ცნობილი ქირურგის დიეტის წყალობით როგორც იქნა S ზომას მივაღწიე. მადლობა, პროფესორო

0
41456
ცნობილი ქირურგის დიეტის წყალობით როგორც იქნა S ზომას მივაღწიე. მადლობა, პროფესორო
ცნობილი ქირურგის დიეტის წყალობით როგორც იქნა S ზომას მივაღწიე. მადლობა, პროფესორო

რომელ ჩვენგანს არ სურს 100 წლამდე ცხოვრება, შვილთაშვილის სკოლაში გაცილება და საკუთარი თვალით მეზობელი პლანეტის კოლონიზაციის წარმატების ნახვა? არსებობენ ასეთი იღბლიანები, რომლებმაც 100 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდხანს ღირსეულად მიაღწიეს. ცნობილი პროფესორი ფიოდორ უგლოვი – ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც 103 წლამდე იცხოვრა, ცხოვრების ბოლომდე ძლიერი ჯანმრთელობა და ნათელი გონება ჰქონდა შენარჩუნებული. აი, რას გვირჩევს პროფესორი….

დღეს გიამბობთ, როგორ შეუძლია პროფესორი უგლოვის დიეტას თქვენი ცხოვრება უკვე დღეიდან შეცვალოს.

უგლოვის დიეტა

ცნობილი საბჭოთა კავშირის ქირურგი და საზოგადო მოღვაწე ფიოდორ უგლოვი ყოველთვის თავისი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და 103 წლამდე იცხოვრა. 100 წლის ასაკში ურთულეს ოპერაციებს მარტივად ასრულებდა, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მოხუცი პრაქტიკოსი ქირურგი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში.

უდაოდ, ექიმმა ასეთი ხანგრძლივი ცხოვრების გატარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების წყალობით შეძლო. პროფესორი თვლიდა, რომ ზედმეტი წონა და საკვების ჭარბად მიღება – ჯანმრთელობის მთავარი მტრები, ყველა დაავადების და ნაადრევი დაბერების მიზეზი არიან.

ფიოდორ გრიგოევიჩი ამტკიცებდა, რომ ზედმეტი წონა განსაკუთრებულ მიუღებელია ხანდაზმულ ასაკში, როცა ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, ხოლო ფიზიკური აქტივობა შემცირებული.

რაში მდგომარეობს პროფესორი უგლოვის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო? ეს მარტივი წესები, რომელსაც ექიმი მკაცრად იცავდა, დაეხმარა პროფესორს სიცოცხლის ბოლომდე ძლიერი ჯანმრთელობა და საღი გონება შეენარჩუნებინა.

  1. მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა
  2. ალკოჰოლსა და თამბაქოზე სრულად უარის თქმა
  3. ორგანული კვება
  4. მუშაობის და დასვენების რეჟიმების მკაცრი დაცვა
  5. 7-8 სრულყოფილი ძილი დღეში
  6. ორგანიზმის გამაგრება

ყველა ზემოთჩამოთვლილი წესის შესრულება მარტივი და მისაღებია, მაგრამ მთავარ აქცენტს ექიმი კვებაზე აკეთებდა. თავად პროფესორი დიეტას „აღმოსავლურს“ უწოდებდა და ყველას ურჩევდა. ამ დიეტის დაცვით ზედმეტი 3-5 კგ-ს დაკლებას და ორგანიზმის გაწმენდას შეძლებთ.

ექიმი უგლოვის დიეტა მარტივი გადასატანია, შესანიშნავად დაბალანსებული და კალორიების მკაცრ დაცვას არ მოითხოვს. თავად უგლოვი საათობრივად კვებას გირჩევთ, მაგრამ შეგიძლიათ დიეტის ადაპტირება თქვენი დღის განრიგის მიხედვით. მოდით დავიწყოთ.

  1. 9:00

1 ჭიქა შავი ჩაი ან ნატურალური ყავა მცირე რაოდენობის შაქრით, მაგრამ 1 ჩ/კ-ზე მეტი არა.

  1. 11:00

1 მოხარშული კვერცხი, ხოლო დესერტად – 8 ცალი შავი ქლიავი, წინასწარ წყალში დასველებული.

  1. 14:00

ნახშირწყლების სადილი – 200 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ღორის ხორცი ან თევზი, 100 გრ ახალი ან მოთუშული კომბოსტო და 1 წვნიანი ფორთოხალი.

  1. 17:00

30 გრ მყარი უცხიმო ყველი, ვაშლი ან კვლავ ფორთოხალი.

  1. 20:00

ბოლო კერძი – 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან იოგურტი.

სულ ეს! დიეტის მენიუ უგლოვის მიხედვით მზადაა. თავად ფიოდირი გირჩევთ სუფრიდან ოდნავ მშიერი ადგეთ და ჭამის შემდეგ დასაძინებლად, ან დასასვენებლად არ წახვიდეთ.

ეცადეთ ასეთი რეჟიმი 10 დღის განმავლობაში დაიცვათ და თავს უფრო ჯანსაღად იგრძნობთ, ხოლო წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შემცირდება.

პროფესორი უგლოვის სასარგებლო რჩევა აუცილებლად შეინახეთ და არ დაგავიწყდეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიაროთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი