მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ ახანგრძლივებს სიცოცხლეს ზეითუნის ზეთი

1581

მინესოტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები ასაკობრივ დაავადებებზე დიეტის გავლენის პოტენციურ ახალ მეთოდს სწავლობენ. მთავარი გასაღები – ზეითუნის ზეთი.

ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტაში ზეითუნის ზეთი მთავარი გასაღებია, რომელიც ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდას და ასაკობრივი დაავადებების შემცირებას ემსახურება. შედეგები ჟურნალში Molecular Cell გამოქვეყნდა.

წითელი ღვინო თუ ზეითუნის ზეთი?

ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ღვინო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ჯანსაღ რაციონში მთავარი ფაქტორია, რადგან ის ე.წ. რესვერატროლის ნაერთებს შეიცავს, რომელიც უჯრედებში გარკვეულ გზებს ააქტიურებს და ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდის. ბოლო სამუშაოებით სავარაუდოა, რომ სინამდვილეში ამ გზას ზეითუნის ზეთში შემავალი ცხიმი ააქტიურებს.

მხოლოდ ზეთი საკმარისი არაა

მხოლოდ ზეითუნის ზეთის მიღება საკმარისი არაა, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი მიიღოთ. კვლევა აჩვენებს, რომ კალორიების შეზღუდული მიღების და ფიზიკური ვარჯიშის კომბინაციის დროს ზეითუნის ზეთის ეფექტი უფრო გამოხატულია.

„აღმოვაჩინეთ, რომ ამ ცხიმის მოქმედების მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ ის მიკროსკოპულ ნაერთებში, ლიპიდურ არხებში, ინახება და რადგან უჯრედები ცხიმს აგროვებენ, სასარგებლო ეფექტები ხორციელდება. ჩვენ გვსურს ბიოლოგიის გაგება, მისი ადამიანებზე გადატანა და ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის პარადიგმას შევცვლით“ – ამბობს კვლევის მთავარი ავტორი.