მსოფლიოს 10 ფაქტი, რომლებიც Discover-ზე უფრო მეტად გვაოცებს

1259
მსოფლიოს 10 ფაქტი, რომლებიც Discover-ზე უფრო მეტად გვაოცებს
მსოფლიოს 10 ფაქტი, რომლებიც Discover-ზე უფრო მეტად გვაოცებს

იცოდით, რომ “ოქროს სისხლი” არსებობს? რომ Mercedes-Benz ავტომობილებში საიდუმლო ტექნოლოგია არის, რომელიც ავარიის დროს მოქმედებს? რომ ზუსტად ახლა კოსმოსურ სადგურზე ცხოვრების მსურველებისთვის მოქალაქეობაზე განცხადებას ღებულობენ? თუ არა, გაოცებისთვის მოემზადეთ.

თქვენთვის ყველაზე ახალი ფაქტები შევაგროვეთ, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი სამყარო გასაოცარია.

1. ყველაზე ხმამაღალი სიტყვა, რომელიც წარმოთქმული იქნა – ესაა “გაჩუმდით”


ეს რეკორდი ბელფასტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ეკუთვნის. ანალიზა ფლენაგანი გინესის რეკორდების წიგნში ჯერ კიდევ 1994 წელს შეეცადა, როცა იყვირა სიტყვა quiet (ჩუმად!) სიჩქარით 121,7 დეციბილი, რაც ყველაზე გიჟურ როკ-კონცერტზე უფრო ხმამაღალი არის. მოსწავლეების საბედნიეროდ, მასწავლებელი ამბობს, რომ კლასში თავის საიდუმლო იარაღს არასდროს იყენებს. თუმცა არსებობს ვიდეო, სადაც მისი ყვირილის ძალის დემონსტრირება ხდება.

2. ყოველ თებერვალს კანადის თერმულ წყლებში თმის გაყინვის კონკურსი ტარდება


ყოველ ზამთარს, დამსვენებლების ტახინის ცხელ წყლებში ნებივრობენ, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 40°C, შემდეგ კი თმის გაყინვას ელოდებიან, სადაც წყლის ზემოთ -30°C-ია. შედეგად საკმაოდ უცნაური ვარცხნილობები გამოდის.

3. Mercedes-Benz-ის ავტომობილები ავარიის დროს “ვარდისფერ ხმაურს” რთავს


სისტემას presafe უწოდებენ. როცა ამ სისტემის გადამცემი ეხება, “ვარდისფერი ხმაური” ირთვება, რომელიც თითქმის არ ისმის, მაგრამ ყურებს ძაბავს. ეს შესაძლო დაყრუებას გამორიცხავს და ავარიის დროს სხვა მაღალ ხმებს სმენითი აპარატის დაზიანების საშუალებას არ აძლევს.

4. გორდონ რამზის მიხედვით, მხოლოდ 5 კერძი არსებობს, რომლის გაკეთებაც ყველამ უნდა იცოდეს


1. დიდი ბურგერი. რადგან კარგი ბურგერი ყველას უყვარს.
2. სასარგებლო საუზმე. საუზმე დღის კარგი დასაწყისისთვის აუცილებელია, ამიტომ ის მრავალფეროვანი, გემრიელი და სასარგებლო უნდა იყოს.
3. მოშუშული კერძი. შეგიძლიათ როგორც ორშაბათს, ასევე პარასკევს მოამზადოთ.
4. ქათმის კერძი. მისი მომზადება ათასობით სხვადასხვა რეცეპტით შეგიძლიათ და ნებისმიერ გარნირს უხდება.
5. კარგი დესერტი. საკუთარი ხელით მომზადებული ტორტის მირთმევა ბევრად უფრო სასიამოვნოა. გარდა ამისა, ასეთი დესერტით სტუმრების გაოცებას ყოველთვის შეძლებთ.

5. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელი, ფრანგი და ბრიტანელი მეომრები ყალბ ხის ღრუებს იყენებდნენ, რომ მტრებზე ეთვალთვალათ


თავიდან ახლომახლო ტერიტორიებზე ხის ზომებსა და ნახაზს აკეთებდნენ. შემდეგ მის მსგავს ამზადებდნენ. ღამით ინჟინრების ჯგუფი ხეს ჭრიდნენ და ყალბს აყენებდნენ. მის შიგნით ჯარისკაცი იმალებოდა, რომელსაც მტერზე თვალთვალი შეეძლო.

