6 ნიშანი, რაც ღვიძლის პრობლემებზე მიგანიშნებთ

5531

ღვიძლი ადამიანის სხეულის ისეთივე მნიშვნელოვანი ორგანოა, როგორც გული და ტვინი. ღვიძლის მდგომარეობაზე ბევრი რამ გავლენას ახდენს: კვების დაღვევით დაწყებული მავნე ჩვევებით დამთავრებული. ორგანოს ცვლილებების დროულად შემჩნევა აუცილებელია. დღეს „ვივიენი“ იმ ნიშნებზე გიამბობთ, რომლებიც ღვიძლის პრობლემებზე მიგანიშნებთ.

ნაოჭები შუბლზე

სახეზე თითქმის ყველა უსიამოვნება აისახება. ჩვეულებრივ, შუბლზე ნაოჭები ორგანიზმის ბუნებრივ სიბერეზე საუბრობს, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში მსგავსი ნიშანი ღვიძლის პრობლემების მანიშნებელი შეიძლება იყოს. საქმე ეხება შუბლზე ვერტიკალურ ნაოჭებს ან ნაოჭებს წარბებს შორის. ღრმა ნაოჭები ღვიძლის სერიოზულ დისფუნქციაზე საუბრობს.

პიგმენტები სახეზე  

პიგმენტური ლაქები ლოყებსა და შუბლზე ღვიძლის მუშაობის დარღვევაზე მიგანიშნებთ. ორგანო ნაკლებ ბიოქიმიურ პროცესებს აწარმოებს, რომლის დარღვევის დროსაც მელანინის ცვლა ირღვევა. ღვიძლის დაავადების ნიშანი ხშირად არის კანის არასწორი პიგმენტაცია. პიგმენტური ლაქები შუბლსა და საფეთქლებზე ჩნდება და მწვანე ან ყავისფერი შეფერილობა აქვს. გამაღიავებელი საშუალებებით მათი მოშორება რამდენიც არ უნდა სცადოთ, არაფერი გამოგივათ. ღვიძლის ასაკობრივი ცვლილებები ქაოტურად გაფანტული ყავისფერი პიგმენტური ლაქების სახით ჩნდება.

კანის ჭარბი ცხიმიანობა

ეს ორგანო განსაკუთრებულ ფილტრს წარმოადგენს, რომელიც ტოქსინებს და სხვა მავნე ნივთიერებებს ანადგურებს და გამოდევნის. როცა ღვიძლი ჭარბ ცხიმს ვერ უმკლავდება, ისინი ცხიმოვან ჯირკვლებში გროვდება. შედეგად, სახის კანი უფრო ცხიმიანი ხდება. ცხიმიანობა ჩნდება შუბლზე, ცხვირის კუთხეებში, რამაც შეიძლება აკნე, გამონაყარი და ჩირქი გამოიწვიოს.

ჭაღარა თმა, სიმელოტე

ღვიძლის არასწორი მუშაობის დროს მკვებავი ნივთიერებების ათვისება ირღვევა, რაც თმის ზრდაზე გავლენას ახდენს. შედეგს თმის გამელოტება და გაჭაღარავება წარმოადგენს. განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ცვლილებები თხემის არეში ხდება.

თვალის ცვლილება და ლორწოვანი გარსის ანთება

ღვიძლის ცუდი მუშაობა თვალის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. დარღვევამ შეიძლება კანის ზედა ფენებსა და ლორწოვან გარსში ბილირუბინის (ნაღველის ყვითელ-წითელი პიგმენტი) დაგროვება გამოიწვიოს. ფერი მოყვითალო ხდება. მიშვებული დაავადება თვალის სხვა ნაწილების ცვლილებებს იწვევს: გუგები თეთრდება, თვალის ფერადი გარსები დაბინდული ხდება. თვალების ქვეშ კანი მოყვითალო ხდება.

ლორწოვანი გარსიც იცვლება: დამახასიათებელია სიმშრალე, ენის და სასის ფერის ცვლილება, შეშუპება და ღრძილების სისხლდენა.

განავლის მძაფრი სუნი

განავლის ხარისხი იცვლება. ნერვიულობა ღირს, თუ შეამჩნევთ განავლის ძლიერ არომატს, წებოვან შემადგენლობას, თხევად კონსისტენციას, მყარი ან მშრალი ფორმის ბურთებს, თეთრი თიხის მსგავს ღია ფერს.

აღსანიშნავია, რომ ღვიძლის დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ქსოვილს ნერვული დაბოლოება არ აქვს, ამიტომ პაციენტი ტკივილს არ განიცდის. ყურადღება იმ ნიშნებს მიაქციეთ, რომლებიც ამ ორგანოს მუშაობის დარღვევაზე მეტყველებენ. ნიშნების მცირე გამოვლენაც კი ექიმთან მისვლის მიზეზი უნდა გახდეს.