შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შესახებ გაგაფრთხილებთ

0
743

სმარტფონის აპლიკაცია, სახელწოდებით QUiPP v2 ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. აპლიკაციის ფუნქცია – ნაადრევი მშობიარობის რისკის გამოთვლა თითოეული ქალისთვის, ვინც მას თავის გაჯეტში გადმოწერს.

გამოგონების შესახებ გამოცემა Eurek Alert წერს. როგორც ცნობილი გახდა, QUiPP v2 ქალების მონაცემებს (მათ შორის კლინიკური ტესტების მონაცემებს) აანალიზებს და ინდივიდუალურ რისკ-ფაქტორებს ითვლის, როგორიცაა ნაყოფის მოშორება, ნაადრევი მშობიარობა.

გამოცემის თქმით, აპლიკაცია უკვე ტესტირების სტადიაზე იმყოფება. მისი ალგორითმი მუდმივად ახლდება, რომ QUiPP v2-ის სამომავლო მუშაობა თითოეული ქალისთვის მაქსიმალურად ზუსტი და სასარგებლო იყოს.

როგორც ექიმები ამბობენ, ნაადრევმა მშობიარობამ შეიძლება ახალშობილის ტვინში ჰიპოქსია გამოიწვიოს. შედეგად, ბავშვს შეიძლება მოძრაობის კოორდინაცია დარღვეული ჰქონდეს და კუნთოვანი მეხსიერების პრობლემები აწუხებდეს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი