როგორ შევუხამოთ სწორად კოლგოტი ფეხსაცმელს და ტანსაცმელს (ზოგიერთი წესი უკვე მოძველებულია)

2347
როგორ შევუხამოთ სწორად კოლგოტი ფეხსაცმელს და ტანსაცმელს (ზოგიერთი წესი უკვე მოძველებულია)
როგორ შევუხამოთ სწორად კოლგოტი ფეხსაცმელს და ტანსაცმელს (ზოგიერთი წესი უკვე მოძველებულია)

კოლგოტები პირველად აშშ-ში 1960-იან წლებში გამოჩნდა. ეს გამოგონება მოკლე ქვედა ბოლოების მოდას წარმატებულად დაემთხვა. ამ დრომდე ქალები წინდებს იცვამდნენ და მოკლე სტილის კაბაში საკრავები ჩანდა.

ახლა კოლგოტი გარდერობის შეუცვლელი ელემენტია, მაგრამ დიზაინერები, ბლოგერები და უბრალო მომხმარებლები მაინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ და რას შევუხამოთ კოლგოტები სწორად.

თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ მოდელები და მანეკენები მაღაზიაში ხშირად ტანსაცმლის დემონსტრაციას კოლგოტის გარეშე აკეთებენ. სწორედ ამიტომ ცივ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს კოლგოტების თავად შერჩევა უწევთ.

დღეს გთავაზობთ ერთად გავერკვეთ, კოლგოტის ტარების რა წესები არსებობს და აქვს თუ არა რამე აკრძალვა.

კოლგოტის ტარების მკაცრი შეზღუდვები ახლა ძალიან ცოტაა, რადგან მოდის წესები ყოველ სეზონზე იცვლება, სწორედ ამიტომ თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტები გააკეთოთ. თუმცა, თქვენი სტილი სუფთა და მოვლილი რომ იყოს, ზოგიერთი ნიუანსი და მოდის ტაბუ უნდა იცოდეთ.

კოლგოტის შერჩევისას რამდენიმე პირობის გათვალისწინება სცადეთ:

  • გარემო და ტანსაცმლის სტილი (ოფისის სამსახური, ფორმალური თუ არაფორმალური საღამო, ქალაქში სეირნობა და ა.შ).
  • თქვენი ასაკი.
  • მოდის ტენდენციები და ის, რაც თქვენ პირადად მოგწონთ.
  • ამინდი

საერთო წესები

ტანსაცმლის ექსპერიმენტების ეპოქის მიუხედავად, უმჯობესია თუ დაიცავთ წესს: რაც უფრო მჭიდროა კოლგოტი, მით უფრო მჭიდრო უნდა იყოს ტანსაცმელი და მასიური ფეხსაცმელი. თხელი ბამბის და სინთეზური მასალები 40 დენიან კოლგოტს შეუხამეთ: 20 დენამდე ითვლება თხელი, 40-მდე კი – სეზონური. უფრო თბილი ვარიანტები შეგიძლიათ თეთრეულის, ბამბის და ჯინსის კაბებს შეუხამოთ. გაითვალისწინეთ, მჭიდრო მოდელები საქმიან კოსტიუმებთან არ მიდის.

კოლგოტის ხარისხზე ეკონომიის გაკეთება არ სცადოთ. იაფფასიანი მალე იხევა და ფუჭდება, უსიამოვნო ნაკეცს ქმნის. გარდა ამისა, იაფფასიანი თხელი მოდელების დროს ფერი არათანაბრად ნაწილდება.

გამორიცხეთ ყიდვის სიიდან კოლგოტები რუჯის და მბზინავი ეფექტით.

არ დაგავიწყდეთ ამინდი. თუ ძალიან ცხელა, კოლგოტების ჩაცმა საჭირო არაა. თუ რაღაცის გამო კოლგოტის გარეშე გასვლა გრცხვენიათ, შარვალი ან გრძელი კაბა ჩაიცვით.

ცივ ამინდში გამჭირვალე კოლგოტი შარმს არ შეგმატებთ, ამასთან შეიძლება გაცივდეთ. თუ ქუჩაში 5 წუთზე მეტ ხანს გაჩერებას არ აპირებთ – სახლიდან მანქანამდე გაქცევა, მანქანიდან სამსახურამდე და ა.შ – შეგიძლიათ 20 დენის კოლგოტი ჩაიცვათ. თუ ადრეულ შემოდგომაზე, ან გვიან გაზაფხულზე მზიან საკმაოდ ანათებს და არ ცივა, მჭიდრო შავი ფერის კოლგოტები არ ჩაიცვათ.

კოლგოტები წინდებთან ერთად არასდროს ჩაიცვათ, (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გინდათ, რომ გათბეთ და ჩექმის ან ბოთის ჩაცმის დროს წინდები არ ჩანს).

თეთრი კოლგოტები საკმაოდ ხშირად შეგიძლიათ მოდის ჟურნალებში იხილოთ. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ტანსაცმელთან შეხამება საკმაოდ რთულია და ბევრისთვის ის პატარა გოგოს სტილთან ასოცირდება.

ფეხსაცმელთან შეხამება

როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, კოლგოტები და ღია ფეხსაცმელი ტაბუს არ წარმოადგენს. მთავარია რამდენიმე წესი დაიცვათ:

  • ფეხსაცმელი ქუსლიანი უნდა იყოს.
  • კოლგოტი ხორცისფერი არ უნდა იყოს;
  • თითებზე ნაკერები არ უნდა ჩანდეს;
  • კოლგოტები ძალიან გამჭირვალე არ უნდა იყოს, ასევე ძალიან მუქი „ზამთრის“ ვარიანტი არ გამოდგება.

