ჯანმრთელობის რეცეპტები: მარიამსხალა სახსრების ტკივილის დროს

1821
ჯანმრთელობის რეცეპტები: მარიამსხალა სახსრების ტკივილის დროს
ჯანმრთელობის რეცეპტები: მარიამსხალა სახსრების ტკივილის დროს

მარიამსხალა მებაღეების ერთ-ერთი მთავარი მტერია. მავნე მცენარე, რომლის მოშორებაც ადვილი არაა, და სამკურნალო მცენარე, რომელიც მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს შეიცავს.

მარიამსხალას პრეპარატებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემხორცებელი, ფუნგიციდური და შარდმდენი თვისებები გააჩნია. ის მარილის ცვლის ნორმალიზაციას ხელს უწყობს, ტოქსინების გამოსადევნად ღვიძლის უნარს აძლიერებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობს აუმჯობესებს.

ყვავილობამდე მარიმსხალას ბალახებს იყენებენ საკვებში – სალათებში, ომლეტში, წვნიანში, გარნირებში. ინახავენ ზამთრისთვის. სამკურნალო მიზნით მცენარის ბალახებს ყვავილობის პერიოდში ამზადებენ, ფესვებს კი ყვავილობის დასრულებისას.

მარიამსხალას ბალახის ნაყენი რევმატიზმის და პოდაგრის დროს
2 ს/კ დაქუცმაცებული მარიამსხალას ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე წუთით გააცხელეთ. 45 წუთი დააყენეთ, გადაწურეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი პირველადი მოცულობის. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ.

მარიამსხალას ფესვების ნაყენი აბაზანისთვის
ნაყენის აბაზანას მიოზიტის და ართრიტის დროს ღებულობენ. 40 გრ დაქუცმაცებული ხმელ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ, ნახევარი საათით დააყენეთ. აბაზანაში +36, +37 გრადუს წყალში ჩაამატეთ. პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წუთი. ასეთი აბაზანის მიღება უმჯობესია ძილის წინ.