4 ეფექტური მეთოდი ბუზების ბუნებრივად მოსაშორებლად

16165

ბუზები ძალიან ძლიერ გვაღიზიანებენ, რადგან მუდმივად ჩვენს გვერდით დაფრინავენ და მათ თავიდან მოსაშორებლად ხელებს მუდმივად ვიქნევთ! თუმცა ისინი ბრუნდებიან!

დღეს „ვივიენი“ ამ მომაბეზრებელი პარაზიტების მოსაშორებლად ეფექტურ და ბუნებრივ მეთოდებს გთავაზობთ.

ამ 4 მეთოდით ბუზებს ბუნებრივად მოიშორებთ:

მიხაკი და ლიმონი

ბუზებს მიხაკის სუნი არ უყვართ და ლიმონთან კომბინაციაში ძლიერ, უსაფრთხო და ნატურალურ რეპელენტს (მწერების დასაფრთხობი საშუალება) მიიღებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ლიმონი
  • მიხაკი

ლიმონი შუაზე გაჭერით და რბილობში მიხაკი ჩადეთ. შემდეგ ლიმონი მაგიდაზე დადეთ და ბუზების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ!

ეთერზეთები

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ თხევადი ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 10–12 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 10–12 წვეთი ჩინური ლიმონის ეთერზეთი
  • სპრეი ბოთლი
  • 1 ფინჯანი წყალი

წყალი და საპონი სპრეი ბოთლში აურიეთ. შემდეგ 10-12 წვეთი პიტნის ეთერზეთი და 10-12 წვეთი ჩინური ლიმონის ეთერზეთი დაუმატეთ. ბოთლს თავსახური დაახურეთ, შეანჯღრიეთ და მთელ სახლში გააფრქვიეთ.

ვაშლის ძმარი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ფინჯანი ვაშლის ძმარი
  • 1 ს/კ თხევადი ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • კერამიკის ჭურჭელი
  • საკვები პარკი
  • კბილის ჩხირი

ქილაში ვაშლის ძმარი ჩაასხით, ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ. ქილას პარკი დააფარეთ. შემდეგ კბილის ჩხირით პარკი გახვრიტეთ. ამის შემდეგ ხაფანგი სახლში ან ეზოში გაიტანეთ. ასე ბუზებს მოიშორებთ.

ხილი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ხილი (მწიფე ან დამპალი)
  • თასი
  • მაკრატელი
  • პარკი
  • კბილის ჩხირი

ხილი გაასუფთავეთ და დაჭერით. თასში მოათავსეთ და პარკი დააფარეთ. კბილის ჩხირით მსხვილი ნახვრეტი გააკეთე, რომ ბუზებმა მასში შესვლა შეძლოს. როცა ხაფანგი ბუზებით სავსე იქნება, თასი საპნიან წყალში რამდენიმე წუთით მოათავსეთ, რომ ბუზები გაანადგუროთ. შემდეგ ამოიღეთ და კვლავ გამოიყენეთ.

ლავანდის ეთერზეთი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ლავანდის ეთერზეთი
  • ღრუბელი
  • ყუთი თავსახურით

რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი ღრუბელს დააწვეთეთ, შემდეგ ყუთში მოათავსეთ. თავსახური კარგად დაახურეთ და რამდენიმე საათით ან მეორე დილამდე გააჩერეთ. შემდეგ შეგიძლიათ თავსახური ახადოთ და იქ დადოთ, სადაც აუცილებელია, რომ ბუზები გაფრინდნენ.