როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებში პატარა ჭრილობას სწორად, რომ ღრმა ნაწიბური არ დარჩეთ

1194

ბავშვები სამყაროს აქტიურად ეცნობიან, ძალიან აქტიურები არიან და როგორც სახლში, ასევე ქუჩაში შეიძლება დაშავდნენ. ნებისმიერი დაზიანების შემდეგ შეიძლება ნაიარევი ან კელოიდური ქსოვილის ნაწიბური გაჩნდეს. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლება.

შედეგების შესამცირებლად შემდეგი რეკომენდაციები უნდა დაიცვათ:

ტრავმის შემდეგ უნდა განსაზღვროთ, სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ არა

სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ, თუ ჭრილობის კუთხეებს შორის მანძილი 1 სმ-ზე მეტია, ღრმა და დიდი ჭრილობაა, რბილი ქსოვილები ღრმად დაზიანებულია, სისხლდენა დიდხანს არ წყდება, ძვალი მოტეხილია და ჭრილობიდან მყესები ჩანს. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ ტრავმატოლოგიურ ცენტრში უნდა წახვიდეთ ან სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ და წინასწარ სახვევი დაადოთ. თუ საშუალო ზომის ჭრილობა ბავშვს სახეზე აქვს, სჯობს კოსმეტიკური ნაკერისთვის ქირურგს მიმართოთ.

ჭრილობა აუცილებლად გაწმინდეთ და დაამუშავეთ

ჭრილობა თბილი წყლით ან ქლორპექსიდინის ხსნარით ჩამობანეთ. ჭრილობაზე მარლის სალფეთქი ან მშრალი ჩვარი დაადეთ, რომ სისხლდენა შეაჩეროთ. ჭრილობის გასაწმენდად წყალბადის ზეჟანგის გამოყენება არ ღირს, ხოლო ბრილიანტის მწვანე მხოლოდ ჭრილობის კუთხეებზე წაუსვით.

მშრალი სახვევი დაადეთ

მშრალი სახვევი მცირე ჭრილობაზე იდება. ამასთან ისეთი ბინტი უნდა გამოიყენოთ, რომელიც მთელ დაზიანებულ ნაწილს დაფარავს და ჭრილობას დაიცავს. ჭრილობაზე ყოველდღე ახალი სახვევი დაადეთ.

ჭრილობაში შესაძლო ინფექციის გაჩენას ყურადღება მიაქციეთ

თუ დაზიანებულ ადგილზე შეშუპება, სიწითლე, ჩირქი, პულსაცია გაჩნდება, ჭრილობის ირგვლივ კანის ტემპერატურა ან სხეულის საერთო ტემპერატურა გაიზრდება, ექიმს უნდა მიმართოთ.

ნაწიბურების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები მიიღეთ:

  • ნაწიბურების თავიდან ასაცილებლად მცირე ჭრილობაზე ვაზელინი წაუსვით ან ჰიდროგელის ფირფიტა გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ სილიკონის გელში გაჟღენთილი ბინტით სახვევი გააკეთოთ.
  • მოძრაობის შეზღუდვა აუცილებელია, რომ ჭრილობის ირგვლივ კანი არ დაიჭიმოს. ჭრილობის და მის ირგვლივ კანი მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავით. ზაფხულის პერიოდში ჭრილობის შეხორცების შემდეგ სხეულის შიშველ ნაწილზე მზისგან დამცავი კრემი წაისვით.
  • ნაწიბურების გარეშე ჭრილობის შესახორცებლად C ვიტამინი, თუთია, ცილები უნდა მიიღოთ. C ვიტამინის წყარო შეიძლება იყოს შემდეგი პროდუქტები: ფორთოხალი, ბროკოლი, პომიდორი, გრეიფრუტი, მანდარინი და ლიმონი. შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ მალამო, რომლეიც 5-10% C ვიტამინს შეიცავს. თუთიას შეიცავს რძე, კვერცხი, ნუში და თესლი. ცილების წყაროა კვერცხი, ზღვის პროდუქტები და ინდაურის ხორცი.

ანტიბაქტერიული, ჭრილობის შემახორცებელი საშუალების სახით რეკომენდებულია კრემი „არგოსულფანი“. კრემი სულთათიაზოლის ვერცხლის მარილს შეიცავს. მას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, მათ შორისაა წვრილი საყოფაცხოვრებო დაზიანება, დამწვრობა, ჩირქოვანი ჭრილობა. არგოსულფანი უხეში ნაწიბურების წარმოქმნის გარეშე ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. გაითვალისწინეთ! კრემს უკუჩვენებები გააჩნია. ინსტრუქცია აუცილებლად წაიკითხეთ ან სპეციალისტს კონსულტანციისთვის მიმართეთ.