ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ – ეს 7 ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდეთ

4013
ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ - ეს 7 ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდეთ
ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ - ეს 7 ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდეთ

ბეთჰოვენი ყოველდღე 60 მარცვლისგან ყავას ხარშავდა, ვოლტერი დღეში 50 ჭიქას სვამდა და 83 წლამდე იცხოვრა. გამოდის, რომ ყავისადმი დამოკიდებულება არც თუ ისე საშიშია, როგორც მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ?

ჩვენ ყავის ამ წამსვე დალევის 7 მიზეზი შევაგროვეთ და ბონუსის სახით – ყავის კოქტეილის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ტვინის აქტიურობის ზრდა

საიდუმლო არაა, რომ ყავა კონცენტრაციის უნარს ზრდის, ადამიანის რეაქციის უნარს აჩქარებს, მაგრამ ცალკე ყავა არა. მხოლოდ შაქრიან ყავას შეუძლია თქვენ დროებით პატარა გენიოსი გაგხადოთ, რადგან სწორედ კოფეინის და გლუკოზის ნაერთი ტვინის საჭირო არეს ააქტიურებს. ყავა უზმოზე არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ. ამ დროს ყავა პირიქით მოქმედებს.

გაზრდილი წნევა

ერთ ჭიქა ყავას ჰიპოტენზიის, დაბალი წნევის, შეტევის დაძლევა შეუძლია.  გაითვალისწინეთ, მათ, ვისაც ყავის დალევის შემდეგ პულსი უჩქარდებათ და ტაქიკარდია ეწყებათ, ყავის დალევა არ შეიძლება. ჰიპერტონიკს ყავა ზიანს არ აყენებს, ყავის ხშირი დალევის შემთხვევაში, ორგანიზმი მას ეჩვევა და სხეული მასზე აღარ რეაგირებს.

იმუნიტეტის გაძლიერება

რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებმა ერთდროულად აღმოაჩინეს, რომ ყავის მიღება ნაადრევ სიკვდილს ამცირებს: რისკი მით უფრო დაბალია, რაც უფრო მეტ ყავას სვამს ადამიანი დღეში.  ოპტიმალური რაოდენობა არის 3 ჭიქა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ყავა იმუნური სისტემის მუშაობას ცვლის, მას აქტიურს და ჯანმრთელს ხდის, ასევე ღვიძლს, გულს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებს. ეცადეთ ახალ დაფქული ნატურალური ყავა დალიოთ. ხსნად ყავაში ნაკლები სასარგებლო ნივთიერება არის, ხოლო ქიმიური დანამატები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე უარყოფით გავლენას ახდენს.

თავის ტკივილს აქრობს

კოფეინი, რომელსაც ნატურალური ყავა შეიცავს, თავის ტკივილს და შაკიკს აქრობს. ეს ანალგეტიკის სრულყოფილ ალტერნატივას არ წარმოადგენს. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები უფრო ეფექტურია, რადგან მათში ამაზე კოფეინს ამატებენ, რომელიც მედიკამენტის აქტიური ნივთიერებების მოქმედებას 40%-ით ზრდის.

ანტისტრესი და ანტიდეპრესანტი

დოფამინის და სეროტინინის გამომუშავებით, რომელიც კარგ განწყობას ხელს უწყობს, სტრესის დამარცხება შეიძლება. მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა ან თუნდაც  მისი სუნი სტრესულ სიტუაციაში დაბნევის საშუალებას არ მოგცემთ. კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტიმულატორია, და სწორედ ნერვული სისტემის მუდმივი სტიმულაცია დეპრესიისგან გვიცავს. ასეთი ეფექტი აქვს მხოლოდ კოფეინს ყავაში – კოფეინს ჩაიში, გაზიან სასმელში ან შოკოლადში ნერვული სისტემის ასეთ დონეზე სტიმულირება არ შეუძლია.

მეხსიერების გაუმჯობესება

იგივე სტიმულატორი და ნეირომედიატორი, რომელთა დახმარებითაც ყავა განწყობას და შრომისუნარიანობას ზრდის, ჩვენს მეხსიერებასაც აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხანმოკლე მეხსიერებაზე აისახება. ეს უკვე კარგია, რადგან ყველა ინფორმაცია თავიდან სწორედ აქ ინახება და მხოლოდ 1 საათის გასვლის შემდეგ იდეალურ პირობებში ჩვენი ცოდნა ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის.

წონას ამცირებს

თქვენი ოცნებები უფრო ნათელი ხდება, რადგან ყავას ნამდვილად შეუძლია წონის შენარჩუნება და შემცირება.  ჰორმონი ლეპტინის შემცირება ცხიმის დაგროვების ხარჯზე წონის ზრდას იწვევს, ხოლო კოფეინი მის რაოდენობას ორგანიზმში ზრდის.  ყავის მოყვარულები ამიტომ ნაკლებად იმატებენ წონაში, ხოლო ფიზიკური ვარჯიში ამ დროს ბევრად უფრო ეფექტურია.

ბონუსი:

ცივი ყავის სასმელის რეცეპტი ბევრი არსებობს, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია:

  • ნებისმიერი ყავა მოხარშეთ;
  • გააგრილეთ, შემდეგ ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ და გაყინეთ;
  • შემდეგ ერთ ჭიქა რძეში უბრალოდ ყავის ყინულები ჩაყარეთ;
  • მარტივი ცივი ყავის კოქტეილი მზადაა!