მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები. ხელის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ

30343

ხელის მდგომარეობის ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს სიგნალი, რომელიც მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების შესახებ გაფრთხილებთ. ხელების გახევების, შებოჭილობის შეგრძნებას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ.

მე-2 ტიპის დიაბეტი მზაკვრულია იმით, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება ცხადი სიმპტომების გარეშე განვითარდეს. პათოლოგიის ტიპიურ ნიშნებად ხშირად შარდვას და მუდმივად წყურვილის შეგრძნებას მიიჩნევენ, მაგრამ არსებობს დაავადების ნაკლებად გავრცელებული ნიშანი, რომელიც ხელის მდგომარეობას უკავშირდება. ორგანიზაციის Diabetes UK (დიდი ბრიტანეთი) ექიმები მოგიწოდებენ, ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ ადამიანი მაჯებს რამდენად თავისუფლად ფლობს.

მათი თქმით, მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების დროს შეიძლება წარმოიქმნას გახევება და შებოჭილობა – მსგავსი პათოლოგია ექიმებში ცნობილია როგორც „დიაბეტური ჰეიროათროპათია“.

„ამ დროს თითების მოძრაობა იზღუდება, ხელები ცვილით დაფარული და გასქელებული გეჩვენებათ. უხეში მაჯის სინდრომი 1-ელი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების 8-50%-ში გვხდება, მაგრამ შეიძლება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებშიც გამოვლინდეს“ – ამბობენ სპეციალისტები Express Health-თან ინტერვიუში.

მათი თქმით, გახევება შეიძლება ნეკა თითით დაიწყოს, შემდეგ კი ცერა თითზე გავრცელდეს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია სახსრების დამძიმება. დარღვევა ხელის ფუნქციების ძლიერ შეზღუდვას იწვევს. მაგალითად, შებოჭილობის შეგრძნება ადამიანს ყველა თითის ერთ მუშტად შეკვრის საშუალებას არ აძლევს.

„სინდრომის განვითარების მიხედვით ხელისგულის შიდა მხარეს კანი შეიძლება სქელი, ნაკლებად ელასტიკური და თითქოსდა ცვილით დაფარული გახდეს“ – დაასახელეს დიაბეტის სიმპტომები ბრიტანელმა ექიმებმა.

მე-2 ტიპის დიაბეტის სხვა ნიშნები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ძლიერი დაღლილობის უჩვეულო შეგრძნება
  • რძიანას რეციდივი
  • ჭრილობების დიდხანს შეხორცება
  • ბუნდოვანი ხედვა

მათი გამოვლენის დროს ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ და მდგომარეობის ცვლილებები განიხილოთ.