სახლის დალაგების საიდუმლოებები დასუფთავების კომპანიისგან, რომლებიც ყველას გამოადგება

2090
სახლის დალაგების საიდუმლოებები დასუფთავების კომპანიისგან, რომლებიც ყველას გამოადგება
სახლის დალაგების საიდუმლოებები დასუფთავების კომპანიისგან, რომლებიც ყველას გამოადგება

პროფესიონალური დალაგების გაგებისას ყოველთვის გვგონია, რომ დასუფთავების კომპანიის წარმომადგენლები სუპერ ძლიერ საყოფაცხოვრებო ქიმიას იყენებენ, რომ ყველაფერი სტერილურად ბზინავდეს. როცა ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს „საშინელი საიდუმლოს“ თქმას სთხოვეს, აღმოჩნდა რომ ისინი ჩვეულებრივ ყველასთვის ხელმისაწვდომ მეთოდებს იყენებენ.

ჩვენ დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანების რჩევები შევისწავლეთ და ავირჩიეთ ისინი, რომელთაც ნებისმიერი ადამიანი მინიმალური ძალისხმევის და თანხების დახარჯვის გარეშე მარტივად გამოიყენებს .

1.მაცივრის თაროებს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ

მაცივრის გაწმენდა – მთელი თავგადასავალია, რომელსაც ყველა იმდენ დროს არ უთმობს, რამდენიც საჭიროა. ეს გასაგებიც არის: მაცივრის გამორთვა, ყველა მინის ჭურჭლის გამოღება და შემდგომ თავის ადგილას დაბრუნება – საეჭვო სიამოვნებაა.

თქვენ პროფესიონალის რჩევა დაგეხმარებათ: თაროებს პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ. ის პროდუქტიდან დაღვრილ სითხეს შესანიშნავად შეაკავეს და თაროებს ლაქებისგან დაიცავს.

  1. როგორ გავრეცხოთ ბლენდერი და ხელი არ გავიჭრათ

ბლენდერის ბასრი ნაწილის გაწმენდა ფრთხილად უნდა მოხდეს – ნებისმიერი არასწორი მოძრაობა და ხელს გაიჭრით.

აი რას აკეთებენ დამლაგებლები: ბლენდერში ცოტა წყალს ასხამენ, მასში საპონს ამატებენ და ბლენდერს რთავენ. შემდეგომ მხოლოდ წყლით გამოვლება დაგჭირდებათ – ბლენდერი საკუთარ თავს თვითონ გაწმენდს.

  1. ზეითუნის ზეთი ქრომირებული ზედაპირისთვის

დასუფთავების სფეროში მომუშავე პროფესიონალები მარტივ მეთოდს იყენებენ, რომ ქრომირებულ ზედაპირზე ბზინვარება დაუბრუნონ. საკმარისია რბილ ქსოვილს ერთი წვეთი ზეითუნის ზეთი დაასხით და წრიული მოძრაობით მარიცვრის, გაზქურის, მიკროტალღური ღუმელის ზედაპირები დაამუშავეთ.

  1. თქვენი ფანჯრების იდეალური სისუფთავე

ყოველთვის გვეგონა, რომ დამლაგებლები ყველაზე კარგ ქიმიურ საშუალებებს იყენბდნენ, რომ სახლი ბრწყინავდეს. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი მარტივ რეცეპტს იყენებს, რომლის მომზადებას ყველა შეძლებს.

მაგ., აი ასე შეგიძლიათ მინის საწმენდი სითხე მოამზადოთ: 1 ლ წყალში სახამებელი და თეთრი ძმარი (თითო 1 ს/კ) გახსენით. ფანჯრების გაწმენდა ლაქების გარეშე გარანტირებული გექნებათ.

  1. რა გავაკეთოთ, თუ ქსოვილზე ფრჩხილის ლაქა დაგექცათ

თუ არ გაგიმართლათ, და ფრჩხილის ლაქა ხალიჩაზე ან დივანზე დაგექცათ, თქვენ არაყი დაგეხმარებათ. არაყი ლაქს გაშრობის საშუალებას არ მისცემს და თქვენ მას სწრაფად მოაშორებთ. ასევე ლაქის მოსაშორებლად შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგი, გლიცერინი ან გამხსნელი გამოიყენოთ თუ საქმე ღია ფერის ქსოვილს ეხება.

