დერმატოლოგი გასწავლით, თუ როგორ შეარჩიოთ დეზოდორანტი სწორად

1255

ექიმ–თერაპევტის ლიუდმილა ლაპას თქმით, განსაკუთრებით ზაფხულში პოპულარული დეზოდორანტები ხშირად შეიცავენ ტყვიას, ტიტანს და ციანიდს. ეს ნივთიერებები კი ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას ახდენენ.

ექიმი აღნიშნავს, რომ დეზოდორანტების რეგულარული გამოყენებით მძიმე ლითონები ორგანიზმში გროვდება და მოსალოდნელია მოწამვლა.

დერმატოლოგი და მაღალი კატეგორიის ექიმი, ლარისა ალექსეევა ადასტურებს, რომ საფრთხე არსებობს, ამიტომ ჰიგიენის საშუალებები სწორად უნდა შეარჩიოთ.

იდეალურ შემთხვევაში „სწორი“ საშუალება პრაქტიკულად სრულად პარფიუმის სუნამოსგან შედგება – ესაა ნატურალური ნივთიერება“ – ამბობს ექსპერტი.

ის ამატებს, რომ სასურველია დეზოდორანტში მარილები ალუმინის ბაზაზე არ შედიოდეს, რომლებიც ოფლდენას ბლოკავენ. ალუმინის იონები, განსაკუთრებით უხარისხოდ მომზადებულ დეზოდორანტში, შეიძლება სისხლში მოხვდეს და სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს.

დერმატოლოგის თქმით, თანამედროვე დეზოდორანტების უმეტესობას დამატებით ანტისეპტიკური თვისება აქვთ. ეს კარგია, თუ ანტისეპტიკის სახით ნატურალური საშუალება, მაგალითად, გვირილა გამოიყენება. ხშირად მწარმოებლები ეკონომიის მიზნით შემადგენლობაში პარაბენებს ამატებენ. მათაც სისხლში მოხვედრა და ორგანიზმში დაგროვება შეუძლიათ, რაც კარგს არაფერს მოასწავებს.

„პირადად, მე გირჩევთ, რომ მხოლოდ ნატურალური კომპონენტების მქონე დეზოდორანტები აირჩიოთ. ამასთან, ისეთი, რომელზეც ალერგია არ გაქვთ. უნდა გესმოდეთ, რომ ნატურალური კომპონენტები ნაკლებად გამძლეა. სწორედ ამიტომ, დღეში 2-3–ჯერ გამოიყენეთ. ამასთან, რა თქმა უნდა, დღეში 2–ჯერ შხაპი მიიღეთ“ – განმარტავს ალექსეევი.

ექიმი ამატებს, რომ ანტიპერსპირანტების შემადგენლობაში ალუმინი ხშირად შედის. ის სარძევე ჯირკვლებში ქსოვილის გენების „არასტაბილურობას“ იწვევს, აქედან კი სიმსივნის უჯრედების წარმოქმნამდე შორი არაა. სწორედ ამიტომ, ექიმები გირჩევენ, რომ ოფლის საწინააღმდეგო სპეციალური პასტები შეიძინოთ. მათ უკეთესი შემადგენლობა აქვთ, ვიდრე დეზოდორანტებს და ანტიპერსპირანტებს: აქ ჩვეულებრივ ცარცი და თუთიის ოქსიდი შედის.

გარდა ამისა, დერმატოლოგი საბავშვო პუდრის გამოყენებას გირჩევთ. მათ კარგი ხარისხი აქვთ, რადგან მომხმარებლების ხელში მოხვედრამდე ბევრ კვლევას გადიან. ამის შესახებ პორტალი “ვეჩერნაია მასკვა“ წერს.