გოგრის სალათის რეცეპტი – შესანიშნავი ვარიანტი გახდომის მსურველებისთვის

3064
გოგრის სალათის რეცეპტი - შესანიშნავი ვარიანტი გახდომის მსურველებისთვის
გოგრის სალათის რეცეპტი - შესანიშნავი ვარიანტი გახდომის მსურველებისთვის

ჩემი არც თუ ისე ახალგაზრდა დედის მბრწყინავი სილამაზით აღფრთოვანებული ვარ. ის 68 წლისაა, მაგრამ თავის დაქალებზე ბევრად უკეთესად გამოიყურება! რა თქმა უნდა, დედას თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ მისგან რაღაცის სწავლა შეიძლება. მისი საყვარელი ფრაზაა: „მაღაზიაში პურის საყიდლად გასულიც კი დედოფალივით უნდა გამოიყურებოდეთ“. დედის კვების რაციონს ხუმრობით „პენსიონერულს“ ვუწოდებ, რადგან კერძები სასარგებლო და მისაღებია. ის, რომ თან გახდომას ხელს უწყობს, ამაში თავად დავრწმუნდი.

სალათი „ზარმაცი“ – ნამდვილი ვიტამინების ბომბია. როცა გოგრის სეზონი დგება, მას ყოველ საღამოს მივირთმევთ. რეცეპტი აქტუალურია მარხვის დროს და მათთვის ვინც სწორი კვების მომხრეა. გოგრის სალათს აბსოლუტურად არ აქვს სუნი და მწიფე არომატულ ნესვს ჰგავს!

გოგრის სალათი

გოგრის კალორიულობა 100 გრ-ზე მხოლოდ 28 კ კალორიას შეადგენს. ეს სტაფილოზე ბევრად უფრო ნაკლებია. ამასთან კაროტინი 4-ჯერ უფრო მეტია. მზიანი ბოსტნეული სასარგებლო ვიტამინების შემცველობით ნამდვილ ჩემპიონად ითვლება. 100 გრ გოგრა შეიცავს: 1,2 გრ ცილას, 7,5 გრ ნახშირწყლებს, 0,1 გრ ცხიმს. მასში შედის იშვიათი ვიტამინი T, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებაზე არის პასუხისმგებელი.

გოგრა გახდომის მსურველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის საოცრად გემრიელია, ხოლოდ მისგან ბევრი კერძის მომზადება შეიძლება. დღეს გთავაზობთ გემრიელი გოგრის სალათის რეცეპტს. ჩაიწერეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ გოგრა
  • 1 ვაშლი
  • 50 გრ სტაფილო
  • 1 ფორთოხალი
  • 3 ს/კ გორის თესლი ან ბერძნული კაკალი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი ან არაჟანი

გოგრის სალათი დაბალკალორიულია. ის 3-4 პორციაზე არის გათვლილი. რეცეპტი შეგიძლიათ შეცვალოთ, დაუმატოთ მარცვლეული, თაფლი, სხვა კაკალი.

მომზადება

  1. ფორთოხალი, გოგრა და სტაფილო გათალეთ. ბოსტნეული და ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ფორთოხალი კუბებად დაჭერით.

2. ინგრედიენტები დაქუცმაცებულ კაკალს ან თესლს აურიეთ. მცენარეული ზეთი ან არაჟანი მოასხით. გემრიელად მიირთვით!

გოგრა შემოდგომა საუკეთესო ბოსტნეულია. მოსამზადებლად მწიფე გოგრა იყიდეთ, რადგან მოუმწიფებელმა გოგრამ შეიძლება ნაწლავების ტკივილი გამოიწვიოს.

თუ გოგრის სალათის რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. გოგრის სალათა სავახშმოდ ან წასახემსებლად შესანიშნავი ვარიანტია.