ბავშვებში ჭარბი წონის მიზეზები ქვეყნების მიხედვით იცვლება

3477

ბავშვებში ჭარბი წონა სულ უფრო და უფრო გავრცელებული პრობლემა ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღარიბ ქვეყნებში. თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ქვეყნის სიღარიბის/სიმდიდრის მიხედვით განსხვავდება. ასეთი მონაცემები იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანგარიშშია მითითებული, რომელიც Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.

„ღარიბ ქვეყნებში არა მხოლოდ ბავშვებში ჭარბი წონის ზრდას, არამედ კვების უკმარისობას ვხვდებით“ – ამბობს სონია კაპრიო, კვლევის წამყვანი ავტორი და დოქტორი, იელის სამედიცინო სკოლაში პედიატრიის (ენდოკრინოლოგია) პროფესორი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი.

„აშშ-ში პრობლემას სიზარმაცე, ასევე ტკბილი და გაზიანი პროდუქტების ჭარბად მოხმარება იწვევს. ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში ტკბილი სასმელები ძალიან პოპულარულია. უბრალო, სუფთა წყალს ძალიან ცოტა ბავშვი სვამს“ – ამბობს კაპრიო.

ბავშვთა სიმსუქნეს რიგი სერიოზული შედეგები აქვს: მე-2 ტიპის დიაბეტის, ღვიძლის გაცხიმოვნების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. კაპრიო თვლის, რომ ჭარბი წონის შემცირების ერთადერთი მეთოდია – ბავშვის კვების გაუმჯობესება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძალიან ბევრ ნახშირწყალს იღებს.