მიასნიკოვმა ყავის საფრთხის შესახებ ჭორები უარყო

3823

ყავა ძალიან სასარგებლო სასმელია, რომელიც ბევრი სახიფათო დაავადების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ამის შესახებ ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრე მიასნიკოვი საუბრობს.

„არ ვიცი, საიდან მოვიდა მითი ყავის საფრთხის და მისი გავლენის შესახებ სახის ფერზე, ჰიპერტონიაზე, არითმიასა და ა.შ. სინამდვილეში, ყავა სამი პროდუქტიდან ერთ–ერთია, რომლის მიღებაც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს. დამტკიცებულია: ყავა ღვიძლის, პროსტატის და მკერდის სიმსივნის რისკებს ამცირებს“ – განმარტავს ექიმი.

მიასნიკოვი დღეში 3-4 ფინჯანი ყავის დალევას ურჩევს მათ, ვინც B და C ინფექციური ჰეპატიტით დაავადებულნი არიან.

  • საკვანძო სიტყვები
  • ყავა