რომელი დაავადებები შეიძლება იმალებოდეს ტკბილეულისკენ ლტოლვაში: რას ამბობს ექიმ–დიეტოლოგი

1398

ანა ბელოუსოვა, ექიმ–დიეტოლოგი და დიეტოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ეროვნული ასოციაციის წევრი, ამბობს, თუ რომელი დაავადებებეი შეიძლება იმალებოდეს ტკბილეულისკენ ზედმეტად ლტოლვაში.

ის აღნიშნავს, რომ ადამიანები ტკბილეულს ხშირად სტრესის დროს მიირთმევენ, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში „პრობლემის შეჭმა“ ეწოდება და ჭარბ წონას და თანმხლებ დაავადებებს იწვევს. ტკბილეულის მიმართ მოთხოვნის მკვეთრი ზრდა შეიძლება ორგანიზმში რაიმე ნივთიერების დეფიციტის ნიშანი იყოს.

„როცა ტკბილი ფუნთუშები გვიზიდავს, ეს შეიძლება ორგანიზმში ქრომის დეფიციტზე საუბრობდეს. ქრომი მცირე რაოდენობით გვჭირდება და მისი დეფიციტი სწორედ ასეთი სურვილით გამოიხატება. მაგრამ მთავარია: როგორც რკინის დეფიციტს შოკოლადის ჭამით ვერ აღმოფხვრით, ასე ფუნთუშის ჭამით ქრომის დეფიციტს ვერ მოიშორებთ. ამას კვებითი ინვერსია ეწოდება, ამიტომ მდგომარეობის ადეკვატურად შეფასება უნდა სცადოთ“ – აცხადებს ბელოუსოვი პორტალთან „ნევსკიე ნოვოსტთან“ საუბარში.

ექიმი ამატებს, რომ უფრო სახიფათო შეიძლება გახდეს მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის არსებობა, რომელიც კვებით ინვერსიას იწვევს. ის ტკბილი გაზიანი წყლის დალევის სურვილით ვლინდება. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტის კიდევ ერთი სიგნალია – გაღიზიანება. ასე სისხლში შაქრის დეფიციტი გამოიხატება.

დიეტოლოგი გირჩევთ, რომ წარმოებული ტკბილეული ჩაანაცვლოთ ნატურალურით ან  უფრო ნაკლებად მავნე ვარიანტით: სეზონური ხილი, ჟელე, მარმელადი ან შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით. ასეთი პროდუქტები ტკბილეულის მიმართ ლტოლვას ამცირებენ და სხეულის ფორმების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.