  1. ძმარი ონკანის და მინის ჭიქების გასაწმენდად

ონკანსა და გამჭირვალე ჭურჭელზე წყლის წვეთების თეთრმა ლაქებმა უკვე დაგღალეს? პროფესიონალებს თქვენთვის მარტივი რჩევა აქვთ – ჩვეულებრივი ძმარი, წყალში გახსნილი. მთავარია – არ შეისუნთქოთ და ხელთათმანებით იმუშავეთ. ბევრ ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებზე უკეთ ასუფთავებს.

  1. ერთადერთი სწორი მიმართულება – ზემოდან ქვემოთ

მოყვარულების უხეში შეცდომა: როგორც ვახერხებთ ისე ვწმენდთ, ჯერ ერთ საქმეს ვკიდებთ ხელს, შემდეგ მეორეს. პროფესიონალებს მკაცრი მიმართულება აქვთ – ზემოდან ქვემოთ; ჯერ ნათურები, კარნიზი, ფარდები, ზედა თაროები და კარადები, შემდეგ ზედაპირები და ტექნიკა. და ბოლოს შეგიძლიათ მტვერსასრუტი აიღოთ და მტვერი გადაწმინდოთ.

  1. მაიონეზი ეტიკეტის საწინააღმდეგოდ

ვინ იფიქრებდა, რომ მაიონეზი ეტიკეტების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა. რბილად მოსაშორებლად ეტიკეტს მაიონეზი სქელ ფენად წაუსვით და კარგად შეწოვება აცადეთ. ამის შემდეგ ეტიკეტი წებოვანი ლაქის გარეშე მოშორდება.

  1. ფუნჯები არა მხოლოდ მხატვარს სჭირდება

ფილმებში დამლაგებლებს ბევრი საწმენდი ჯაგრისით ხელში აჩვენებენ, თუმცა მათი მთავარი იარაღი არის მხატვრების ფუნჯები, რომელთა დახმარებითაც მტვერს ყველაზე მიუწვდომელი ადგილებიდან მოაშორებთ.

  1. ლიმონი ჟანგის საწინააღმდეგოდ

ლიმონი დალაგების დროს იმდენად სასარგებლოა, რომ დროა სამუშაოს შუედგეთ. ამჯერად ლიმონი ჟანგზე გაიმარჯვებს. ყველაფერი რაც გჭირდებათ – დაზიანებული ადგილი ლიმონის წვენით ან ლიმონ მჟავათი დაასველეთ. რაც უფრო მეტია ჟანგი, მით უფრო დიდხანს უნდა გააჩეროთ, შეიძლება მთელი ღამე. შემდეგ კარგად გაწმინდეთ.

  1. კეტჩუპი – შესანიშნავი გამაპრიალებელი

აღმოჩნდა, რომ ლითონებს, როგორებიცაა ვერცხლი, სპილენძი და თითბერი, რომლებიც სამზარეულოში ხშირად გვხვდება, კეტჩუპი და რბილი ქსოვილი შესანიშნავად აპრიალებს. სცადეთ, სანამ სიცილს დაიწყებთ. უცნაურია, მაგრამ მუშაობს.

  1. ნიშადური თქვენს ინსტრუმენტებს სიცოცხლეს დაუბრუნებს

სამზარეულოს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას რომ თავდაპირველი ბზინვარება დაუბრუნო, შეგიძლიათ ნიშადურის სპირტის თბილ ხსნარში ჩადოთ. სასურველია ხსნარი ჰერმენტულად თავდახურ ჭურჭელში ჩაასხით და მთელი ღამე დატოვოთ.

ნიშადურის სპირტი ცხიმიან ნადებს შესანიშნავად უმკლავდება და სააბაზანოს ფილებს პირვანდელ ბზინვარებას უბრუნდება.

ბონუსი: ხარისხიანი დალაგება – დეპრესიის მოშორების შესანიშნავი მეთოდი

თქვენ რა ხრიკებს იყენებთ სახლის დალაგების დროს?