15+ შეცდომა, რომელთაც ქალები დაბანის დროს უშვებენ (აკნეს საწინააღმდეგო გელმა შეიძლება უფრო მეტი ფერიმჭამელი გააჩინოს) 

3568
15+ შეცდომა, რომელთაც ქალები დაბანის დროს უშვებენ (აკნეს საწინააღმდეგო გელმა შეიძლება უფრო მეტი ფერიმჭამელი გააჩინოს) 
15+ შეცდომა, რომელთაც ქალები დაბანის დროს უშვებენ (აკნეს საწინააღმდეგო გელმა შეიძლება უფრო მეტი ფერიმჭამელი გააჩინოს) 

ბავშვობაში გოგოებს დილას და საღამოს სახის დაბანა ეზარებათ და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა მშობლები აიძულებენ. უკვე ზრდასრულები ხდებიან, რომ მაკიაჟის მოშორება მისი ხანგრძლივად ტარების შემდეგ – მოდუნების და დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთის საშუალებაა. შეიძლება ითქვას, რომ კანის მოვა დაბანით იწყება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ საქმეში დაუდევრობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ფერიმჭამელი გააჩინოს და კანის ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.

ჩვენ გავარკვიეთ ყოველდღიური დაბანის დეტალები და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. სტატიაში კოსმეტოლოგებისა და დერმატოლოგების პროფესიონალურ რჩევებს და რეკომენდაციებს ნახავთ.

მთავარი წესი


კანი რომ ნამდვილად გაწმინდოთ, ხელებით დაიწყეთ. ხელები საპნით კარგად დაიბანეთ, რომ ყველა ჭუჭყი და ცხიმი მოაშოროთ და ეს ყველაფერი სახეზე არ წაისვათ.
ბევრი გოგო ორი გავრცელებული შეცდომიდან ერთ-ერთს უშვებს. მაკიაჟს სპეციალური საშუალებით იშორებენ, შემდეგ სახეს არ იბანენ ან პირიქით დასაბან საშუალებას იყენებენ, მაგრამ ამის წინ მაკიაჟს არ იშორებენ.

მიცერალური წყალი კანიდან არა მხოლოდ მაკიაჟს, არამედ ბუნებრივ დამცავ ცხიმოვან ფენასაც აშორებს. სწორედ ამიტომ, სახის გაწმენდის შემდეგ კვლავ წყლით დაატენიანეთ.

კარგ დასაბან საშუალებებში ბევრი სასარგებლო კომპონენტია, რომლებიც კანს ეფექტურად წმენდს და ატენიანებს. თუმცა მხოლოდ გელი ან ქაფი კოსმეტიკას და სიბინძურეს ბოლომდე ვერ მოგაშორებთ. ამ ყველაფერს კი ფორების დაბინძურებამდე მივყავართ.

ხელით თუ სპონჯით?


მრავალჯერადი გამოყენების სპონჯებს უარი უთხარით. მაშინაც კი თუ მათ ყოველდღე რეცხავთ, მაინც რჩება ბაქტერიები, რომლებიც თქვენს კანს სარგებელს არ მოუტანს.

ბევრი დერმატოლოგი გირჩევთ ხელებით დაიბანოთ, რომ კანი ნაკლებად დააზიანოთ. წვრილმა ბზარებმა და ძლიერმა დაწოლამ შეიძლება ნაადრევი ნაოჭები გაგიჩინოთ. მერინდა ჯოი, რომელსაც ბევრ ჰოლივუდის ვარსკვლავთან აქვს ნამუშევარი, გირჩევთ ასე მოიქცეთ: წრიული მასაჟური მოძრაობით სახეზე დასაბანი საშუალება დაიტანეთ, სახეზე ძლიერად არ დააწვეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სახე წვრილი თმებით არის დაფარული და წრიული მოძრაობა მათში შეღწევის საშუალებას მოგცემთ.

დამატებითი აქერცვლისთვის არა სპონჯი, არამედ ერთჯერადი ნაჭრის სალფეთქი გამოიყენეთ. რბილი მოძრაობით სახიდან მოიშორეთ და გადააგდეთ.

როგორი საშუალება ავირჩიოთ


ადვილად აქაფებადი საშუალებით დაბანა არ ღირს (დასაბან ქაფში არ აგერიოთ). ეს ეფექტი აგრესიული სულფატის დახმარებით მიიღწევა – თქვენ კანს არ წმენდთ, არამედ ლიპიდურ ბარიერს და ph ბალანსს არღვევთ. ჩვეულებრივ ასეთი გელები თითქოსდა სახეს აპრიალებენ, მაგრამ ეს მხოლოდ გაწმენდის ილუზიაა. მსგავსი საშუალებები მხოლოდ მდგომარეობას ართულებს.

სკრაბები, ნატურალურიც კი დაივიწყეთ. კარგად ასაქერცლად მხოლოდ რბილი სალფეთქები გამოიყენეთ.

თქვენი კანის ტიპის შესაბამისი დასაბანი საშუალება გამოიყენეთ

  • მშრალი კანისთვის ლოსიონი და რძე.
  • ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის – გელი და ქაფი.
  • ასაკოვანი და მგრძნობიარე კანისთვის – ქაფი.

ეცადეთ, იპოვოთ ისეთი საშუალება, რომლებიც ალკოჰოლს არ შეიცავენ, მაგრამ არის გლიცერინი და ნიაცინამიდი. თუ თქვენი კანი აკნესადმი მიდრეკილია, სალიცილის მჟავის, გლიკოლის მჟავის, ბენზოლის პეროქსიდის შემცველი პროდუქტები გამოიყენეთ. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ასეთი საშუალებები ყოველდღე არ გამოიყენოთ. ეს თქვენს კანს ზედმეტად გამოაშრობს და შედეგად ორგანიზმი უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას დაიწყებს.

წყალი და პირსახოციიდეალური ვარიანტია – ოთახის ტემპერატურის წყალი. ძალიან ცივი წყალი ფორებს კრავს, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს აშრობს.

სახე პირსახოცით ძლიერად არ გაიხეხოთ, უმჯობესია რბილად დაიდოთ და ბოლომდე გაშრობას დაელოდოთ. თუ პრობლემური კანი გაქვთ, კოსმეტოლოგები გირჩევენ პირსახოცი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხოთ.
პროდუქტის ყველა სასარგებლო კომპონენტმა რომ იმოქმედოს სახე წრიული მოძრაობით 40-60 წამის განმავლობაში დაიბანეთ.

თვალის ირგვლივ კანი
თვალის ირგვლივ კანი ძალიან თხელია, ამიტომ ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე მეტად მასზე აისახება. დაბანის დროს თვალები არ გაიხეხოთ და სკრაბით არ დაიმუშაოთ. დამატენიანებელი კრემებიც კი ფრთხილად წაისვით – უმჯობესია თუ თვალის სპეციალურ კრემს გამოიყენებთ.
თვალიდან მაკიაჟი ნაზად მოიშორეთ. კოსმეტოლოგები გირჩევენ ბამბის დისკოები გამოიყენოთ, თავიდან მაკიაჟი ზედა ქუთუთოდან  მოიშოროთ და შემდეგ ქვემოდან.

შემდეგი დატენიანება


მაკიაჟის მოშორების, დაბანის და სახის გაშრობის შემდეგ, კანზე დამატენიანებელი საშუალების (ტონიკი, შრატი, კრემი) წასმა აუცილებელია.
თუ რამდენიმე საშუალებას იყენებთ, ჯერ ტონიკი წაისვით: ის pH ბალანს ნორმაში მოიყვანს. კოსმეტოლოგი ალენა კოლედა გირჩევთ ის თითებით დაიტანოთ, რადგან ბამბის დისკო ყველა სასარგებლო თვისებას თავად იწოვს.

ნაზი დაბანა


ერთი სილამაზის არხი გიზიარებთ ვიდეოს, სადაც დაბანის პროცესი ჩანს, რომელსაც კორეაში ბევრი გოგო იყენებს. მთავარი რჩევა ასე ჟღერს: სახეს ბავშვივით მოეპყარით. ანუ კანზე ზეწოლა შეამცირეთ.

აი, როგორ გამოიყურება დაბანის ნაზი წესი:

  • სახე წყლით დაატენიანეთ;
  • საჭირო რაოდენობის დასაბანი საშუალება აიღეთ და ხელებზე გადაანაწილეთ. თუ ქაფიყენებთ, ეს აუცილებელი არაა.
  • ძალიან ნაზად სახეზე წაისვით;
  • მასაჟური მოძრაობით თითის ბალიშებით გაიკეთეთ: ასე კანის დაზიანებას ვერ მოახერხებთ. გარდა ამისა, თითის ბალიშები სახის უფრო დეტალურად გაწმენდვში დაგეხმარებათ.
  • საშუალება ჩამოიბანეთ, მაგრამ სახე სველი ხელებით არ გახეხოთ. ამის ნაცვლად წყალი ხელში დააგროვეთ და ნაზად სახეზე გადაივლეთ.
  • სახე პირსახოცით არ შეიმშრალოთ, ამის ნაცვლად ხელები შეიმშრალეთ და სახე ოდნავ დაიმასაჟეთ.
  • სანამ სახე ტენიანი არის, ტონიკი ან თერმული წყალი დაიტანეთ.

საღამოობით სახის დაბანა არ გავიწყდებათ? სახის კანის მოვლის რომელ საშუალებებს იყენებთ?