მაგნიუმის დეფიციტი ინფარქტს იწვევს: მის თავიდან ასაცილებლად ეს 5 პროდუქტი მიირთვით

7233

მაგნიუმი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, ის გულის რითმის მხარდაჭერაში მთავარ როლს ასრულებს, ამიტომ მისი დეფიციტი ინფარქტის რისკს ზრდის. მაგნიუმი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქციისთვის, რომლებიც ორგანიზმში ყოველდღე მიმდინარეობს. აი, მაგნიუმით მდიდარი საუკეთესო პროდუქტების სია.

გულის ჯანმრთელობის გარდა მაგნიუმი ნერვულ და კუნთოვან ფუნქციებს, იმუნური სისტემის მუშაობას, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებას და ენერგიის წარმოებას ხელს უწყობს, ხოლო კალციუმთან ერთად ძვლების გამძლეობას უზრუნველყოფს.

„ძალიან ბევრი ადამიანი მაგნიუმის რეკომენდებული დღიური ნორმის 400 მგ-ს მიღწევას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, შემდეგი გემრიელი ვარიანტები განიხილეთ. მათი დახმარებით ორგანიზმს მაგნიუმის კარგი დოზით უზრუნველყოფთ, რაც ინფარქტს აგაცილებთ“ – წერს გამოცემა FoodEatSafe.

ინფარქტის პროფილაქტიკა: მაგნიუმით მდიდარი 5 პროდუქტი

ავოკადო

საშუალოდ ავოკადო დაახლოებით 58 მგ მაგნიუმს შეიცავს, რაც დღიური ნორმის 15%-ია.

კაკალი

კაკალი მაგნიუმის მოხმარების გასაზრდელად შესანიშნავი წასახემსებელია. კაკლის უმეტესობა ამ მიკროელემენტს შეიცავს, მაგრამ მაგნიუმი ყველაზე მეტი რაოდენობით გვხვდება ქეშიუში, ნუშსა და ბრაზილიურ კაკალში. ნებისმიერი ამ კაკლის ერთი უნცია მაგნიუმის დღიური დოზის 22-33%-ს მოგანიჭებთ.

ფოთლოვანი მწვანილი

თუ სალათებზე ვსაუბრობთ, ფოთლოვანი მწვანილის ზოგიერთი სახეობა მაგნიუმით მდიდარია: ისპანახი, კომბოსტო, მდოგვის ფოთლები, ოხრახუში და ა.შ. 1 ფინჯანი ისპანახი 157 მგ მაგნიუმით აგავსებთ.

ბანანი

ბანანი კალიუმის მაღალი შემცველობით არის ცნობილი, თუმცა ბევრ მაგნიუმსაც შეიცავს. 1 პატარა ბანანი 37 მგ მაგნიუმს შეიცავს.

შვრია

კიდევ ერთი მიზეზი, რომ შვრია დილით მიირთვათ. 100 გრ შვრიის მიღება ორგანიზმს 177 მგ მაგნიუმით აავსებს.