ეს 3 ანტიოქსიდანტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანთებას ამცირებს

1944

ანტიოქსიდანტები უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მოლეკულებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავენ. 3 ანტიოქსიდანტი, კერძოდ, C და E ვიტამინი, ასევე ალფა-ლიპოური მჟავა, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ანთების შემცირებაში დაგეხმარებათ. ორი, ბრმა ჯვარედინი კვლევის შედეგები 2019 წელს Experimental Biology-ში, ორლანდოში წარმოადგინეს.

ალფა-ლიპოური მჟავა, C და E ვიტამინები ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ამ სამი ანტიოქსიდანტის კომბინაცია უფრო მეტ სარგებელს იძლევა.

კვლევა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებზე

16 პაციენტი, რომელთაც გულის უკმარისობა ჰქონდათ, პლაცებოს, ან 1000 მგ C ვიტამინის, 600 გრ ალფა-ლიპოური მჟავის და 600 ME E ვიტამინის კომბინაციას იღებდა. მეცნიერები მონაწილეების დიდი და პატარა სისხლძარღვების მოქმედებას აკვირდებოდნენ. ასევე თითოეულ ჯგუფში მონაწილეებს ცვლიდნენ და ფუნქციებს განმეორებით აფასებდნენ.

შედეგები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სამი ანტიოქსიდანტის კომბინაცია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მავნე ანთებას ამცირებს და აზოტის ოქსიდს ზრდის. აზოტის ოქსიდი ცნობილი ვაზოდილატორია – მოლეკულა, რომელიც სისხლძარღვებს ამშვიდებს და მათ გაფართოებას იწვევს. ეს კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ამ მიკროელემენტების შემცველი დანამატები კვლევის მონაწილეებში გულისცემას აუმჯობესებდნენ და ქოშინს ამცირებდნენ, რაც გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ცხოვრებას აუმჯობესებდა. მოხალისეთა 80% ამბობს, რომ არარეგულარული გულისცემა აღარ აქვთ, 90% კი ძლიერი დაღლილობა აღარ აწუხებს.