სანდლის და კოლგოტის კომბინაციით არაფორმალური ქალაქის სტილის, ან საღამოს კოქტეილის შექმნა შეიძლება. აუცილებელი არაა ფერები იდენტური იყოს.

ნებისმიერი სიმკვრივის კოლგოტის ტარება რეკომენდებული არაა მსუბუქ უქუსლო ფეხსაცმელთან: ბალერინები, მოქასინები, სანდალი. თუმცა კეტების და ბოტასების კოლგოტების შეხამებაზე ბევრი მოდის მიმდევარი თანხმობას იძლევა – მიიღებთ თანამედროვე casual სტილს. მჭიდრო კოლგოტი ასევე ასევე კარგად ეხამება დახურულ ფეხსაცმელს: ჩექმები, ბოთები.

დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ფეხსაცმელი კოლგოტზე უფრო მუქი ფერის უნდა ყოფილიყო. ახლა თამამი დიზაინერები ამ წესს არ მისდევენ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ფერების კომბინაციაზე ზრუნვა მაინც მოგიწევთ: ერთი ფერის კოლგოტმა და ფეხსაცმელმა შეიძლება თქვენი სტილი სასაცილო გახადოს. თუმცა შავი ფერის მოდელი და შავი ფერის ფეხსაცმელი ერთმანეთს კარგად ერწყმის და ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.

საბაზო ფერები

მოდის ბლოგერები და სტილისტები უკვე დიდი ხანია კამათობენ, შეიძლება თუ არა ხორცისფერი კოლგოტების ჩაცმა.  ბევრი ქალი თანხმდება რომ ხორცისფერი კოლგოტი ოფისისთვის საუკეთესო ვარიანტია. მთავარია გახსოვდეთ, რომ გამჭირვალე კოლგოტი ქმნის ეფექტს, რომ ფეხებზე არაფერი გაცვიათ. ყველა დანარჩენმა უნდა შექმნას ეფექტი,რ ომ ფეხები შიშველი არაა. სწორედ ამიტომ არა მბზინავი, არამედ უფრო გლუვი ვარიანტი აირჩიეთ, რომელიც თქვენს კანს მაქსიმალურად ედრება. ოფისის ან საქმიანი შეხვედრების გარდა, ხორცისფერი კოლგოტი ჯობს არ ჩაიცვათ.

შავი კოლგოტი – გარდერობის პრეტენზიული ელემენტია. ერთი მხრივ, უნივერსალური გვეჩვენება და ნებისმიერ ტანსაცმელს უხდება, მეორე მხრივ, ღია ფერის კაბასთან შეხამების დროს გამოიყოფა და თქვენს სტილს აგრესიულს ხდის. სქელი შავი კოლგოტი ყოველდღიურ სტილს ავსებს, ხოლო თხელი შავი კოლგოტი თქვენ სტილს საქმიანი შეხვედრის დროს გააფუჭებს.

შავის ნაცვლად ოფისის დრესკოდისთვის საინტერესო, მაგრამ არა გამომწვევი ფერი შეარჩიეთ, როგორიცაა გრაფიტული, ანტრაციტული. მათი შეხამება როგორც მუქ, ასევე ღია ფერის ტანსაცმელთან შეიძლება. თხელი კოლგოტი სტილს არ გადატვირთავს, უბრალოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენი ფეხები შიშველი არაა.

ფერადი და „ფანტასტიკური“ კოლგოტები

ფერადი კოლგოტები ყოველთვის არაფორმალურ ელფერს გმატებთ, სწორედ ამიტომ გარემო, სადაც მის ჩაცმას აპირებთ, გაითვალისწინეთ. ფერადი მოდელების სხვა ტანსაცმელთან სწორად შეხამება რთულია. თუ გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, მარტივი წესი დაიცავით: 3-4 ფერზე მეტი არ გამოიყენოთ და თბილი თბილს შეუხამეთ, ცივი კი ცივს.

ხორცისფერი  მოხატული კოლგოტი უმჯობესია არ შეიძინოთ. რეალობაში ასეთი კოლგოტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თქვენი ფეხები ჩალურჯებებით არის სავსე. ახლახანს გამოჩენილი ხორცისფერი კოლგოტი ტატუს იმიტაციით ეფექტურია, თუ მათ სწორი პროპორციით აირჩევთ.

ე.წ. „ფანტასტიკური“ კოლგოტები ნახატებით და ორნამეტებით – მხოლოდ ერთი ფერის ტანსაცმელს შეუხამეთ.

ბადე კოლგოტები ნამდვილად ელეგანტური სტილის შესაქმნელად არის საჭირო. მოკლე ქვედა ბოლოსთან, გულამოღებულ კაბასთან, ღია და მასიურ ფეხსაცმელთან ასეთი კოლგოტის ჩაცმას არ გირჩევთ.

კოლგოტი და კაბის სიგრძე

თხელი კოლგოტები მოკლე კაბასთან და მოკლე ქურთუკთან ცივ ამინდში ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება – გარშემომყოფები თქვენს ჯანმრთელობაზე იდარდებენ. ცივ სეზონზე კოლგოტები და მოკლე ქვედაბოლო გრძელ პალტოს უნდა შეუხამოთ.

თქვენ როგორ კოლგოტს ანიჭებთ უპირატესობას? გაქვთ თუ არა კოლგოტის ფეხსაცმელთან და ტანსაცმლის შეხამების  თქვენი პირადი მოდის ტაბუ?