კურკუმა (კურკუმინი) ნაწლავების ანთებით დაავადებებს კურნავს – კვლევის შედეგები

2110

კურკუმა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო სუპერ პროდუქტია. კვლევის თანახმად, კურკუმა ნაწლავების ანთებითი დაავადებების შემსუბუქებაში შეიძლება დაგეხმაროთ.

კვლევა სან-პაულოში (ბრაზილია) სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელიც „სამკურნალო საკვების ჟურნალში“ გამოქვეყნდა.

ნაწლავების ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი და ა.შ.) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ, განმეორებით ანთებას იწვევს. იმის მიუხედავად, რომ ნაწლავების ანთებითი დაავადების მიზეზი უცნობია, ექიმები აღნიშნავენ, რომ ის ნაწლავების მიკრობიომში, ბარიერულ ფუნქციებსა და იმუნურ სისტემაში გარკვეულ ცვლილებებს უკავშირდება.

კურკუმინი, როგორც ნატურალური საშუალება ნაწლავების ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგოდ

ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი მცენარე შეგვიძლია ნაწლავების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ გამოვიყენოთ. განსაკუთრებით კი ისეთი მცენარეები, რომელთა ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. მათ შორის საუკეთესოა კურკუმა (აქტიური ნივთიერება – კურკუმინი).

„კურკუმას თვისებები განპირობებულია ნაერთებით, რომელთაც კურკუმინოიდები ეწოდება. მათ მიეკუთვნება ბისდიმეტოქსიკურკუმინი, კურკუმინი და დემეტოქსიკურკუმინი. ამ სამი ნაერთიდან კურკუმინი კურკუმაში უფრო მეტად გავრცელებული და უფრო ფართოდ შესწავლილია“ – ამბობს გამოცემა Food News.

მეცნიერებმა შეისწავლეს კვლევები, სადაც ნაწლავების ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგოდ კურკუმინის სასარგებლო ეფექტი იკვლეოდა. მათ აღმოაჩინეს, რომ კურკუმინი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მოლეკულის წარმოებას აფერხებს და თავის მხრივ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების – ინტერლეიკინ-4 (IL-4) და ინტერლეიკინ-10 (IL-10) წარმოებას ზრდის.

ავტორები ვარაუდობენ, რომ კურკუმა კურკუმინის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით შეგვიძლია პოტენციულად გამოვიყენოთ, როგორც ნაწლავების ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება.