვენ ფსიქოლოგების სტატიები შევისწავლეთ და გავარკვიეთ, თუ რა განსხვავებთ ქალებს და კაცებს პრობლემის გადაჭრის დროს და რატომ გვსურს ზოგჯერ ერთმანეთის მოკვლა.

პრობლემის გადაჭრის გზის ძიება ქალის და მამაკაცის ტვინში სხვადასხვანაირად ხდება

მარკ განგორი, ამერიკელი პასტორი, კომიკოსი, ლექტორი და შოუმენი, ქალის და კაცის ტვინს ასე ახასიათებს: „კაცის ტვინი ბევრ სხვადასხვა ყუთს მოიცავს. აქ გვხვდება მანქანის, ფულის, სამსახურის, ბავშვების ყუთი. მთავარი წესია – უბრალოდ არავინ უნდა შეეხოს. როცა კონკრეტული საკითხი განიხილება, მამაკაცი საჭირო ყუთს ირჩევს, ხსნის, განიხილავს, რაც მასთან არის კავშირში, შემდეგ ხურავს და თავის ადგილას საიმედოდ ინახავს. სხვა ყუთების გახსნა კი არ სჭირდება. ქალის ტვინი მილების ხვრელს ჰგავს, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის“.

ანუ, თუ სახლის ყიდვა არის აუცილებელი, მამაკაცი ორი ყუთს ხსნის სახლს და ფულს. ქალს კი სახლთან დაკავშირებით შემდეგი ასოციაციები შეიძლება ჰქონდეს, ლამაზი მეზობელი, ეჭვიანობა, წარმატებული ყოფილი თანაკლასელი… ასე განშორებამდე დიდი დრო არ დარჩება.

კაცს ლოგიკა მართავს, ქალს – გრძნობა

მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია კონრეტიკა – ხარისხიანი და რაოდენობრივი მაჩვენებელი, ზუსტი შედეგი. მისთვის მთავარია – პრობლემის გადაჭრა. აქ კი მიზანი საშუალებას ამართლებს.

ქალი ყოველთვის გრძნობით ხელმძღვანელობს: მოსწონს თუ არა პრობლემის გადაჭრის ესა თუ ის გზა, ღირსეულად თუ გამოიყურება მიზნის მიღწევის შემდეგ. და ბოლოს, დეტალები მნიშვნელოვანია: თუ ყიდულობთ მანქანას, აუცილებლად ისეთი ფერის იყოს , რომელიც მის პიროვნებაზე ბევრ რამეს იტყვის.

მამაკაცს პრობლემის მარტო გადაჭრა ურჩევნია, ქალს მეგობრების წრეში

მამაკაცის შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა ავტომატურ პროცესს ჰგავს: „ჩატვირთეს“ პრობლემა, ოდნავ დაელოდნენ და შედეგი მიიღეს. ამისთვის მათ განმარტოება და მშვიდად გააზრება სჭირდებათ. ისინი სწორ პასუხს ეძებენ, რომელსაც მისგან ყველა ელოდება. შეცდომის დაშვების ძალიან ეშინია. მან ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს, სანამ გადაწყვეტილებას სხვებს ეტყვის.

ქალის ტვინის პროცესი სხვანაირად არის მოწყობილი. ის მეგობრების წრეში ფიქრობს და განიხილავს პრობლემას. სანამ ქალი ლაპარაკობს, მის ტვინში სხვადასხვა ვარიანტები და ასოციაციები ჩნდება, რომელთაც სწორ გადაწყვეტილებამდე მიჰყავთ. მას „უაზრო იდეების“ გახმოვანების არ რცხვენია, რადგან ესმის რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მამაკაცი ბუზს სპილოდ აქცევს, შემდეგ კი მამაცურად ებრძვის. ქალი კი გვერდის ავლის გზებს ეძებს.

მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იყოს გმირი, გამარჯვებული. გმირი კი წვრილმან საქმეს ხელს არ ჰკიდებს – მხოლოდ სამყაროს გადარჩენა. სწორედ ამიტომ ნებისმიერი მტერი უნდა დამარცხდეს, მაშინაც კი თუ საქმე გამყიდველთან უბრალო საუბარს ეხება.

ქალი პირდაპირ კამათზე არ გადადის. ის გვერდის ავლის გზების ძიებას იწყებს – ნაკლებად შესამჩნევს, მაგრამ მეომრულს. მაგ., თუ მუსტანგის მოთვინიერება არის აუცილებელი, მამაკაცი დაუფიქრებლად ზურგზე მოახტება და მთელი ძალით მასზე გაჩერებას შეეცდება. ქალი ჯერ გამოკვებავს, წყალს დაალევინებს, მასთან შეჩვევის საშუალებას მისცემს, შემდეგ კი ცხენისთვის მოულოდნელად ერთხელ მის ზურგზე აღმოჩნდება.

მამაკაცი პრობლემას მაშინ ჭრის, როცა გადადება უკვე აღარ შეიძლება. ქალი საქმეზე წინასწარ ფიქრობს

ცნობილი ანეგდოტი იმის შესახებ, რომ მამაკაცის საერთო საცხოვრებელში ჭურჭელი ჭამის წინ ირეცხება და არა შემდეგ როგორც ქალის საერთო საცხოვრებელში, ტყუილად არ გაჩნდა. ბოლომდე საქმის მიყვანა, შემდეგ „მონსტრის“ გამარჯვება და გმირობა – ძალიან პოპულარულია მამაკაცებს შორის.

ქალებს დაფნის გვირგვინი არ აინტერესებთ (გარეგნულად ასე ჩანს). მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მშვიდად, ზომიერად და ჰარმონიულად იყოს. აქედან გამომდინარე, ქალები ავტოსერვისში მიდიან რომ მცირე ზომის ნაკაწრი, ან ძრავის უცნაური ხმა შეამოწმონ. მამაკაცები კი პრობლემას ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევენ, როცა უკვე ვერაფერს ახერხებენ და გზიდან ევაკუატორს მიჰყავს.

ბონუსი

სწორედ პრობლემის მიმართ სხვადასხვა მიდგომის წყალობით, თუ ქალი და მამაკაცი ძალებს გააერთიანებენ, იდეალურ ვარიანტს შექმნიან, რომელიც არა მხოლოდ ორივეს დააკმაყოფილებს, არამედ საუკეთესო შედეგსაც გამოიღებს.