როგორ ვლინდება შფოთვა ბავშვებში: 3 ნიშანი

0
2447

ბავშვები ყოველთვის იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ამჟამინდელ საკარანტინო სიტუაციაში, როცა თითქმის მთელი დროის სახლში გატარება გვიწევს, ბავშვებს შეიძლება შფოთვასა და ნერვიულობასთან შეჯახება მოუწიოთ. აი, ამ სულიერი მდგომარეობის რამდენიმე ნიშანი.

ყველასთვის თავის მოწონების მცდელობა

შფოთვის დროს ბავშვებმა შეიძლება ყველასთვის თავის მოწონება სცადონ. თავდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება ბავშვს ადრეულ წლებში პიროვნული განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება. ჰკითხეთ ბავშვს, თუ რა სურს, რით გაუხარდება, რომ სახლის საქმეებში დაგეხმაროთ, რომ მან საკუთარი მნიშვნელობა იგრძნოს.

თქვენთან საწოლში მოდის

ბავშვები მშობლებთან ლოგინში დაწოლას ხშირად ითხოვენ. თუ ასე ყოველ ღამე ხდება, ან ასეთი ქცევა ცოტა ხნის წინ გაჩნდა, შესაძლოა, ბავშვი ძლიერ შფოთვას განიცდის. ბავშვს ძილის წინ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, ზღაპარი ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს წაუკითხეთ.

საყვარელ კერძზე უარის თქმა

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი უბრალოდ ურჩობს, მაგრამ ხშირად კვებითი ჩვევის მყისიერი ცვლილება შფოთვაზე საუბრობს. ამ შემთხვევაში ბავშვს დაელაპარაკეთ, განიხილეთ, თუ საყვარელი კერძის ნაცვლად რა სახის ალტერნატივა შეიძლება მოუმზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ რაციონი მრავალფეროვანი დარჩეს. ასე მომავალში კვებითი ჩვევის აშლილობის რისკს შეამცირებთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი