რისი დალევა და ჭამა შეიძლება ნაწლავების არსებული პრობლემების დროს: ონკოლოგის რჩევები

1830

ნაწლავების არსებული პრობლემების დროს რაციონში უნდა შედიოდეს პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბოჭკოებს და მაგნიუმს შეიცავენ. ამის შესახებ ელენა სმირნოვა, ექიმ-პროქტოლოგი და ონკოლოგი საუბრობს.

სპეციალისტმა დეტალურად ჩამოთვალა, თუ რისი ჭამა და დალევა შეიძლება საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ნაწლავების არსებული პრობლემების დროს.

აი, ონკოლოგის მიერ შემოთავაზებული საუზმის ვარიანტი – ომლეტი, ზეთმოსხმული ბოსტნეულის სალათი, ჩირის პიურე ქატოსთან ერთად. სადილობამდე წასახემსებლად ექიმი ვაშლის (შეგიძლიათ გამომცხვარი), შვრიის ფხვიერი ნამცხვრის, წვენის (რბილობით) და ნატურალური იოგურტის მიღებას გირჩევთ.

სმირნოვის თქმით, სასადილოდ შესაფერისია ვეგეტარიანული ბორში, აკროშკა კეფირზე და ძეხვის გარეშე, ქათმის ბულიონი ქერის მარცვლებით, მოხარშული ქათმის ხორცი, გამომცხვარი თევზი ან ძროხის ხორცი ბოსტნეულთან ერთად. დღის მენიუს გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ ბოსტნეულის სალათი, ასკილის ნახარში, პომიდვრის წვენი, ჩირის კომპოტი.

ვახშამზე ნაწლავების პრობლემების დროს ექიმ-ონკოლოგი გირჩევთ ყაბაყის მობრაწულს ხაჭოსთან და არაჟანთან ერთად, თეთრ თევზს ბოსტნეულის სალათთან ერთად, წიწიბურას გუფთებს, ბოსტნეულის სალათს, მოხარშულ ძროხის ხორცს, მოთუშულ კომბოსტოს.

სმირნოვი აღნიშნავს: ნაწლავების ქრონიკული დარღვევის დროს ზოგიერთი პროდუქტის მიღება აკრძალულია. მაგალითად, არ შეიძლება ძლიერი სასმელების (კაკაო, ყავა, ჩაი) დალევა, პურის და ფქვილის, ფენოვანი ცომის ნაწარმის ჭამა. ასევე დაივიწყეთ კონსერვები, ცხიმიანი ხორცი, ცხარე სანელებლები, სოკო, კარტოფილი, შოკოლადი, ბოლოკი.

თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სითხის ბალანსის მხარდაჭერა – დღეში მინიმუმ 1,5 სუფთა წყალი დალიეთ. სითხის დეფიციტი ყაბზობის განვითარებას იწვევს.