6. ფილმის “100 წელი” რელიზი 2115 წლის ნოემბერში არის დანიშნული


ფილმი, რომელსაც სავარაუდოდ ჩვენ ვერ ვიხილავთ რობერტ როდრიგესმა და ჯონ მალკოვიჩმა ულტრათანამედროვე კონიაკის “ლუდოვიკ XIII”-ის მწარმოებლის მხარდაჭერით გადაიღეს. კონიაკის ბოთლი, რომელსაც გმირი ფილმის დასაწყისში ნახულობს.
ფილმი სეიფში შეინახეს, რომელიც რელიზის დღეს – უკვე 100 წლის შემდეგ გაიხსნება. (სწორედ ამდენი დრო არის საჭირო, რომ კონიაკმა საჭირო კონსისტენციას მიაღწიოს).

მეტალისგან დამზადებული მოსაწვევი ბილეთები 1000 ყველაზე გავლენიან ადამიანს უკვე გაუგზავნეს, რომ მათ ის თავის შთამომავლებს გადასცენ. ფილმის თრეილერის ნახვა უკვე შესაძლებელია.

7. პირველი კოსმოსური სახელმწიფო ასგარდია მოქალაქეობის შესახებ განცხადებებს უკვე ღებულობს.


ეს პირველი სახელმწიფო რომელიც დედამიწას გარე ორბიტაზე იარსებებს და თავისი დროშა, გერბი, კონსისტუნცია და თავისი პრეზიდენტი ეყოლება. პირველ პრეზიდენტად უკვე რუსი მეცნიერი და ბიზნესმენი იგორ აშურბეილი არის დანიშნული. ამტკიცებენ, რომ პროექტი სრულად დაფინანსებულია და უკვე გაშვებულია წარმოებაში. თუ მოქალაქეობის სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ სპეც-საიტიდან გააკეთოთ.

8. არსებობს მიზეზი, რის გამოც საუკეთესო იდეები შხაპის დროს მოგვდის


ჰარვარდის ფსიქოლოგის შელი კარსონის სიტყვებით, შხაპის მიღების ან ცხელი აბაზანის მიღების დროს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ, თუ საქმეს შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ მოდუნებული ვართ, როგორც შხაპის დროს, გონება ინკუბაციურ პერიოდში გადადის. ამ მდგომარეობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწრაფად ვღებულობთ, იდეებს ვიგონებთ და საინტერესო აზრები მოგვდის.

9. არსებოს “ოქროს სისხლის” რომელიც მხოლოდ 43 ადამიანს აქვს.


სისხლის ამ ტიპს ოქროს უწოდებენ არა იშვიათობის გამო, არამედ იმიტომ რომ რეზუს ფაქტორის მიუხედავად ნებისმიერს შეიძლება გადავუსხათ. სისხლის ჯგუფი RHnull მატარებელი ყველაზე ღირებული დონორია. დღეს მხოლოდ 43 ადამიანს აქვს ასეთი სისხლი. შეიძლება თუ არა ამას ადამიანის ახალი ევოლუცია ვუწოდოთ?

10. ინგლისში საჯარო ბაღი არსებობს, სადაც ბევრი სასიკვდილო და შხამიანი მცენარეა


ალნიკის ციხესიმაგრეში შესანიშნავი ბაღი მდებარეობს, რომელიც უკვე 1700 წლიდან არსებობს. 2005 წელს ნორტუმბერლენდის ჰერცოგინიამ, ჯეინ პერსიმ აქ კიდევ ერთი არანაკლებად შესანიშნავი ბაღი დაამატა, მაგრამ უჩვეულო და საშიში მცენარეებით.
შავი კარიბჭის მიღმა თითქმის მთელ მსოფლიოსი კანონით აკრძალული 100-ზე მეტი სხვადასხვა შხამიანი, ნარკოტიკული, აკრძალული მცენარეები იზრდება.