ოსტეოპოროზის ამ 5 სიმპტომს ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ

0
5527

ოსტეოპოროზი, რომელიც ჩონჩხის ძვლების გამძლეობის და სიმკვრივის დაკარგვას გულისხმობს, პროფილაქტიკას საჭიროებს. ხალხი ხშირად ყურადღებას აქცევს მის სიმპტომებს, რომლებიც დროულად აუცილებელი ზომების მიღებისკენ მოგვიწოდებს. როგორც მინიმუმ, 5 ასეთი სიმპტომი არსებობს.

ადამიანების უმეტესობამ ოსტეოპოროზის არსებობის შესახებ კარგად იცის, მაგრამ მასთან პირადი შეჯახება სრულად მოულოდნელი ხდება. მხოლოდ გაკვირვებული არიან, რომ მცირე დავარდნამ ან დარტყმამ მოტეხილობის გამოწვევა შეძლო.

აღმოსავლეთ ვირჯინიაში, სამედიცინო სკოლაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობა უფრო ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, ექიმები ხაზს უსვამენ: „ოსტეოპოროზი არის ის, რის შესახებ ყველა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს. თქვენ შეგიძლიათ მისი სიმპტომები უგულებელყოთ, მაგრამ მის მიერ გამოწვეულ მოტეხილობას აუცილებლად იგრძნობთ“.

აი, 5 სიმპტომი, რომელთაც ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ:

ასაკი. თუ უკვე 50 წელი შეგისრულდათ, ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორები ძლიერდება. ამ ასაკში ექიმთან გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ იმის განსასაზღვრად, თუ დაავადების პირადი რისკი რამდენად მაღალია და კალციუმის დამატებით მიღება ხომ არ გჭირდებათ.

ზოგიერთი მედიკამენტის მიღება. ასეთ მდგომარეობას ხშირად სათანადოდ არ აფასებენ. არადა სტეროიდებმა, ინექციურმა კონტრაცეპტივებმა, დეპრესიის და გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება ოსტეოპოროზი გამოიწვიონ.

წელში მოხრილობა. ერთი შეხედვით ბევრის მთქმელ სიმპტომს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. 50 წლის შემდეგ თქვენი სიმაღლე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, დგომა გააკონტროლოთ – მოხრილმა ხერხემალმა შეიძლება არახელსაყრელი პროცესები გამოიწვიოს.

ტკივილი სხეულში. ძვლებში მცირე ბზარები არა მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად, არამედ ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში შეიძლება გაჩნდეს. ისინი ტკივილის შეგრძნებას იწვევენ, რომელსაც უგულებელყოფენ ან მოთმინებით იტანენ, რადგან ეს სახიფათო და მძიმე მდგომარეობად არ მიაჩნიათ.

კუნთების სისუსტე. მაგალითად, ის გამოიხატება სკამიდან ხელის დახმარების გარეშე ადგომის სირთულეში. ეს ძვლების დაშლის პროცესის სავარაუდო სიმპტომია. ამ შემთხვევაში ძვლოვანი აპარატის და კუნთების კავშირი სუსტდება.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი