ამ პროდუქტების მიღება საღამოს სახიფათოა, ისინი უძილობას იწვევენ.

2485
© Fotolia / BillionPhotos.com

გარკვეული პროდუქტები, თუ მათ საღამოს შეჭამთ, შეიძლება სახიფათო იყოს იმით, რომ უძილობას იწვევენ და ორგანიზმზე უსარგებლო მატონიზირებელ მოქმედებას ახდენენ.

ბევრი დარწმუნებით გეტყვით, რომ უძილობის გამომწვევი პროდუქტია კოფეინი. ის შედის „დიდ სამეულში“, რომელთაც ღამით ძილის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. დიდი სამეული ასე გამოიყურება: კოფეინი, შაქარი და ალკოჰოლი. მათი შემცველი კვების პროდუქტები და სასმელები ძილს ადვილად წაგართმევთ, თუ მათ საღამოს მიირთმევთ. სწორედ ამიტომ, საღამოს სჯობს კოფეინის შემცველ შოკოლადის ჭამაზე ან 1 ფინჯანი ტრადიციული ჩაის (გამონაკლისია, ბალახების ჩაი) დალევაზე უარი თქვათ.

ექიმები შეგახსენებთ, რომ ბევრი პროდუქტი ფარულ შაქარს შეიცავს. ის დიდი რაოდენობით გვხვდება სოუსებში, უცხიმო რძის პროდუქტებსა და სწრაფი კვების პროდუქტებში. უძილობის განვითარების და დაძინების გართულების ალბათობის გამო სჯობს საღამოს მათი ჭამისგან თავი შეიკავოთ.

არსებობს სხვა პროდუქტებიც, რომელთა მიღებაც საღამოს პერიოდში ამა თუ იმ მიზეზით შეიძლება სახიფათო იყოს. ისინი ყოველთვის ძილის გამანადგურებელ შთაბეჭდილებას არ ახდენენ.

ცხარე საკვები. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხარე, სანელებელიანი პროდუქტები ღრმა ძილის ფაზის დარღვევას იწვევენ, რაც ძალიან სახიფათოა. ღრმა ძილის ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია ღამით თავის ტვინის აღსადგენად და იმ ნივთიერებებისგან გასაწმენდად, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევენ. ასევე ცხარე საკვებს გულძმარვის, მჟავური რეფლექსის, უძილობის გამწვავებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

გრეიფრუტი. საღამოს გრეიფრუტის ჭამა გულძმარვას იწვევს.

ბადრიჯანი. პროდუქტი ამინომჟავა ტირამინის დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რამაც შეიძლება სისხლში ნორეპინეფრინის (ნეირომედიატორი სტიმულაციის ეფექტით) რაოდენობა გაზარდოს. საღამოს ბადრიჯნის მიღება არ ღირს. ის მოდუნების ნაცვლად ორგანიზმს ტონუსს მატებს.

კიტრი. მისი მიღება შარდის წარმოებას ააქტიურებს, როგორც ძილის წინ წყლის დალევა, ამით კი ღამით ტუალეტში შესვლის სურვილის და უძილობას იწვევს. ამ მხრივ ბევრი წყლის შემცველი სხვა ბოსტნეულიც სახიფათოა.

მძიმე საკვები. მკვრივი ცხოველური ცილების და ცხიმების საღამოს მიღება არასასურველია. მათ ხანგრძლივი დროით გადამუშავება სჭირდებათ, რაც ორგანიზმს ძაბავს მაშინ, როცა საღამოს მას რელაქსაცია სჭირდება. განსაკუთრებით სახიფათოა საღამოს ბეკონის, გამხმარი, შებოლილი და დამუშავებული ხორცის მიღება.