გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშნები. რა ფერისაა თქვენი თითები?

1705

თუ თითებს უცნაური შეფერილობა აქვთ, ეს შეიძლება გულის შეტევის განვითარების გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს.

გულის შეტევა სერიოზული დარღვევაა, რომელიც ექიმის დაუყონებლივ ჩარევას მოითხოვს. ამას გულში სისხლის დეფიციტი იწვევს. მისი დეფიციტის დროს გულის ის ადგილები, რომელთაც გამოკვება სჭირდებათ, ზიანდება, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

შეტევის სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გართულებას, მკერდში ძლიერ ტკივილს, საერთო ცუდ განწყობას. გულის შეტევას შეიძლება უფრო სუსტი ნიშნები ჰქონდეს. მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის დაავადებების ერთ-ერთი გამაფრთხილებელი სიგნალია თითების კანის მოლურჯო-იისფერი შეფერილობა. ამის შესახებ გამოცემა Express Health წერს.

„ნორმალურია, როცა თითები ცისფერ შეფერილობას სიცივის გამო იძენს. თუ თითები ასეთ ფერს თბილ პირობებში, აშკარა მიზეზის გარეშე იძენს, ეს შეიძლება რაღაც უფრო სერიოზული დარღვევის, მაგალითად, ჟანგბადის დეფიციტის ნიშანი იყოს“ – გვაფრთხილებენ ექსპერტები.

ექსპერტების თქმით, ფეხის თითების ფერის ცვლილება შეიძლება სისხლძარღვების თრომბით დაბლოკვამ გამოიწვიოს. ამ მდგომარეობის გამო სისხლი გულში საჭირო მოცულობით ვერ აღწევს, რაც ორგანოს უჯრედების დაზიანებას იწვევს.

თავის მხრივ, ამერიკული დერმატოლოგიური აკადემიის წარმომადგენლები ამატებენ: ინფარქტის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება ფრჩხილებზეც გამოვლინდეს. ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ კანის წითელი ან იისფერი შეფერილობა სასიკვდილო გულის შეტევის მზარდი რისკის ნიშანია.

„ასეთი ხაზები შეიძლება დაქსაქსული იყოს, რასაც წნევის ძლიერი გაზრდის გამო წვრილი სისხლძარღვების გახეთქვა იწვევს. ასევე ფრჩხილების ქვეშ შეიძლება შეამჩნიოთ სისხლის უწვრილესი ლაქები, რომლებიც ნამსხვრევებს ჰგავს“ – ამბობენ ექიმები.

გულის შეტევის უფრო გავრცელებული სიმპტომები მოიცავს მკერდის ძლიერ ტკივილს, ხელის ტკივილს, მოულოდნელ თავბრუსხვევას.