დაგეხმარებათ თუ არა აბუსალათინის ზეთი ყაბზობის დროს

1485

კვლევები შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ აბუსალათინის ზეთი საფაღარათო ეფექტის მქონე სტიმულატორია, რომელიც შიგნით მიღების დროს გამოხატულ ყაბზობას ამცირებს. ეს საშუალება ყველასთვის ერთნაირად უსაფრთხოა?

აბუსალათინის ზეთი მიიღება თესლიდან, რომელიც მომაკვდინებელ შხამს, რიცინს შეიცავს. ყაბზობის მკურნალობის გარდა ზეთს მშობიარობის სტიმულაციისა და ლაქტაციის დასაწყებად იღებენ. ზოგიერთი აბუსალათინის ზეთს კანზე ისვამს ოსტეოართრიტის დროს, ასევე თვალზე გაღიზიანების მოსაშორებლად. აბუსალათინის ზეთი ჩასახვის საკონტროლოდ, კეთროვანის და სიფილისის დროს გამოიყენება. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ აბუსალათინის თესლის ერთჯერადი დოზა 12 თვიანი კონტრაცეფციისთვის საკმარისია.

კვლევით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აბუსალათინის ზეთს საფაღარათო მოქმედება აქვს და შიგნით მიღების დროს ყაბზობას აქრობს. რიცინოლის მჟავა – აბუსალათინის ზეთის მთავარი ცხიმიანი მჟავა ნაწლავების კუნთებს შეკუმშვას და განავლის გამოღებას აიძულებს. აბუსალათინის ზეთი მსგავს მოქმედებას საშვილოსნოზე ასრულებს, სწორედ ამიტომ მას მშობიარობის სტიმულაციისთვის იყენებენ. კვლევის ფარგლებში ქრონიკული ყაბზობის მქონე ადამიანებმა აბუსალათინის ზეთის დახმარებით სიმპტომების გაუმჯობესება შეძლეს. მეცნიერები მის საკმაოდ სწრაფ ეფექტს აღნიშნავენ. ყაბზობის დროს რეკომენდებული დოზაა დღეში 15 მლ ზრდასრული ადამიანისთვის და 1-დან 15 მლ-მდე ბავშვებისთვის.

აბუსალათინის ზეთის ერთჯერადი დოზა უმეტესობა ადამიანებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ხანგრძლივი დროით მისი დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია. აბუსალათინის ზეთის 1 კვირაზე მეტხანს ან დღეში 15-60 მლ მოცულობაზე მეტის გამოყენება რეკომენდებული არაა, რადგან მან შეიძლება ორგანიზმში სითხის და კალიუმის დაკარგვა გამოიწვიოს. აბუსალათინის ზეთი ნაწლავების კუნთების ტონუსს ამცირებს, რამაც შეიძლება ქრონიკული ყაბზობა გამოიწვიოს. ამის შესახებ The Health Site წერს.