როგორც სიმსუქნე, ასევე ცხიმის დეფიციტი ქალის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს

881

მოდური დიეტები მხოლოდ ხანმოკლე პერსპექტივაში მუშაობენ, ზოგჯერ კი ანორექსიას და ორგანიზმში ცხიმის დეფიციტს იწვევენ. ერთი მხრივ ჭარბი წონა, და მეორე მხრივ ძალიან დაბალი სხეულის მასა ქალის ჯანმრთელობას დიდ პრობლემებს უქმნის. აი, რა ხდება ორგანიზმში, როცა ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა ცხიმი გვაქვს.

ტვინი და სისხლძარღვები

ჭარბი წონის მქონე ქალებს შაკიკი 40%-ით უფრო ხშირად აწუხებთ. ჯონ ჰოპკინსის სკოლის კვლევის მიხედვით, შიზოფრენიით დაავადების შანსები ჭარბი წონის და ცხიმის დეფიციტის მქონე ქალებში იზრდება.

გული

გულის იშემიური დაავადება ჭარბი წონის მქონე ქალებში უფრო ხშირად გვხვდება.

მკერდი

ძუძუს კიბო ჭარბი წონის მქონე ქალებში 30-60%-ით უფრო ხშირად გვხვდება.

მე-2 ტიპის დიაბეტი

სისხლში შაქრის მაღალი დონე ქალის ჯანმრთელობისთვის დიდი პრობლემაა, რაც მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას იწვევს. ამ დაავადების შემთხვევების სიხშირე ჭარბი წონის მქონე ქალებში 12-ჯერ უფრო მეტია.

საკვერცხეები

უნაყოფობა უკიდურესი მდგომარეობით – სიმსუქნით ან ცხიმის დეფიციტით არის გამოწვეული. ეს უნაყოფობის ყველა შემთხვევის 12 %-ია: 6% ჭარბი წონის და 6% სხეულის მასის დეფიციტის გამო.

ძვლები და მუხლები

ძვლების სისუსტე და მუხლების სახსრებზე ჭარბი დატვირთვის პრობლემები – ჭარბი წონის მქონე ქალის თანამგზავრია.

როგორ დავარეგულიროთ წონა და შევინარჩუნოთ ქალური ჯანმრთელობა?

„ნატურალური პროდუქტები, რომლებიც უჯრედისით, ცილებით და ცხიმებით მდიდარია, კარგად დაგანაყრებთ და თქვენ უფრო ნაკლებს შეჭამთ. ასეთი საკვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნელა გადაადგილდება და დანაყრებული დიდხანს დარჩებით, რაც კალორიების მოხმარების დარეგულირებაში დაგეხმარებათ“ – წერს გამოცემა KP.

გადამუშავებული პროდუქტები საპირისპირო ეფექტს გვიჩვენებს:

„გადამუშავებული ნახშირწყლები (ჩიფსი, ორცხობილა, გაზიანი სასმელი, კრეკერი, თეთრი ბრინჯი) შაქრად სწრაფად გარდაიქმნება და ინსულინის დონეს ზრდის, რაც უჯრედებს სისხლში კალორიების შეგროვებას და ცხიმის სახით დაგროვებას აიძულებს, ეს კი ორგანიზმს მშიერს ტოვებს“.