მარილი – სუპერეფექტური საშუალებაა მოკლე დროში კანის გაახალგაზრდავებისთვის

10325
მარილი - სუპერეფექტური საშუალებაა მოკლე დროში კანის გაახალგაზრდავებისთვის
მარილი - სუპერეფექტური საშუალებაა მოკლე დროში კანის გაახალგაზრდავებისთვის

ზღვის მარილი – ბუნების უნიკალური საჩუქარია, რომელიც ადამიანმა ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ აღმოაჩინა. მოპოვების მეთოდები (წყლის აორთქლება ან ძველი ზღვის ნარჩენების დაქუცმაცება) უცვლელი დარჩა, ხოლო მარილის გამოყენების წრე კერძის მომზადების ჩარჩოებს ფართოდ გასცდა.


მაგ., ზღვის მარილის აბაზანა დღემდე ერთ-ერთი მთავარი პროცედურაა კურორტებზე. შესანიშნავად ადუნებს, კაპილარებს და სისხლძარღვებს აძლიერებს, სახსრების ანთებას აქრობს, ტოქსინები გამოაქვს, ენდოკრინული სისტემა ნორმაში მოჰყავს, სხეულის კანს კვებას და წონის დაკლებაშიც კი ხელს შეგიწყობთ.

სახლის პირობებში კოსმეტიკური და პროფილაქტიკური აბაზანის მისაღებად 100-300გრ მარილი, ხოლო სამკურნალოდ 500-1000 გრ დაგჭირდებათ. წყლის ტემპერატურა 39 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, პროცედურის დრო კი – 20 წუთი.


ქალები მუდმივი სილამაზის ძიებით არ იღლებიან, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ მათ თვალწინ არის: ზღვის მარილი. დღეს გიამბობთ, ზღვის მარილის კომპრესების, აბაზანის გამოყენებით კანის როგორ დაუბრუნოთ ელასტიკურობა, ოვალი ასწიოთ, დაატენიანოთ და ფერი გაათანაბროთ.

ზღვის მარილი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად
მარილიანი წყალი დადებითად დამუხტული იონების რაოდენობას, რომლებიც სხეულზე უარყოფით გავლენას ახდენენ, ამცირებს და უარყოფითის რაოდენობას ზრდის. მინერალების შემადგენლობა უჯრედში სასარგებლო ნივთიერებების შეღწევას ხელს უწყობს, მეტაბოლიზმს ზრდის, ალერგიულ რეაქციებს აქრობს. მარილიანი ხსნარებით ფსორიაზს, ეგზემას და აკნეს მკურნალობენ.


ჩვევად გქონდეთ კვირაში ერთხელ მარილიანი სპა პროცედურის ჩატარება. უკვე ძალიან მალე განსხვავებას შეამჩნევთ: ჩამოწეული კანი უფრო აწეული, დაჭიმული და ნათელი გახდება.

მარილიანი კომპრესებით დაიწყეთ – აუცილებელი ეტაპი კანის შემდეგი პროცედურისთვის მოსამზადებლად. 1 ლ მდუღარე წყალში 2 ს/კ ზღვის მარილი გახსენით. ოდნავ გააგრილეთ. ბამბის პირსახოცი ხსნარში დაასველეთ, ოდნავ გაწურეთ და ყელსა და სახეზე დაიდეთ. 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ პირსახოვი კვლავ დაასველეთ და ისევ 5 წუთით გაიჩერეთ.


კომპრესის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გარქოვან ადგილებს არბილებს, რომელთაც შემდგომ მარილიანი სკრაბის საშუალებით ადვილად მოიშორებთ და სრულად განახლებულ კანს მიიღებთ.

მარილიანი სკრაბი – 1 ს/კ ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ხორბლის, გარგარის, ან ყურძნის თესლის ზეთით ჩაანაცვლოთ) 1 ს/კ ზღვის წვრილ მარილს შეურიეთ. ნარევი კანზე დაიდეთ და თითების ბალიშებით სახე დაიმასაჟეთ, ნიკაპიდან საფეთქლებისკენ და შუბლისკენ იმოძრავეთ.


სკრაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ზეთის ნარჩენები ბამბის პირსახოცით მოიშორეთ, პროცედურის წყალობით კანის ღრმა მინერალიზაცია, დატენიანება, ლიფტინგის ეფექტი, სახის ფერის გაუმჯობესება ხდება.


მარილიანი წყლით სახის დასველებით დღე დაიწყეთ და დაასრულეთ. 100 მლ მდუღარე წყალი 0,5-1 ს/კ ზღვის მარილში გახსენით, 37 გრადუსამდე გააგრილეთ. დაიბანეთ, მაგრამ არ შეიმშრალოთ და სითხე არ მოიშოროთ – კანი ხსნარს სწრაფად შეიწოვს და შეშრება. ამის შემდეგ ნებისმიერი სახის კრემი წაისვით.


ზღვის მარილი ყველაზე მისაღები, ამასთან სუპერეფექტური საშუალებაა მოკლე დროში კანის გაახალგაზრდავებისთვის და ასაწევად. უკუჩვენება არ აქვს, რადგან მგრძნობიარე კანისთვის შეგიძლიათ მარილის კონცენტრაცია შეამციროთ.
ვიმედოვნებთ, ზღვის მარილით კანის გაახალგაზრდავების ინფორმაცია სასარგებლო იყო და თქვენს მეგობრებს გაუზიარებთ!