ცნობილია სიმპტომები, რომლებიც ორგანიზმში გლუკოზის სერიოზულ დეფიციტზე მეტყველებენ.

2294

ორგანიზმში გლუკოზის ანომალიურად დაბალი დონე შეიძლება შეგვხდეს ადამიანებში, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის დაავადებები აწუხებთ. აღსანიშნავია, რომ გლიპოგლიკემია შეიძლება სრულად ჯანსაღ ადამიანს გარე ფაქტორების გამო განუვითარდეს.

გლუკოზის დაბალ დონეზე ტვინის პირველი რეაქციაა – შიმშილი, ამასთან შეუჩერებელი. ადამიანს სულ ჭამა სურს და შიმშილის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.

შემდგომი სიმპტომები უფრო სერიოზულია:

  • განწყობის ცვალებადობა
  • თავის ტკივილი
  • არტერიული წნევის შემცირება
  • ჟრჟოლა
  • არასათანადო ქცევა

ყველა ამ სიმპტომის აღმოფხვრას 2 ს/კ შაქართან ერთად 1 ჭიქა ჩაის დალევით სწრაფად შეძლებთ. თუ სიმპტომები ხშირად მეორდება, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ და გამოკვლევა ჩაიტაროთ.