კვლევა ადასტურებს: 4 გარეგანი ცვლილება შესაძლო გულის შეტევაზე მიგანიშნებთ

1522

გულის შეტევის სიმპტომების ცოდნას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და მეცნიერები ადასტურებენ: გამაფრთხილებელი სიგნალები შეიძლება გარეგანი ცვლილებებით გამოვლინდეს. მათ შორისაა – ქუთუთოებზე ქოლესტერინის დაგროვება, თმის ცვენა. ამის შესახებ გულის ბრიტანული ფონდის (British Heart Foundation, BHF) სპეციალისტები საუბრობენ.

ექსპერტები განმარტავენ, რომ გულის შეტევა ხშირად მოულოდნელად იწყება და მკერდში ტკივილი ერთ–ერთი მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანია. ზოგიერთი სიმპტომი კარდიოლოგიურ მდგომარეობამდე მის მაღალ რისკზე საუბრობს. ექიმების თქმით, შესაძლო გულის შეტევაზე გაფრთხილებთ გარეგანი ცვლილებები, ამიტომ მათი განსაზღვრა უნდა იცოდეთ. ასე პროფილაქტიკის ზომების მიღებას და სახიფათო მდგომარეობის თავიდან აცილებას შეძლებთ.

ცვლილებები, რომლებზე საუბარია – ესაა თმის ცვენა, შუბლზე ან საფეთქლებზე გამელოტება ან გამელოტების კერების გაჩენა, ყურის ნიჟარებზე ნაკეცები, ქუთუთოებზე ქოლესტერინის დაგროვება (ქსანტელაზმი). ინფარქტის მაღალ რისკთან მათ კავშირს კვლევა ადასტურებს, რომელიც კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

კვლევის მონაწილეები გახდნენ 10 500 დანიელი, რომლებიც პროექტის დაწყების დროს დაახლოებით 20 ან უფრო ნაკლები წლის იყვნენ. მათ სხეულში მიმდინარე ცვლილებები მომდევნო 35 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა. კონკრეტულად წონა, ქოლესტერინის დონე, არტერიული წნევა, მოწევის ჩვევები, დიაბეტის მიმართ მგრძნობელობა. კვლევის პერიოდში 3401 ადამიანს გულის დაავადებები დაეწყო, 1708 ადამიანი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა.

კვლევის ავტორებმა სიბერის გარეგან ცვლილებებსა და გულის შეტევის რისკებს შორის კორელაციის დადგენა შეძლეს, ასაკის და სხვა ცნობილი ფაქტორების მიუხედავად, რომლებიც გულის დაავადებებს ხელს უწყობენ. ამრიგად, გამოიკვეთა 4 გარეგანი ცვლილება, რომლებიც უახლოეს მომავალში გულის შესაძლო შეტავაზე მიგანიშნებთ:

  • თმის გაიშვიათება
  • გამელოტება და მელოტის კერების გაჩენა
  • ქოლესტერინის დაგროვება ქუთუთოს კანზე
  • ნაკეცების, ნაოჭების გაჩენა ყურის ბიბილოებზე

„მსგავსი ცვლილებები ასახავს ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს, მის დაბერებას, რომელიც შეიძლება ქრონოლოგიურ ასაკს და ასოციაციური დაავადებების მიმართ მგრძნობელობას არ შეესაბამებოდეს“ – ამბობს ენ ტიბერგ–ჰანსენი, კლინიკური ბიოქიმიის კათედრის პროფესორი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში.

თავის მხრივ, გულის ბრიტანული ფონდის ექიმები შეგახსენებთ კლასიკურ სიმპტომებს, რომლებიც გულის შეტევაზე მიგანიშნებთ.

  • მკერდში ტკივილი ან დისკომფორტი, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება და არ გადადის.
  • ტკივილი, რომელიც მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, კისერზე, კეფაზე, ზურგზე ან მუცელზე ვრცელდება. ზოგიერთი ადამიანი მას უფრო ძლიერ გრძნობს, ზოგიერთი კი ნაკლებად, უფრო დისკომფორტად აღიქვამს.
  • გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა, ძალების გამოცლის შეგრძნება, ქოშინი.