5 მითი შაქრიანი დიაბეტის შესახებ თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით

0
3502

როგორც ნებისმიერი სახიფათო დაავადების, ასევე შაქრიანი დიაბეტის შესახებ უამრავი მითი არსებობს. რას ფიქრობს ამის შესახებ თანამედროვე მეცნიერება?

მითი 1: დიაბეტი – ტკბილეულის მოყვარულების დაავადება

ფაქტი: დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორი არა ერთი, არამედ უამრავია

შაქრიანი დიაბეტი დაავადებების ჯგუფია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას უკავშირდება. მათთვის დამახასიათებელია სისხლში გლუკოზის ჭარბი დონე – ჰიპერგლიკემია.

1-ელი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ინსულინის მწარმოებელი, კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების დაზიანებით არის გამოწვეული. რისკის ფაქტორები, რომლებიც 1-ელი ტიპის შაქრიან დიაბეტს იწვევს ბევრად უფრო მეტია. მათ შორის ზოგიერთი ცვლილებას არ ექვემდებარება: ასაკი, მემკვიდრეობა, ეთნიკური წარმომავლობა, ზოგიერთი ქრონიკული პათოლოგია.ზოგიერთ ფაქტორს ადამიანი თავისით იწვევს. ესაა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, არაჯანსაღი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და მავნე ჩვევები. ცხადია, რომ ტკბილეულის ჭარბი მოხმარება, როგორც სხვა მარტივი ნახშირწყლების მიღება ერთ-ერთია სხვა უამრავ რისკ-ფაქტორს შორის, რომელიც მე-2 ტიპის შაქრიან დიაბეტს იწვევს.

მითი 2: შაქრიანი დიაბეტი ძალიან იშვიათად ვითარდება

ფაქტი: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ისეთი ტემპით ვრცელდება, რომ სპეციალისტები ეპიდემიაზე სერიოზულად საუბრობენ.

შაქრიანი დიაბეტით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ამასთან, პაციენტების ნახევარს დაავადების არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.

გარდა ამისა, ბევრს მეტაბოლური სინდრომი აწუხებს – ნივთიერებათა ცვლის კომპლექსური დარღვევა, როცა დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება. მისი განვითარება ინსულინის რეზისტენტობას უკავშირდება. ეს არის მდგომარეობა, როცა ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვალში იწარმოება, მაგრამ ორგანიზმის უჯრედები მას „ვერ ხედავენ“ და ვერ ითვისებენ გლუკოზას, რომელიც ენერგიის ძირითადი წყაროა. ამის გამო სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია იზრდება და პრედიაბეტი ვითარდება. სწორედ ამიტომ, სისხლში გლუკოზის დონის რეგულარულად გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია.

მითი 3: შაქრიანი დიაბეტი ჭარბ წონას არ უკავშირდება

ფაქტი: ჭარბი წონა და სიმსუქნე მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორებია.

ჭარბი წონის, სიმსუქნის და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე ხალხში შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მუდმივად იზრდება. ამასთან ყველამ არ იცის, რომ ჭარბი წონა და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, მათ შორის ქოლესტერინის ჭარბი დონე შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს. ამ სახიფათო დაავადების დროულად აღმოსაჩენად გლუკოზის დონე და ქოლესტერინის დონე აუცილებლად რეგულარულად უნდა შეამოწმოთ.

სხვათა შორის, ჭარბი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მთავარი მიზეზებია, რის გამოც შაქრიანი დიაბეტი ახალგაზრდავდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადრე დაავადების დიაგნოზი საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში ხდებოდა, ახლა კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში სულ უფრო ხშირად გვხვდება.

მითი 4: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი რბილად მიმდინარეობს

ფაქტი: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ხშირად ფარულად მიმდინარეობს და სახიფათო გართულებებს იწვევს.

იმის გამო, რომ პაციენტს დაავადების შესახებ წარმოდგენა არ აქვს და დახმარებას გვიან მიმართავს, შაქრიანი დიაბეტის აღმოჩენა სერიოზული გართულებების განვითარების ეტაპზე ხდება.

ჰიპერგლიკემიის მდგომარეობამ შეიძლება სისხლძარღვების, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი კაპილარების დაზიანება გამოიწვიოს. ეს კი თვალის, თირკმლის, გულის, სისხლძარღვების და ნერვების ფუნქციებს არღვევს.

ქოლესტერინის ჭარბი დონე, რომელიც შაქრიან დიაბეტს ხშირად თან ახლავს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ართულებს, ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადების განვითარებას იწვევს.

მითი 5: შაქრიანი დიაბეტი – ეს განაჩენია.

ფაქტი: ორივე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შედეგები შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ.

ამ დროისთვის შეგროვებული სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ შაქრიანი დიაბეტის გართულებების განვითარების რისკის შესამცირებლად ეფექტური მიდგომები არსებობს:

  • დიეტის დაცვა რაფინირებული პროდუქტების, მარტივი ნახშირწყლების და ცხოველური ცხიმების შეზღუდვით;
  • საშუალო ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშის შესრულება მინიმუმ 150 წუთი კვირაში 18-60 წლის ასაკის ადამიანისთვის, ხოლო 5-დან 17 წლამდე ბავშვებში მინიმუმ 60 წუთი დღეში;
  • ჭარბი წონის ნორმამდე შემცირება და სხეულის მასის კონტროლი მთელი ცხოვრების მანძილზე;
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმა, კერძოდ თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე;
  • გლუკოზის დონის და არტერიული წნევის მაჩვენებლის კონტროლი;

ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანას შეგიძლიათ სპეციალური მეტაბოლური საშუალებები დაუმატოთ, რომლებიც დანიშნულ მკურნალობასთან კომპლექსურად მოქმედებს და მის დადებით შედეგს ხელს უწყობს. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია დიბიკორი. ეს საშუალება რუსმა სპეციალისტებმა ორგანიზმისთვის ბუნებრივ ნივთიერებაზე დაფუძნებით შექმნეს.

პრეპარატი ნივთიერებათა ცვლაზე, ქსოვილებსა და ორგანოებში მიკროცირკულაციაზე დადებით გავლენას ახდენს. საქმე იმაშია, რომ ჰიპერგლიკემიის ერთ-ერთი არახელსაყრელი შედეგია მიკროსისხლძარღვების გართულება, რასაც კაპილარების დაზიანება იწვევს. ეს კი  ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიწოდებას ართულებს. დიბიკორი ინსულინის რეზისტენტობას ამცირებს და უკვე 2 კვირაში სისხლში გლუკოზის დონის შემცირება შეინიშნება. გარდა ამისა, პრეპარატი ცხიმოვან ცვლაზე დადებით გავლენას ახდენს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს. პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის ვისცელარული ცხიმის შემცირებას ხელს უწყობს.

დიბიკორის მიღება ფიზიკური ვარჯიშის დროს შრომისუნარიანობას ზრდის, ანუ დაგეხმარებათ რეგულარულ აქტივობასთან შეგუებაში, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია.

პრეპარატს უკუჩვენებები გააჩნია, გამოყენების წინ ინსტრუქციას გაეცანით.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი