როგორ ვიმოგზაუროთ და ვიცხოვროთ ძვირადღირებულ სასტუმროებში უფასოდ და ვისარგებლოთ პრემიუმ კოსმეტიკით

1689
როგორ ვიმოგზაუროთ და ვიცხოვროთ ძვირადღირებულ სასტუმროებში უფასოდ და ვისარგებლოთ პრემიუმ კოსმეტიკით
როგორ ვიმოგზაუროთ და ვიცხოვროთ ძვირადღირებულ სასტუმროებში უფასოდ და ვისარგებლოთ პრემიუმ კოსმეტიკით

ცხოვრების ყველა სიამოვნებით რომ დატკბეთ, ბევრი ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ცოტა უნარი და დრო საკმარისია, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ, სპექტაკლებს და გამოფენებს დაესწროთ, მიიღოთ განათლება, სპორტით დაკავდეთ და ელიტური პარფიუმი ფოსტით უფასოდ მიიღოთ.

თქვენთვის რამდენიმე სასიამოვნო წყარო და სასარგებლო ხრიკები გავარკვიეთ, რომელთაც სიამოვნებით გიზიარებთ.

მოგზაურობა


მოგზაურობის მოყვარულები ჯგუფში Vandrouki აქტუალურ ინფორმაციებს აზიარებენ, როგორებიც არის მაგ., მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ავიაბილეთებზე ფასდაკლებები და აქციები. ზოგჯერ სამოგზაუროდ ბილეთის შეძენას სულ რაღაც თეთრებად შეძლებთ. ასევე არის ცალკე ჯგუფი, სადაც ფრენის ფასად ცხელი ტურების მოძებნა შეგიძლიათ.

ეკონომიას გააკეთებთ ბენზინზე თუ თქვენ მძღოლი ხართ, ან ავტობუსის ბილეთზე თუ თქვენ მგზავრი ხართ. ამაში კი მსოფლიოში მსხვილი თანამგზავრის საძიებო სისტემა BlaBlaCar დაგეხმარებათ. ყველა მოხმარებელი ანგარიში ვერიფიცირებას ახდენს, ხოლო მომსახურების ჯგუფი პროფილებს დეტალურად ამოწმებს, რომ უსაფრთხო მგზავრობა უზრუნველყონ.

სამოგზაუროდ თითქმის უფასოდ წასვლა შესაძლებელია, თუ საერთაშორისო სერვის Wowkaway-ის გამოიყენებთ. მთელ მსოფლიოში ათასობით სამოხალისო პროგრამა არსებობს. სამუშაო ჩვეულებრივ დაკავშირებულია სახლის საქმეებთან, ღონისძიების ორგანიზებასთან და დღეში 4-5 საათზე მეტს არ მოითხოვს. ამის სანაცვლოდ მოხალისეს უფასო საცხოვრებელი, საკვები და ადგილობრივი გასართობი ექნება.

საკვები


მობილური აპლიკაცია FoodMap დაგეხმარებათ კაფებსა და რესტორნებში ფულის ეკონომია გააკეთოთ. ბევრი კომპანია მომხმარებლებს ფასდაკლებებს ან კომპლიმენტის სანაცვლოდ უფასო ყავას სთავაზობს.

აპლიკაცია iDrink კაფეზე, რესტორანსა და ბარებზე დასახარჯ ფულს საგრძნობლად დაგიზოგავთ. უბრალოდ ოფიციანტს უჩვენეთ და 2 სასმელი 1-ს ფასად მიიღეთ ან 1 სასმელი უფასოდ.

აპლიკაცია Едадил დაგეხმარებათ სუპერმარკეტებში საყიდლებზე ფული 2-ჯერ შეამციროთ. აქ მაღაზიების აქციები და ფასდაკლებები არის თავმოყრილი. ასევე აპლიკაციაში ქეშბექიც მოქმედებს.

სილამაზე და სპორტი


პატარა ზომის სუნამოები, კოსმეტიკა და მთელი ნაკრებიც კი შეგიძლიათ უფასოდ შეიძინოთ საიტებიდან Пробник.ру, Cosmobrand და LookUp. აქ ცნობილი ბრენდების აქციების შესახებ ინფორმაციებს ნახავთ.

საიტზე Купонатор ყველა კუპონი არის წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ მასაჟის ან მანიკიურის პროცედურა 80%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ, ან დაქალთან ერთად სპა პროცედურაზე 1-ს ფასად წახვიდეთ.

ცნობილი სპორტული ბრენდები დაგეხმარებათ ვარჯიშზე ფული არ დახარჯოთ. ცნობილ ბრენდებს სპეციალური აპლიკაციები აქვთ, საიდანაც სახლის პირობებში თავად შეძლებთ ვარჯიშს. ასე სხეულს პროფესიონალ ტრენერზე ნაკლებად არ გაავარჯიშებთ.

თავისუფალი დრო


საიტზე kudago შეგიძლიათ თქვენს ქალაქში ყველა კულტურული ღონისძიებების შესახებ გაიგოთ, მოიძიოთ ინფორმაცია უფასო გამოფენის, სპექტაკლის და კონცერტის შესახებ. ონლაინ ინფორმაციის მიღებას სოციალურ ქსელში მათ ჯგუფში გაწევრიანებით შეძლებთ.

საიტზე kinoafisha შეგიძლიათ ყველა ქალაქის კინოთეატრების ბილეთების ფასები იპოვოთ. ასევე ნახოთ აქვთ თუ არა აქციები.

წაკითხული რომანის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ან წიგნის უფასოდ მიღებას შეძლებთ საიტზე bukriver. საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ გამომცემლობა ან მფლობელს დაუკავშირდეთ. ასევე ელექტრონულ წიგნებსაც ერთმანეთს უზიარებენ.

განათლება


საიტზე “ღია განათლება” 300 უფასო ონლაინ კურსია წარმოდგენილი. შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულება აირჩიოთ: ფილოსოფია და ჩინური ენის შესწავლა. გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ სერტიფიკატის მიღება გსურთ.

საერთაშორისო პროექტი creativemornings ყოველთვიურად უფასო ლექციებს ატარებს მსოფლიოში 180-ზე მეტ ქვეყანაში. პროფესიონალები თავის სამსახურზე, შემოქმედებაზე საუბრობენ და ინფორმაციას აზიარებენ. უახლოესი ლექციის შესახებ შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე ნახოთ.

თქვენ მსგავს რესურსებს იყენებთ თუ თვლით რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია?