მცენარეული დიეტები არტერიულ წნევას ამცირებენ – კვლევა

10736

უორიკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მცენარეული დიეტა არტერიულ წნევას ამცირებს, თუნდაც მცირე რაოდენობით ხორცი და რძის პროდუქტები მიირთვათ. კვლევა 25 ივლისს ჟურნალში Journal of Hypertensio-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რაციონში მცენარეული პროდუქტების გაზრდის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეზღუდვის ნებისმიერმა მცდელობამ შეიძლება არტერიული წნევა გააუმჯობესოს და ინფარქტის, ინსულტის და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკი შეამციროს.

მათ კონტროლირებადი კლინიკური ცდებიდან წინა კვლევების სისტემური მიმოხილვა ჩაატარეს, რომ 7 მცენარეული დიეტა შეედარებინათ სტანდარტულ საკონტროლო დიეტასთან და მათ გავლენაზე ადამიანის არტერიულ წნევაზე. ამ დიეტებიდან ზოგიერთი მცირე რაოდენობით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შეიცავდა.

„ჩვენ განვიხილეთ 41 კვლევა 8 416 მონაწილით, სადაც შვიდი სხვადასხვა მცენარეული დიეტა (მათ შორის DASH, ხმელთაშუა ზღვის, ვეგეტარიანული, ვეგანური, სკანდინავიური) უჯრედისის, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველობით არტერიულ წნევაზე გავლენის მიხედვით შესწავლილ იქნა. კვლევების სისტემატურმა ნიმუშმა და მეტა–ანალიზმა აჩვენა, რომ ამ დიეტების უმეტესობა წნევას ამცირებს. დიეტა DASH–ს ყველაზე კარგი ეფექტი ჰქონდა“ – ამბობს კვლევის ავტორი ჯოშუა გიბსი უორიკის უნივერსიტეტში ბუნებრივი მეცნიერების სკოლიდან.

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მცენარეული დიეტებით გამოწვეული არტერიული წნევის შემცირება, თუნდაც შეზღუდული რაოდენობით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებისას, ინსულტის რისკის 14%–ით, გულის შეტევის რისკის 9%–ით და საერთო სიკვდილიანობის რისკის 7%–ით შემცირებას გამოიწვევდა.