30 ფაქტი კუროს შესახებ, რომლის შემდეგაც მისი კაპრიზებისთვის მზად იქნებით

78948
30 ფაქტი კუროს შესახებ, რომლის შედეგად მისი კაპრიზებისთვის მზად იქნებით
30 ფაქტი კუროს შესახებ, რომლის შედეგად მისი კაპრიზებისთვის მზად იქნებით

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი საიდუმლო აქვს და კურო გამონაკლის არ წარმოადგენს.  გთავაზობთ ამ შესანიშნავი ნიშნის შესახებ 30 ფაქტს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით:

  1. კუროსთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
  2. გაბრაზებული კუროს დამშვიდებას მუსიკით შეძლებთ.
  3. კუროებს ბევრი ლაპარაკი არ უყვართ, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებით ყველაფერს გაიგებთ.
  4. სხვებისგან განსხვავებით, როცა კურო ვინმეს სიყვარულში უტყდება, ამას გულწრფელად აკეთებს.
  5. კურო რთულ მომენტებში ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება.
  6. ზოგჯერ გარშემომყოფებს შრომისმოყვარეობით აოცებს, ზოგჯერ კი შეუძლია მთელი დღე ტელევიზორთან გაატაროს.
  7. გააბრაზეთ კურო? ღმერთმა დაგიფაროთ!
  8. კუროს სჯერა, რომ რამდენჯერაც არ უნდა დაეცეს, ფეხზე დადგომას ყოველთვის შეძლებს.
  9. მძინარე კუროს შეწუხება არ გაბედოთ.
  10. კუროებს გაუმართლათ: მათ სილამაზეც აქვთ და ჭკუაც.
  11. კუროს მაღალი ხმები არ უყვართ, მუსიკას თუ არ ჩავთვლით.
  12. კურო ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება, სანამ მას არ აწყენინებთ.
  13. კუროს შებმას ან საკუთარ თავზე ძალით შეყვარებას ნუ ეცდებით, ამას საპირისპირო რეაქცია ექნება.
  14. დაარწმუნოთ კურო რამეში – შეუსრულებელი ამოცანაა, განსაკუთრებით როცა საკუთარ სიმართლეში 100%-ით დარწმუნებული არის.
  15. კურო სხვებისთვის გაუგებარ საკუთარ სამყაროს ქმნის.
  16. ვერასდროს გაიგებს თუ რას ფიქრობს კურო, რადგან საკუთარ ძვირფას ფიქრებს არავის უზიარებს.
  17. კუროს საყვარელი ადამიანების გახარება უყვარს, მაგრამ არა ფულით, არამედ სიმბოლური საჩუქრებით.
  18. კურო ყოველთვის მოგისმენთ, მაგრამ ყოველთვის არ დაგეთანხმებათ.
  19. კუროს ადამიანების გამხიარულება და გართობა უყვარს.
  20. რატომღაც კუროს ყოველთვის მეგობრების ვიწრო წრე ჰყავს.
  21. კუროს სჭირდება რომ მისი გჯეროდეთ, როცა მას საკუთარ თავში ეჭვი ეპარება.
  22. არასდროს უთხრათ კუროს, რომ ეს უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს. ის პირიქით მოიქცევა.
  23. ყველაზე ჯიუტი ზოდიაქოს ნიშანი. ეჭვგარეშე.
  24. კურო შეიძლება აფეთქდეს, თუ წყობილებიდან გამოიყვანთ.
  25. კუროს არ აინტერესებს, თუ მასზე გარშემომყოფები რას ფიქრობენ.
  26. კურო სახლის დალაგებას დასვენებას არჩევს.
  27. თქვენ ზურგს უკან არასდროს იჭორავებს. ყველაფერს პირში გეტყვით.
  28. თუ მაინც მოახერხეთ კუროს წყობილებიდან გამოყვანა, მისი დამშვიდება გაგიჭირდებათ.
  29. კუროს ხასიათის ცვლილებები ახასიათებს, როცა სამყაროდან შემოიფარგლება.
  30. კუროს შესაშური მეხსიერება აქვს და ახალ ინფორმაციებს იწოვს, როგორც ღრუბელი.

თქვენ გყავთ კუროს ნიშნის ახლობლები?