დედების დეპრესიის სწრაფად განკურნებაში ბავშვების განვითარება დაგეხმარებათ

669

დადგენილია, რომ ხანგრძლივი დეპრესიის მქონე დედების შვილებს ქცევითი პრობლემების და ცუდად განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 892 დედის დეპრესიის დონე, ასევე 978 ბავშვის განვითარება და ქცევა გააანალიზეს. ამისთვის ქალის ჯანმრთელობის შესახებ ავსტრალიელების ხანგრძლივი კვლევის მონაცემები გამოიყენეს. მათ დედების დეპრესია ორსულობამდე, ორსულობის და მშობიარობის შემდეგ პერიოდს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ მდგომარეობის ხანგრძლივობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად პერიოდი.

როგორც ექიმი კატრინ მოსი აღნიშნავს, კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე ქალი ერთხელ მაინც დეპრესიით იტანჯება მაშინ, როცა 11%–ს რეციდივი აწუხებს.

“დედას დედების დეპრესია რაც უფრო დიდხანს აწუხებდა, მისი შვილებისთვის შედეგები მით უფრო მძიმე იყო. დედებს შეუძლიათ ინერვიულონ, რომ დეპრესიამ ორსულობის დროს გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. ეტაპის მიუხედავად სიმპტომების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია. დედების დეპრესია რაც უფრო ადრე გამოვლენილი და ნამკურნალები იქნება, მით უფრო კარგი შედეგის მიღწევას შევძლებთ“ – ამბობს ექიმი მოსი.