პირის ღრუს დაავადებები გულის დაავადებებს იწვევენ? – სტომატოლოგი ტომას სალინასის განმარტება

999

პირის ღრუს ცუდი ჯანმრთელობა უკვე დიდი ხანია გულის დაავადებების შესაძლო მიზეზად განიხილება. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ გულის უკმარისობა, არტერიების დაცობვა და ინსულტი შეიძლება პირის ღრუში არსებული ბაქტერიების მიერ გამოწვეულ ანთებას და ინფექციებს უკავშირდებოდეს.

მაიოს კლინიკის სტომატოლოგი ტომას სალინასი ამბობს, რომ პირის ღრუს და გულის ჯანმრთელობას შორის გარკვეული კავშირი არსებობს, მაგრამ მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არაა.

„უამრავი ერთობლივი კვლევაა ჩატარებული. ზოგიერთი ერთი დაავადების პროცესთან ურთიერთობაში კარგად კონტროლირდება. როგორც ვიცით, დაავადება მრავალი გზით ვლინდება“ – განმარტავს ექიმი MedicalXpress-ისთვის.

კბილებსა და ღრძილებზე ზრუნვა გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად შემოწმებულ მეთოდს არ წარმოადგენს, თუმცა ექიმის თქმით, პათოგენების მოსაშორებლად კბილების რეგულარული წმენდა და სტომატოლოგთან მათი მდგომარეობის შემოწმებ ძლიერი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს.

„აქ საქმე იმაშია, რომ პირის ღრუ ორგანიზმში „კარიბჭეს“ წარმოადგენს. თუ ბაქტერიებს დროულად არ მოვიშორებთ, სხვა სახეობები ანაერობულ ან უჟანგბადო გარემოში ზრდას დაიწყებენ და მათ შეიძლება სისტემურ, ქრონიკულ დაავადებებს ხელი შეუწყონ. მნიშვნელოვანია, რომ კბილებსა და ღრძილებზე მიკრობები დროულად მოიშოროთ“.

თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაზე ნერვიულობთ, რისკის შემცირების შემოწმებულ მეთოდებზე თერაპევტთან კონსულტანცია გაიარეთ. ასეთი შემოწმებული მეთოდებია – თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა, რაციონში შაქრის და ნაჯერი ცხიმების შემცირება, ჯანსაღი წონის შენარჩუნება.