დაავადებული კბილები ნაწლავების ანთებით დაავადებას იწვევენ

1114

ბევრი ადამიანი სტომატოლოგთან რეგულარულ ვიზიტს სხვა დროისთვის დებს, მაგრამ ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შედეგები კარიესს და ფესვების არხებს სცდება – გულის დაავადებით დაწყებული დიაბეტით დამთავრებული, პირის ღრუს ცუდი მდგომარეობა ადამიანის საერთო ჯანმრთელობის ანარეკლს წარმოადგენს და შეიძლება სისტემური დაავადებების მიზეზი გახდეს.

UM Medical and Dental Schools ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადება, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი შეიძლება პირის ღრუს ცუდმა მდგომარეობამ გაამწვავოს.

ნობუჰიკო კამადა, გასტროენტეროლოგიის განყოფილებაში მედიცინის კათედრის დოცენტი, ნაწლავების მიკრობიომს წლების განმავლობაში სწავლობდა. მან აღნიშნა ნაწლავების ანთებითი დავადების მქონე ადამიანის ნაწლავებში უცხო ბაქტერიების ჭარბ ზრდასა და ჩვეულებრივ პირის ღრუში მდებარე ბაქტერიებს შორის კავშირი.

„გადავწყვიტე სტომატოლოგიური სკოლისთვის მიმემართა და დამესვა კითხვები, ახდენს თუ არა პირის ღრუს დაავადებები კუჭ–ნაწლავის დაავადების სიმძიმეზე გავლენას?“ – ამბობს კამადა.

კვლევა

ვირთხებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ჟურნალში Cell გამოქვეყნდა, აჩვენებს ორ გზას, რომლითაც ორალური ბაქტერიები ნაწლავების ანთებას აძლიერებენ.

პირველი გზა: პაროდონტიტი პირის ღრუში ნორმალური, ჯანსაღი მიკრობიომის დისბალანსს იწვევს, ბაქტერიების რაოდენობას ზრდის და ანთებას იწვევს. ეს პათოგენები შემდეგ ნაწლავებში ხვდება.

თუმცა მხოლოდ ეს ნაწლავების ანთებისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. მსხვილი ნაწლავის ანთების მქონე ვირთხების მიკრობიომის ცვლილებებზე დაკვირვებით გუნდმა აჩვენა, რომ პირის ღრუს ბაქტერიებმა ნაწლავების ანთება შეიძლება გააუარესონ.

„ნორმალური ნაწლავების მიკრობიომი ეგზოგენური ან უცხო ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება“ – ამბობს კამადა. „თუმცა ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე ვირთხებში ნაწლავების ჯანსაღი ბაქტერიები ნადგურდება, რაც პირის ღრუს პათოგენებთან ბრძოლის უნარს ასუსტებს“.

მეორე გზა: პერიოდონტიტი პირის ღრუში იმუნური სისტემის T-უჯრედებს ააქტიურებს. ეს T–უჯრედები ნაწლავებში ხვდება, სადაც ანთებას აძლიერებენ. პირის ღრუს ანთება, ძირითადად, ანთებით T–უჯრედებში ვლინდება, რომლებიც ნაწლავებში გადადიან და აქ ჩვეული გარემოდან მოშორებით ნაწლავების იმუნურ პასუხს ააქტიურებენ და ამით დაავადების მდგომარეობას ამძიმებენ.