კარდიოლოგებმა ახალგაზრდა ასაკში გულის შეტევის მიზეზები დაასახელეს

2661

გულის შეტევა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ხანდაზმულების ხვედრად მიიჩნევდნენ, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში ძალიან გავრცელებული ხდება. კარდიოლოგებმა დაასახელეს მიზეზები, რომლებიც ამ პათოლოგიის განვითარებას ხელს უწყობენ. ამის შესახებ ჟურნალი Times Now წერს.

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დღეს 40 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებს გულის შეტევის ყველაზე მაღალი რისკი აქვთ. ექსპერტები ამის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას მიიჩნევენ. დიაბეტის დროს სისხლში ლიპიდების (ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები) დონე იზრდება, ამასთან ცხიმოვანი კომპონენტები იჟანგება, რომლებიც სისხლძარღვებს განსაკუთრებით აგრესიულად აზიანებენ და ათეროსკლეროზის პროვოცირებას ახდენენ, რაც თავის მხრივ, ინფარქტის და ინსულტის განვითარების ხელს უწყობს.

სიმსუქნე. ჭარბი წონა კიდევ ერთი მიზეზია, რაც ახალგაზრდებს შორის გულის შეტევის ზრდას იწვევს. მეცნიერების თქმით, ჭარბი წონა იწვევს იმას, რომ უკვე 25 წლის ასაკში არტერიებში ფოლაქები და კირქოვანი გროვები ჩნდება. გულის შეტევით მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანების გვამის კვეთა აჩვენებს: ხშირ შემთხვევაში კორონალური არტერიების კედლებზე დაგროვილია ცხიმი, რომელსაც თავად მსხვეპლი ვერ ამჩნევდა.

არაჯანსაღი რაციონი. ის ჭარბი წონის მიზეზად ითვლება, რომელიც ორგანიზმში მავნე ქოლესტერინს დონეს და არტერიულ წნევას ზრდის.

„ახალგაზრდების კვება დიდწილად გადამუშავებული საკვები პროდუქტების, სახლში შეკვეთით მიღებული კერძების და სწრაფი კვების პროდუქტებისგან შედგება. ყველა ეს საკვები შაქრის, მარილის, გადამუშავებული ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით გამოირჩევა, რაც გულის შეტევის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის“ – აღნიშნავენ კარდიოლოგები.

ნაკლები მოძრაობა. მჯდომარე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ბევრი ქრონიკული დაავადების, ცუდი სისხლის მიმოქცევის და სიმსუქნის მნიშვნელოვანი მიზეზია. ისინი გულზე დამღუპველ გავლენას ახდენენ.

„ფიზიკური დატვირთვა, სპორტი პულსის სიხშირეს დროებით ზრდის, რომელიც შემდეგ მცირდება, რაც გულს ავარჯიშებს და უფრო ძლიერს ხდის. ვარჯიშის არ არსებობა ადამიანს ამ უნარს აკარგვინებს“ – აღნიშნავენ ექიმები.