ჩვენი წინაპრების სილამაზის 10 მკვლელი სტანდარტი – აი, საიდან მოდის გამოთქმა “მოდის მსხვერპლი”

1300
ჩვენი წინაპრების სილამაზის 10 მკვლელი სტანდარტი - აი, საიდან მოდის გამოთქმა
ჩვენი წინაპრების სილამაზის 10 მკვლელი სტანდარტი - აი, საიდან მოდის გამოთქმა "მოდის მსხვერპლი"

ყოველ ეპოქას და ყოველ ქვეყანას სილამაზის თავისი გაგება ჰქონდა. ზოგჯერ ამ სტანდარტების მისაღწევად ქალები ჯანმრთელობას, გარეგნობას და ცხოვრებას საფრთხეში იგდებდნენ. ამასთან ის, რაც დღეს უცნაური და ველური გვგონია, მაშინ ყველა მოდის მიმდევრისთვის ჩვეულებრიობას წარმოადგენდა.

გთავაზობთ ყველაზე საშიშ და სასიკვდილო ნივთების, რომელსაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის იყენებდნენ

სახიფათო თმის საღებავი


მე-19 საუკუნეში მოდის მიმდევრებისთვის თმის საღებავი საშუალებები უკვე ხელმისაწვდომი იყო. თუმცა ამ საღებავების უსაფრთხოებაზე რა მოგახსენოთ. მათ ტყვიის ან მომწამვლელი ვერცხლის ნიტრატის დამატებით ამზადებდნენ. საღებავი კანზე, თმებსა და ფილტვებზე უარყოფით გავლენას ახდენდა, შედეგად შეღებვის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. მაგ., შავი ფერის ნაცვლად შეიძლება მომწვანო ფერი მიეღოთ.

კრემი ციანიდით და ვერცხლისწყლით


ჭორფლის და პიგმენტური ლაქების მოსაშორებელ მალამოებსა და კრემებში ციანიდის კალიუმსა და ვერცხლისწყალს გულუხვად ამატებდნენ. ამას კანის გასათეთრებლად და არასასურველი პიგმენტების მოსაშორებლად აკეთებდნენ. ვერცხლისწყალი ორგანიზმში გროვდებოდა და ლამაზმანის ცხოვრებას ამოკლებდა.

ვერცხლისწყლის ქლორიდს კანის სირბილის და ხავერდოვნების მისაღწევად იყენებდნენ. ასევე მისით სიფილისს კურნავდნენ. ვერცხლისწყლის ქლორიდი შხამიანი ნივთიერებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.

რუმიანა სინგურიდან


სინგური – ვულკანური მინერალური ნივთიერებას, რომლისგანაც ვერცხლისწყალი მზადდება. მინერალს მოწითალო ფერი აქვს. სწორედ ამიტომ მისგან რუმიანას აკეთებდნენ. კოსმეტიკური მიზნით ჯერ კიდევ ძველ იაპონიაში და ჩინეთში იყენებდნენ. ასევე სინგურის საშუალებით თმებსაც იღებავდნენ.

თასმისებური ჭიები გასახდომად

არის!არის!არის!და ყოველთვის დარჩე მოხდენილი! ცხიმი, მტერი, რომელიც თქვენ ცხოვრებას ამცირებს, დამარცხებულია! როგორ? დეზინფეცირებული თასმისებური ჭიის დახმარებით".
არის!არის!არის!და ყოველთვის დარჩე მოხდენილი! ცხიმი, მტერი, რომელიც თქვენ ცხოვრებას ამცირებს, დამარცხებულია! როგორ? დეზინფეცირებული თასმისებური ჭიის დახმარებით”.

რა საჭიროა თავის ტანჯვა დიეტებით და ფიზიკური ვარჯიშით, თუ გახდომა გსურთ? თასმისებური ჭიის კვერცხის ფირფიტები შეჭამეთ და ზედმეტ კილოგრამებს მომენტალურად დაიკლებთ. სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა ბევრი მოდის მიმდევარი, ყლაპავდა ტაბლეტებს და ხდებოდნენ. თუმცა შედეგად ჯანმრთელობის პრობლემას ღებულობდნენ: გულისრევა, ანემია, დასუსტებული იმუნიტეტი, დაღლილობა და თავის ტკივილი.

ბაიკის კაბა


ვიქტორიანულ ეპოქაში მოდაში ფლანელის კაბა, პერანგი და საღამური შემოვიდა. სამწუხაროდ, ყველას მისი შეძენა არ შეეძლო. ძვირადღირებული ფლანელი იაფფასიანი ბაიკის ქსოვილით ჩაანაცვლეს: ბაიკის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მას ცეცხლი ადვილად ეკიდებოდა. სწორედ ამიტომ ადამიანი ხშირად ზიანდებოდა, თუ ბაიკის საღამური ეცვა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა.

კბილების გადაკერვა


ყველა ხალხს სილამაზის თავისი აღქმა აქვს. ინდონეზიაში ქალის იდეალური სილამაზის მისაღწევად კბილების გადაკერვას აკეთებდნენ. ამბობენ, რომ მსგავსი მაგალითის ნახვა დღესაც არის შესაძლებელი. დეფორმაციის პროცედურა საკმაოდ მტკივნეული და საშიში იყო. დაზიანებული ემალიდან ორგანიზმში სხვადასხვა სახის ინფექცია ადვილად აღწევდა.

კბილების მორთვა


დაახლოებით 2 000 წლის წინ მაიას ცივილიზაციის წარმომადგენლები თავის კბილებს ოქროთი და ძვირფასი ქვებით რთავდნენ. კბილებში პატარა ხვრელებს აკეთებდნენ, სადაც შემდეგ ბრილიანტს ან ოქროს სვამდნენ. ასეთი ტექნოლოგია ძველ ეგვიპტეშიც არსებობდა.

თავის ქალის დეფორმაცია


თავის ქალის დეფორმაცია კიდევ ერთი ძველი და საკმაოდ უცნაური სილამაზის რიტუალს წარმოადგენდა. ლამაზად წაგრძელებული თავი ითვლებოდა, რომელიც უფრო კვერცხის ფორმას ჰგავდა. არქეოლოგებმა ასეთი თავის ქალები თითქმის ყველგან იპოვეს. თავის ქალის დეფორმაცია პატარაობიდანვე ხდებოდა. ასეთი მანიპულაციები თავის ტვინის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა და ხშირად ბავშვები იღუპებოდნენ.

დაბინტული მკერდი


შუა საუკუნეებში ქალის სილამაზის იდეალი პატარა მკერდში იყო. ის ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან წამოვიდა. ქალური ფორმები აცკეტური უნდა ყოფილიყო: გამხდარი მხრები, პატარა მკერდი, ხელები და ფეხები, თხელი ტუჩები. ასეთი სილამაზის მისაღწევად ქალები მკერდზე ბინტს პატარაობიდანვე იკრავდნენ. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ რძის ჯირკვლები არ განვითარებულიყვნენ.

ორსულობა


შუა საუკუნეებში ქალწული მარიამის კულტი არსებობდა. მასთან ერთად “ორსულობის” მოდა მოვიდა. შუა საუკუნის ქალი ან ორსულად იყო ან ბალიშებს იდებდა. ბავშვის გაზრდა და მშობიარობა ქალს ენერგიას და ჯანმრთელობას ართმევდა, ასევე მუცელზე ბალიშების ტარება ხერხემალს ზიანს აყენებდა.

ზემოთჩამოთვლილი სილამაზის ტრენდებიდან რომელს თვლიდით ყველაზე უფრო უცნაურად და საშიშად?