7 მიზეზი, რატომ უნდა შექმნათ ოჯახი სწორედ რომ ლომთან

2336
7 მიზეზი, რატომ უნდა შექმნათ ოჯახი სწორედ რომ ლომთან
7 მიზეზი, რატომ უნდა შექმნათ ოჯახი სწორედ რომ ლომთან

თუ პარტნიორის სახით ლომს შეხვდით, წინ შესანიშნავი თავგადასავლები გელოდებათ! ლომის ნიშნის ქალები და მამაკაცები კომუნიკაბელურები, ჭკვიანები, მხიარულები არიან და იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ ცხოვრებას აზრი მიეცეს.

  1. ისინი ძალიან მხიარულები არიან

ლომს უყვარს გართობა. ისინი ყოყმანის გარეშე საცეკვაოდ დარბაზის ცენტრში იჭრება და კარაოკეში ბოლო ხმაზე მღერის. იქნება ეს პატარა წვეულება სახლში ან კლუბში, ლომი მეგობრებთან საუბრის დროს ყოველთვის ნახავს. მასთან მოწყენილი არასდროს არ იქნებით!

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი საკუთარი ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, ეცდება თქვენი ინტერესებიც გაიზიაროს. მისი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების სურვილი ლომს ნებისმიერ საქმეში სასურველ წევრად ხდის.

ლომს თავისი საქმიანობის წინასწარ დაგეგმვა უყვარს, მაგრამ ისინი სიამოვნებით მოდუნდებიან და დინებას მიჰყვებიან, თუ მოდუნების მოულოდნელი შესაძლებლობა ექნებათ.

  1. შეუძლიათ ბევრი ახალი მეგობარი გაგაცნოთ.

ლომების უმეტესობას მეგობრების დიდი წრე ჰყავთ. თუ თქვენ მაქსიმალურად სერიოზულად აღგიქვამთ, იმედი გქონდეთ, რომ ბევრი ახალი მეგობარი გაგიჩნდებათ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სკოლის, უნივერსიტეტის მეგობრებთან, ყოფილ თანამშრომლებთან კონტაქტს არ წყვეტენ… თითქმის ყველა ნაცნობთან.

მათ თქვენთან ურთიერთობაზე საუბარი არ მოერიდებათ. დრო და დრო შეიძლება იგრძნოთ რომ სოციალურმა გრიგალმა გადაგიარათ. თუ თქვენ ინტროვერტი ხართ, შესაძლოა ეს არც მოგეწონოთ.

  1. მოხარული იქნებიან რომანტიული მხარე დაგანახონ.

თუ გულუხვი, რომანტიული ქცევები მოგწონთ, გაგიმართლათ! ლომი მოხარული იქნება იდეალური პაემანი დაგეგმოს, გულუხვი საჩუქარი აირჩიოს და საქებარი სიტყვებით აგავსოთ. ლომისთვის პაემანი არა უბრალოდ რომანტიული შეხვედრა, არამედ თეატრალური წარმოდგენა და შთაბეჭდილების მოხდენის შანსია.

ზოგჯერ შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეთ, რომ თქვენ ურთიერთობა იყენებს იმისთვის, რომ აჩვენოს თუ რამდენად კარგები არიან. არ ცდებით – ლომს უყვარს როცა ის უყვართ და სურთ რომ აღიარონ. მათი გაგებით – არ არსებობს ასეთი გაგება „ზედმეტად ბევრი აღიარება“! თუმცა მასში გულწრფელი ადამიანი იმალება, რომელიც სასოწარკვეთილი თქვენი გულის დაპყრობას ცდილობს.

  1. მათ კონფლიქტების არ ეშინიათ, მაგრამ სწრაფად პატიობენ.

როგორც ცეცხლის ნიშანს, ლომს საკუთარი თავის გამოხატვის არ რცხვენია. თუ თქვენ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, ამის შესახებ გაიგებთ! პროვოცირებული ლომი სწრაფად აფეთქდება ან იმედი გაუცრუვდება, სინამდვილეში, მათ ყოველთვის არ იციან და სურთ მოთმენა და გაჩუმება.

მეორე მხრივ, თავის შეცდომებს იაზრებენ, შეიძლება  არა იმწამსვე. ლომებთან ჩხუბი ჩვეულებრივ რამდენიმე საათში სრულდება. მათ წარსულით ცხოვრება არ უყვართ და წყენის გულში ჩადება არ უყვართ.

  1. ისინი თქვენს ოჯახს და მეგობრებს მოეწონებათ.

როგორც ბუნებრივი ექსტროვეტი, თქვენი ახლობლების ნახვით გულწრფელად მოხარული იქნება. რამდენიმე წუთში კი მათ მოჯადოებას შეძლებს. არ ინერვიულოთ იმაზე, რომ რაღაც უხერხული მოხდება. ისინი მშობლებთან ურთიერთობაში, მეგობრებთან საუბრის დროს და თქვენს ბებია-ბაბუასთანაც კი თავს კომფორტულად იგრძნობენ,

  1. ისინი მოგცემენ ყველაფერს საუკეთესოს, რაც გააჩნიათ

ეს უბრალოდ იმას არ ნიშნავს, რომ ძვირადღირებული საჩუქრები უყვართ. ლომი ყველაზე გულუხვი ზოდიაქოს ნიშნებს შორის შედის. ისინი თქვენ ბევრ შთამბეჭდავ დროს და ენერგიას გაჩუქებენ. ეს თქვენ მოგეწონებათ, ეჭვიც არ შეგეპაროთ.

  1. ურთიერთობის ბრძოლის გარეშე არ დათმობენ.

თუ ლომს რამე სურს, იქნება ეს სამსახურში კარიერული წინსვლა ან რომანტიული ურთიერთობა, ყველაფერს გააკეთებს რომ სასურველს მიაღწიოს. მათ შაბათ-კვირას დრო არ აქვთ და დამარცხება არ სურთ.

რას ნიშნავს ეს თქვენი ურთიერთობისთვის?

თუ თქვენ იჩხუბეთ, თქვენი პარტნიორი ლომი ყველაფრის გამოსწორებას ეცდება, არ გაიქცევა და პრობლემას თავს აარიდებს.

ისინი მამაცები არიან – როცა ურთიერთობას აფასებენ, ემოციური საუბრის პერსპექტივა არ შეაჩერებთ.

სწორედ ამიტომ, ლომთან ურთიერთობით დატკბით!

მაშინაც კი თუ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება – თქვენ დროს კარგად გაატარებთ და მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ.

თქვენ ოდესმე გქონიათ ურთიერთობა ლომის ნიშანთან? ზემოთ აღწერილს ეთანხმებით?