პროდუქტი საუზმეზე, რომელიც მაღალ წნევას მედიკამენტის მსგავსად ამცირებს

1417

აშშ-ში ჩატარებული კვლევა ადასტურებს: კვერცხის ცილა შეიცავს ნაერთს, რომელსაც არტერიული წნევის შემცირება ისე ეფექტურად შეუძლია, როგორც ჰიპერტონიის ზოგიერთ მედიკამენტს.

მაღალი წნევა სისხლძარღვების სახიფათო პათოლოგიების წინამორბედია. როცა წნევა ქრონიკულად მაღალი ხდება, ის არტერიების კედლებზე დატვირთვას ქმნის, დროთა განმავლობაში უხეშდება და გაფართოების უნარს კარგავს – ეს იმას ნიშნავს, რომ გულს, ტვინს ნაკლები სისხლი მიეწოდებათ და გულის შეტევის, ინსულტის წინაპირობები იქმნება.

კლემსონის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ არსებობს ძველი, კეთილი პროდუქტი, რომლის საუზმეზე მიღება წნევას ჰიპერტონიკებისთვის დანიშნული მედიკამენტის მსგავსად ამცირებს – ქათმის კვერცხი. მათი მონაცემებით, კვერცხის ცილის ნაერთი „წნევის შემცირების უნარით მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს კონკურენციას უწევს“.

„ლაბორატორიაში მივიღეთ მტკიცებულება, რომ ცილოვანი ბლოკების ერთ-ერთი მშენებელი პეპტიდი მაღალ წნევას კაპტოპრილის დაბალი დოზის მსგავსად ამცირებს“ – აცხადებს ჯიპენგ იუ, კვლევის ავტორი და მეცნიერი.

მეცნიერის თქმით, წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ პეპტიდი RVPSL ბლოკავს ფერმენტის წარმოებას, რომელიც წნევას ზრდის. კლემსონის მკვლევარებმა ექსპერიმენტები ვირთხებზე ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ წნევის შემცირების საკითხში განსაკუთრებით ეფექტურია შემწვარი კვერცხის ცილა (თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოხარშული ცილა უფრო სასარგებლო იქნებოდა).

„ჩვენ კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს, რომ ყველასთვის ცნობილი სასაუზმე პროდუქტი წარმოუდგენლად სასარგებლოდ ჩავთვალოთ. მონაცემები ამბობს, რომ კვერცხის ცილის და სამკურნალო საშუალებების კომბინაცია ჰიპერტონიასთან ბრძოლის ძლიერი იარაღი შეიძლება გახდეს“ – ციტირებს მეცნიერის სიტყვებს გამოცემა Express Health.

გარდა ამისა, სპეციალისტები მაღალი წნევის დროს კვების გარკვეული წესების დაცვას გირჩევენ:

  • მარილის მიღება დღეში 6 გრამამდე შეამცირეთ;
  • უფრო მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვით;
  • გაჯერებული ცხიმების მიღება გააკონტროლეთ. რაციონში სასარგებლო მცენარეული ზეთი დაამატეთ;
  • უჯრედისი მიიღეთ;