მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ნაადრევი ნიშნები

5218

მსხვილი ნაწლავის სიმსივნე სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მთელ მსოფლიოში. დაავადება ხშირად ძალიან გვიან ვლინდება – ნიშნებს და სიმპტომებს ადამიანები უგულებელყოფენ. თავდაპირველად ლორწოვანი გარსის დადებითთვისებიანმა წარმონაქმნმა, რომელიც ცნობილია როგორც პოლიპები, შეიძლება ნაწლავების სხვადასხვა ადგილას სიმსივნე გამოიწვიოს. ეს წინამორბედი ხშირად მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებამდე 10-15 წლით ადრე ჩნდება.

ექიმებს შეუძლიათ მსხვილი ნაწლავის სიმსივნის სკრინინგის დროს კოლონოსკოპიის დახმარებით პოლიპები ამოიცნონ, რომელთაც ხშირად თავდაცვის მიზნით კვეთენ. ნახეთ, მიეკუთვნებით თუ არა კოლორექტალური სიმსივნის რისკის ჯგუფს და პროფილაქტიკის ზომების მიღება თუ გჭირდებათ.

ნიშნები, რომლებიც გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს

50 წელზე მეტი ასაკი

ასაკის მატებასთან ერთად რისკი იზრდება. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, დაავადების საშუალო ასაკი კაცებში 69 წელი, ხოლო ქალებში 75 წელია.

განავალში სისხლი შენიშნეთ

ოდესმე განავალში სისხლი შეგინიშნავთ? ეს განგაშის სიგნალია, რაც სერიოზულ დაავადებაზე შეიძლება საუბრობდეს.

პოლიპების ისტორია

მათ შეიძლება მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რისკი გაზარდონ. თუ ასეთი დადებითთვისებიანი წარმონაქმნი უკვე ამოჭრილია, ექიმმა ნაწლავების მუშაობა უნდა გააკონტროლოს.

„რეგულარული პროფილაქტიკა და შემდგომი დაკვირვება მნიშვნელოვანია, რომ პოლიპების რეციდივი ადრეულ სტადიაზე შენიშნონ და მკურნალობა ჩაატარონ“ – წერს გამოცემა Focus.

მემკვიდრეობა

თუ ოჯახში ვინმეს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა, თქვენ უფრო მაღალი რისკის ქვეშ ხართ.

წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება

ეს დაავადებები სიმსივნის რისკს ზრდიან. თუ ნაწლავების ქრონიკული ანთება გაქვთ, სჯობს გამოკვლევა რეგულარულად ჩაიტაროთ.